ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

ცხონებული “მე”-ს აზრები 2

9 Comments


2212263802_1fe61427ba_o

მიქელანჯელომ "პიეტა" 25 წლის ასაკში გამოაქანდაკა. როგორ ვაკადრო "ლამაზი"? როგორ მივაყენო შეურაცხყოფა 😦

ბოლო ხანებში, რატომღაც ასეთმა აზრებმა ამიყოლია. არ ვიცი, რისი ბრალია, რომ ცოტათი აგრესიული ვარ ბოლო ხანებში. მოკლედ, ბევრი რომ არ ვიბოდიალო, აგერ ცხონებული “მე”-ს სამი ნააზრევი:

ადამიანი მალფუჭებადი პროდუქტია

მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა, ხოლო შემდეგ სამართლიანად აიტანე სხვისი მოქცევა ისე, როგორც მას უნდა  (ეს “ნუ მოექცევი სხვას ისე, როგორც არ გინდა, რომ მოგექცნენ”-ის შებრუნებული ვერსიაა. ეს კეთილშობილი და იდეალურთან უფრო ახლო ვერსიაა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჯერ ჩემი ვარიანტი უნდა გავითვალისწინოთ, რომ მივიდეთ ამ დასკვნამდე)

ცხოვრება განტოლება და თუ გინდა, შედარებით კარგად დაინახო, საით მიდიხარ, შეკვეცე ზედმეტი რიცხვები და გაამარტივე იგი

…დაბოლოს, გიტოვებთ მსოფლიოს მუსიკალური საგანძურის ერთ-ერთ ბრილიანტს. მისი ტექსტი შილერმა დაწერა და ქართულად “სიხარულის ხოტბას” ნიშნავს. ბეთჰოვენმა კი ეს პოემა მე-9 სიმფონიად აქცია!
…დირჟორობს ჰერბერთ ფონ კარაიანი…
…ბერლინის სიმფონიური ორკესტრი…

ამის დედა ვატირე, საიდან სად წავედი 🙂

Advertisements

9 thoughts on “ცხონებული “მე”-ს აზრები 2

  1. მომწონს ”მე”-ს აზრები, და ისა… რატომ სამიცალი?

  2. პ/ს თითქმის მთელი ბლოგი გადავიკითხე, რომ არ დამეკარგოს ჩემს ბლოგ ლისტში ჩაგამატე… ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს საინტერესო წიგნში სანიშნე ჩავდე… დანარჩენ ნახევარს სიცხე, რომ დამიწევს მერე გავეცნობი
    🙂
    (:

  3. 3 იმიტომ, რომ ცხონებულ “მე”-ს ჯერ მეტი აზრი არ მოსვლია თავში 😛

  4. გეთანხმები, რომ ცოხვრება განტოლებაა, რომელიც უნდა ამოსხნა. მაგრამ ზედმეტ რიცხვებში რა იგულისხმება ან ვინ?

    • ზედმეტ რიცხვებში იგულისხმება სხვადასხვა ფაქტები, რომლებიც ხელს გიშლიან, რეალობა დაინახო. ზოგჯერ ეს ფაქტები უწყინარია, ზოგჯერ – მომაბეზრებელი. 🙂

  5. “ამის დედა ვატირე”-მ გატეხა 😛 არადა უკვე მე-9 სიმფონიის ჩართვას ვაპირებდი და ისევ ჰიპ-ჰოპს მივუბრუნდი 😉 Шутка :Р
    საკაიფოდ წერ, ზურიუს!

  6. იქნება და არ ცხონდები, რო გაინაღდე ადგილი სამოთხეში 😀
    :devil:

  7. :))) მოქცევაზე მომწონს. მაგრამ რაღაც შურისძიებას მაგონებს :)))))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s