ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

Le Petit Prince

8 Comments


Copy of Surati-2904ერთხელაც, როცა ძალიან მომინდა ფენოვანი (სრული სახელწოდებაა ცხელი ფენოვანი ხაჭაპური), გადავწყვიტე, მრგვალი ბაღისაკენ ამესეირნა. იქ 1,20 ლარად აღმოვაჩინე მშვენიერი სამკუთხა ფენოვანი. რა თქმა უნდა, ვიყიდე. ახლა უცებ ჩამოგითვლით ფენოვანის ძირითად ღირსებებს:
1. გემრიელია
2. ცხიმიანია (ყელისთვის არის მისწრება. ასე რომ, ვოკალისტებო, მიირთვით!)
3. მისართმევად არ სჭირდება დამატებითი ინსტრუმენტები ორი ხელისა და ერთი პირის გარდა. ჰა-ჰა ხელსახოცი დაგჭირდეთ
4. გემრიელია… არა, ეს ტავტოლოგია არ გეგონოთ. ფენოვანი მართლა გემრიელია და ამიტომაც მოვიხსენიე ორჯერ 😉
ავედი მრგვალ ბაღში. მოვთავსდი ერთ-ერთ “სკამეიკაზე” (ვაი ჩემს პატრონს, ამის ქართული შესატყვისი ვერ გავიხსენე). თან ვჭამდი, თან კუბაზე ვკითხულობდი Вокруг Света-ში და თან ვფიქრობდი. სწორედ ფიქრის გამო ვერ მოვახდინე კონცენტრირება სტატიაზე და ბოლომდე აღარ ჩავედი. ფენოვანი გათავდა თუ არა, წამოვდექი, ნამცეცები გადავიფერთხე და სეირნობა დავიწყე. ირგვლივ მიმოვიხედე და ახალგაზრდა დედა-შვილს მოვკარი თვალი. რაღაც მესიამოვნა, მერე ცოტათი შეშინებულმა გავიფიქრე, ეს ახალგაზრდა “ქალი” ქმარს ხომ არ გაშორებია-მეთქი? ისე მომრავლდა ახალგაზრდათა ქორწინება და განქორწინება, თითქოს შეყვარებულები იყვნენ. რაღაც გააუფასურეს ცოლ-ქმრობა. დაგევასება გოგოს ტრ… და ცოლად გინდა მოიყვანო, მერე აღმოჩნდება, რომ საერთოდ გეჯავრება ეგეთი ხასიათის ადამიანები და ეგრევე განქორწინება!… 😐 მოკლედ, ეს სხვა თემაა. ამ ახალგაზრდა დედა-შვილს კი დიდ სიყვარულს ვუძღვნი მთელი გულით.
…შემდეგ იქვე “გაშლილ” მტრედებს მოვკარი თვალი. დაგოგავდნენ, რა ექნათ. ხან მზესუმზირის კანებს კენკავდნენ, ხანაც ფუთფუთით გადააფრინდებოდნენ თავზე ერთმანეთს. ისე, რომ დაუკვირდეთ, მტრედი ფრთების მოქნევისას “ფუთ-ფუთს” იძახის 😉
…ერთი-ორი გაჩხაკუნების შემდეგ მტრედებსაც შევეშვი. თავი მოვაბრუნე და… ბრინჯაოს პატარა უფლისწულმა თვალი თვალში გამიყარა. თანაც ისე, რომ თავის პლანეტაზე ამოსული ვარდისთვის თვალი არ მოუშორებია.
…როგორ გავს ჟერარ ფილიპის ბავშვობას!…
…ან რა უნდა ამ ცოდვილ ადგილას? ზოგჯერ პატარა უფლისწული ძალიან მეცოდება, რომ შუა თბილისში დგას. იგი სადმე ხასხასა მოლით მოფენილ მდელოზე, აკაციების ჩრდილში ბუნების სიმწვანით ტკბებოდეს (ნუ, ეს ჩემი აზრია პრინციპში).

იქნებ სწორიცაა, რომ შუა ქალაქში დგას მისი ქანდაკება. იქნებ ამით ხალხის ყურადღების მიქცევა უნდოდა ავტორს? დაენახვებინა, რომ დედამიწა საბოლოო ჯამში მაინც წარმავალი კი არა, მარადიული ღირებულებების მატარებელი პლანეტაა. იქნებ ამ ჟესტით ავტორმა გადაწყვიტა, რაც უფრო მეტი შეხედავდა პატარა ბიჭის დადარდიანებულ და მარტოსულ სახეს, მით უფრო მეტი შეიგრძნობდა ამაოების ამაოებას.
…მე მაინც ვფიქრობ, რომ პატარებისათვის “პატარა უფლისწულის” წაკითხვა არ არის რეკომენდებული. ეს არის ნოსტალგიური ისტორია. ისტორია, რომელიც დანანებით მოგაგონებს განვლილ წლებს, ფლომასტერებით დახატულ “მსოფლმხედველობას”, უნაოჭო სახეს, პატარა ბზინვარე ცხვირს, ყველაფრის ათვისებისა და დამახსოვრების ნიჭს, ყველაფრის პირველად განცდის სიხარულს…
“პატარა უფლისწული” ნოსტალგიაა პატარა უფლისწულობაზე. ბავშვებს ანუ პატარა უფლისწულებს საკუთარ თავზე ნოსტალგია ვერ ექნებათ, რადგან შეუძლებელია იმაზე გაგიჩნდეს ნოსტალგია, რაც იმ წუთას შენ ხარ. ამასთან ერთად პატარამ არ იცის, რა არის, იყო დიდი. შესაბამისად, სანამ არ გაიზრდება, მანამ ვერ დააფასებს, რას ნიშნავს, იყო პატარა.
სანამ პატარა უფლისწული ისე არ “დაბინძურდება”, რომ გაიზარდოს, მანამდე ვერ შეიგრძნობს უფლისწულობის  სისპეტაკეს. მხოლოდ დიდს შეუძლია პატარას პირით თქვას “დიდები მართლაც უცნაური ხალხია” და სიტყვა “უცნაურში” გადატანითი მნიშვნელობით ყველაფერი იგულისხმოს, გარდა “უცნაურისა”.  😦
“…მხოლოდ გული ხედავს კარგად. თვალს არ ძალუძს, დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი…”
ამ ფიქრებში გართულმა პატარა უფლისწულს რამდენიმე სურათიც გადავუღე.

Advertisements

8 thoughts on “Le Petit Prince

  1. პირველი: “პატარა უფლისწულს” ვკითხულობდი ახალი პოსტების გადახედვა რომ მოვინდომე დ არამდენიმეწუთიანი შესვენებაც ამ პოსტის სათაურის გამო გამოვაცხადე. პრინციპში ისევ კითხვა გავაგრძელე, მაგრამ მთავარი ეს არაა.
    “პატარა უფლისწულს” მხოლოდ იმიტომ მოვუბრუნდი და კითხვა გადავწყვიტე, ბავშვობაში წაკითხულის გადაფასება რომ მომინდა.(wasntme)
    მეორე: ძალიან კარგი პოსტია. თემათა კორიანტელი, რომლებიც თავისი სიმსუბუქით სულაც არ გაბეზრებენ თავს და ძალიან ბევრ საფიქრალს კიდევ ახალს უმატებენ. (y)
    p.s: ვაგრძელებ მცდელობას, გავიგო რა უნდოდა ეგზიუპერს… (think)

    • ეჰ, ეგზიუპერი კაი ლიოტჩიკი და კარგი მწერალი იყო. 😀 ნეტა, მაგის მფრინავობასთან დაკავშირებით რაიმე საინტერესო მასალა თუ არსებობს…?

  2. ჰოდა, მე ზუსტად ძალიან პატარაობაში წავიკითხე “პატარა უფლისწული” და იპოქონდრიკად ვიქეცი ლამის 😐 დღემდე არ დამავიწყდება, რაღაცნაირი სევდა განვიცადე (თუ შეიძლება ასე ერქვას) და მეცოდებოდა ავტორიც, უფლისწულიც, ჩემი თავიც. მართლა უსევდიანესი ნაწარმოებია და არასაბავშვო!
    კარგი ფოტოები გადაგიღია ზურა და შენს პოსტზე ითქმის ზუსტად :ლოლ: “გრძელი გზა მოიარე და… ძალიან საინტერესო თემას მიადგები ბოლოსო!”

  3. ჩემი საყვარელი წიგნი..
    პოსტი და ფოტოებიც – კარგი. მომწონს შენი ბლოგი! საღამოს უკეთ გავეცნობი : )

  4. მომეწონა ეს პოსტი. ახლავე ჩამოვთვლი მიზეზებს :):
    1. გემრიელია 😉
    2. ღიმილისმომგვრელია;
    3. დამაფიქრებელია;
    4. სასიამოვნოდ იკითხება…
    სენტ ეგზიუპერზე ცოტა ხნის წინ წავიკითხე მისი დისწულის (ან ძმისწულის, ზუსტად არ მახსოვს) მემუარები. თურმე ოჯახს მისი პროფესიის – მფრინავობის და მწერლობის ძალიან რცხვენოდა და უკანასკნელ ხელმოცარულ იდიოტად თვლიდნენ.
    P.S. “სკამეიკას” “ბაღის მერხი” ჰქვია, მაგრამ მე თუ მკითხავ, “სკამეიკა” უფრო კომფორტულია! 🙂 რა ვიცი, ეს ჩემი სუბიექტური აზრია.

  5. patara uflisculi saocari wignia. saocari….. es qandakeba sad aris tbilisshia? tu shegidzliat mitxarit

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s