ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

დავგლიჯეთ!…

7 Comments


Surati-2889“ერის ხმა” _ ამ სახელით გაიხსნა ახალი ფესტივალი, რომელიც თსუ-ს ეგიდით ჩატარდა და ყოველწლიურობაზე აქვს პრეტენზია.

Surati-2886

ე.ი. ეს ანძა იმხელაა, რომ ქვემოდან შემეშინდა 🙂

ახლა სუბიექტურად: სამშაბათს, 2 ივნისს დასში გამომიძახეს და მეც მოღუშული გავვარდი, “რა არის მეთქი?!”-ს ძახილით. აღმოჩნდა, რომ ახალი წამოწყებაა, რომელშიც თეატრი “სხვენიც” მიიღებს მონაწილეობას. თავიდან მეწყინა კიდევაც, რა დროს ახალი რამეებია, როცა ხმალამოწვდილი სადიპლომო სიკვდილივით წამომდგომია თავს…
ჰოდა ამ ერთ ამბავში ტექსტის 1-2 ბწკარი მეც შემხვდა. დავხედე, რაღაც სახუმაროა. ბერიკების ტექსტია. ვღადაობთ, რა. თანაც ხვალ, 2-ში უნდა გაიმართოს, ანუ მალე მოვრჩები ამ საქმეს. ჩვენი რეჟისორი გიორგი გომურაშვილი ძალიან ღელავდა, რადგან დრო 1 დღეზე ნაკლები გვრჩებოდა. საბედნიეროდ, ტექსტი იყო პატარა. უცებ დავისწავლე ჩემი რეპლიკები “ცხრანიღა დავრჩით”, “არა, არა, ეს სამეგრელოა!” და სიმღერა “ჰარალეო, ჰარი ჰარალეო…”. შემდეგ მოძრაობებზე გავივარჯიშეთ და ყველაფერი უცებ მოვიყვანეთ წესრიგში. აი, მოძრაობები და გადასვლები ჩვენი რეჟისორის სავიზიტო ბარათია. თავის დროზე პანტომიმის ძალიან მაგარი მსახიობი იყო და სასცენო მოძრაობების ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნეა.
სხვათა შორის, საერთოდ არ მინერნვიულია (წინა სპექტაკლისგან განსხვავებით). გათენდა დალოცვილი სამშაბათიც და, ერთი საათის წვალების შედეგად, ავაღწიე “ბომბორაზე”, მთაწმინდის პარკში. იქაც ერთი-ორჯერ გავირეპეტიციეთ და გადამწყვეტ წამს დაველოდეთ.
…და დაიწყო გულმაც თავისებური ბაგა-ბუგი, მაგრამ ამჯერად თავი სრულ კონტროლს დავუმორჩილე. თანაც ბერიკების მუსიკა რომ ჩაირთო, ისე გამიხარდა!… ძალიან მიყვარს ეგ მუსიკა. (“მაია წყნეთელის” საუნდტრეკს ვგულისხმობ). შევედით, დავუარეთ ბერიკაული… მერე მაგრადაც დავჭექეთ და ისევ ცეკვა-ხტუნვით გავედით. რაც მთავარია, პუბლიკა დარჩა კარგ ხასიათზე. კარგად შევანჯღრიეთ.
ჩვენი გახსნილი კონცერტი ხალხურმა შესრულებებმა გააგრძელა. სხვადასხვა უნივერსიტეტები გამოვიდნენ და თავიანთი ვოკალური თუ ქორეოგრაფიული ნომრები წარმოადგინეს. დაანთეს ქართული ცეცხლი. სხვათა შორის, არ მეგონა, ასე თუ ვისიამოვნებდი. თურმე, როგორ მომნატრებია ქართული ჯიგრული ხალხური ცეკვა-სიმღერა!… მოკლედ, კარგი იყო, კარგ ადგილას იყო და თუ სულ ამ ადგილას ჩატარდება, ძალიან მაგარი იქნება. რაც მთავარია, უნივერსიტეტები იყვნენ ერთად!

P.S. შემდეგისათვის შევეცდებით, უფრო მოვინდომოთ და მეტად წარმოვაჩინოთ თეატრი “სხვენი”.

Advertisements

7 thoughts on “დავგლიჯეთ!…

  1. მაისის ბოლო დღეებში შენი სპექტაკლი რომ იყო, აი იმაზე არდასწრებას ვერ ვპატიობ თავს. შემდეგში სადმე რამე თუ იქნა არ გავმაზავ.

  2. Блин! მე კიდევ დღეს ვნახე უნი-ში გამოკრული აფიშა. შენ კიდევ, ცოტა მალე გაგვაგებინე ხოლმე, ზურა! ძალიან მაინტერესებს შენი მსახიობური შესაძლებლობები.

    ძალიან მიხარია და გილოცავთ დაგლეჯას!

  3. გაიხარენით, აწი არ გამგაპარებთ 😉

  4. შე თავხედო, გეთქვა, ამოვეთრეოდი. 😐

    გამოვიდე ერთი ამ დეპრესიიდან, დაგიკავშირდე და დაგაჯანჯღარო სკაიპში (სუ შენ მაჯანჯღარებ და :|)

  5. აწი ბოიშ-ყო თუ ტვინი არ გამოგიწედოთ დღის განრიგებიტ (თუ არ დამეზარება, რა თქმა უნდა 🙂 )

  6. დებილობებზე არ შემაწუხო 😀 ღირებული ივენთები შემეტყობინე 😀

  7. როგორ არ მინდა, რომ ვცემო ეს ადამიანი ტვინის ხვეულების არეში 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s