ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

ცხონებული “მე”-ს აზრები

9 Comments


red_chili_pepper_2წიწაკა

ცხოვრებაში რომ ყველაფერი ზედმეტი უკუშედეგს იწვევს, ამას წიწაკაც ამტკიცებს: იმდენად ტკბილია, რომ სასტიკად ცხარეა.
დამწყებთათვის განვმარტავ, რომ წიწაკა უკიდურესი რაოდენობით გლუკოზას შეიცავს 😉

red shoesქალებო

მამაკაცი ფეხსაცმელს ჰგავს: თუ ძალიან მოგიჭირათ, გაიხადეთ და მანამ არ ჩაიცვათ, სანამ ძალიან არ მოგენატრებათ 😉

…თუ კაცს გული აქვს, ე.ი. მას სიყვარული შეუძლია. ქალს კი სიყვარულისათვის გულიც სჭირდება და სიყვარულიც 😉

…ადამიანის ბავშვობა სხვა არაფერია, თუ არა მისი სიყმაწვილის მეგობრული შარჟი, სიბერე კი სხვა არაფერია, თუ არა ამ სიყმაწვილის დაცინვა…

ფეხზე ადგომის ძალას ისე ვერ შეიგრძნობ, თუ ჯერ მუხლებზე დაცემის სიმწარე არ გამოგიცდია…

ამ დროისთვის ეს არის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი პირადი მოსაზრებებია, ძალიან მაინტერესებს თქვენი შეხედულებები 🙂

Advertisements

9 thoughts on “ცხონებული “მე”-ს აზრები

  1. გეთანხმები ცხოვრებაში გადაჭარბებული არაფერი არ ვარგა…გააჩნია წიწაკაკასაც?!…ზოგი ისეთი მწარეა,რომ ერთ ცალსაც ვერ შეჭამ(ზოგი მასაც დიდი მონდომებით მიირთმევს).საერთოდ ამბობენ ადამიანი სიბერეში ბავშვობას უბრუნდებაო…ისეთივე გულუბრყვილო ხდება…ზოგს ეშინია მისი…(უფრო სწორედ უმეტესობას)…მე არ მეშინია…მთავარია ღირსეულად განვლო ცხოვრება…სიბერეში შენი თავის და საკუთარი ცხოვრების,რომ არ შეგრცხვეს.მე ძალიან დიდაქტიკურ სფეროებში გადავიჭერი..ამიტომ შენი აზრიც საინტერესო და მისაღებია…წინადადების დასაწყისში სამი წერტილი უკვე საინტერესოა!…

  2. სიყმაწვილესა და სიბერეზე საუბრისას მხოლოდ ადამიანის გარეგნობა ვიგულისხმე 😉

  3. პირველი მოსაზრება მომეწონა ერთობ :ლოლ:
    ჩემი საყვარელი ფრაზა კი ესაა: You Can Make The World Look Like Your Own Way 😉

  4. წიწიაკაზე მაგარია 🙂 მეორე ცოტა ვერ გავიგე და სიბერე-სიყმაწვილეზეც ორიგინალური ასოციაცია-შედარებები იყო. 🙂

  5. ფეხსაცმელზე და წიწაკაზე მომეწონა ძალიან :)))

    ეხლა ზუსტად ამას ვაკეთებ ”ფეხსაცმელმა” მომიჭირა და ვისვენებ : )))

  6. “ფეხზე ადგომის ძალას ისე ვერ შეიგრძნობ, თუ ჯერ მუხლებზე დაცემის სიმწარე არ გამოგიცდია…”
    მმმ
    ეს ძალიან მომეწონა.

  7. და ფეხსაცმელს ზუსტ ზომაზე არსად კერავენ? თუ ვინმემ იცით მასწავლეთ:)

  8. …თუ კაცს გული აქვს, ე.ი. მას სიყვარული შეუძლია. ქალს კი სიყვარულისათვის გულიც სჭირდება და სიყვარულიც
    მე ეს მომეწონა ძალიან. საინტერესოა შენც თუ იგივე შინაარს დებ ამაში რასაც მე :))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s