ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

Great Expectations – მწვანე ფილმი

6 Comments


2561712564_f570bd9ebb_o ამ ფილმს პირველად, მგონი მე-9 კლასში ვუყურეთ მე და დედაჩემმა. მაშინ ფილმების აზრზე არ ვიყავი (ახლა ხომ ვარ რო…), ჰოლივუდური პროდუქციით ვიკვებებოდი. თუმცა ერთხელაც ეს რომ ვნახე, ცოტა არ იყოს, დავიბენი. რაღაც ისე არ ხდებოდა, როგორც დანარჩენ ფილმებში იყო. მახსოვს უცხო ემოციები. მაგალითად, ამ ფრაზის გაგონებისას (ტექსტი ორიგინალიდან მომყავს)

She was crazy. But nobody knew how crazy. Her room smelled of dead flowers and cat piss.

როგორღაც უნდა ვეცადო და აღვწერო, რა არის ეს ფილმი ჩემთვის. სხვათა შორის, სიუჟეტი აღებულია ჩარლზ დიკენსის ამავე სახელწოდების რომანიდან, რომელიც მე არ მაქვს წაკითხული. ალბათ, არც არასდროს წავიკითხავ, ვინაიდან ამის ძველ და ვიქტორიანულ ვერსიას ვერ ავიტან. ამ შემთხვევაში პირველი შთაბეჭდილება პრიორიტეტია ჩემთვის. ფილმის მთავარი გმირი ფინ ბელი ამბობს

I’m not going to tell the story the way that it happened. I’m going it the way how I remember.

მეც ასე მოვყვები. იყო ნაცრისფერი ზღვა მზის ჩასვლისას. პატარა ფინი ნავით გაჩერდა ერთგან. თითები გამხმარი საღებავებისგან ჰქონდა დალაქავებული. პატარა ბლოკნოტითა და ფანქრებით ხელში გატოპა მუხლამდე წყალში. ფინი ხატავდა ყველაფერს, რასაც ხედავდა. ხედავდა კი ისე, როგორც ხატავდა. ხატავდა ისე, როგორც გამოსდიოდა. ხატავდა ისე, როგორც აღიქვამდა. აღიქვამდა ისე, როგორც ამახსოვრდებოდა… l_c8f12d540ee5f7d000b3991c3521ffc5შედეგად ფანქრები ქმნიდნენ პრიმიტიულ, მაგრამ მრავალგანზომილებიან სიმარტივეს, რომლის წაკითხვასაც მხატვრის ნახულის განცდა სჭირდებოდა. ეს, თითქოს, მსახიობის მიერ როლის გახსნას ჰგავს. იგი ან პირდაპირ აკეთებს სამსახიობო “ილეთებს”, ან ცდილობს ამოიცნოს ავტორის ჩანაფიქრი და იპოვოს სწორი ხაზი. ასეა მხატვრობაშიც: შეგიძლია, დააკვირდე ნახატს და მოგეწონოს, მაგრამ შეგიძლია იფიქრო და თუ მხატვრის შთაგონებას ჩაწვდი, იმ სივრცეში გადახვალ, რასაც ნახატი გადმოსცემს.

მოულოდნელობა

ზღვის მსტვენავ სიმშვიდეს არღვევს წყლიდან ამოყვინთულიdownload გაქცეული პატიმრის გამოჩენა, რომელსაც რობერტ დე ნირო ასრულებს. ალბათ, აღარ არის საჭირო მისი თამაშის კომენტირება. ძალიან მაგარია ამ როლში. ძალიან ცუდ ადამიანს თამაშობს, რომელიც სწორ გზას მაინც იპოვის ცხოვრებაში და მინიმუმ ერთხელ მაინც გააკეთებს სწორ საქმეს. ამაზე მერე. მოკლედ, ეს პატიმარი ართურ ლასტიგი, მკვლელი და ა.შ., ფინს წაავლებს ხელს და ცდილობს მისი ნავით გაიქცეს მექსიკაში. ბიჭს გული უსკდება შიშისგან, მაგრამ მაინც დაეხმარება. შუა ზღვაში არტურს ნავიდან გადახტომა მოუწევს, რადგან პოლიციის კატერი გამოჩნდება. ფინი მას მაშველ ჟილეტს გადაუგდებს და ლასტიგიც უჩინარდება. შემდეგ ბიჭი იგებს, რომ პატიმარი მაინც დაიჭირეს და სიკვდილი მიუსაჯეს…

ფინის ოჯახი: მეგი და ძია ჯო

ფინის სახლში ტიპური ამერიკული სიტუაციაა. უფროსი და და მისი საყვარელი ნაკლებ ყურადღებას აქცევენ 10 წლის ბიჭს. ძია ჯო მეთევზეა და მცირე შემოსავლით ირჩენს თავს. მეგი მეძავია. წესით და რიგით ოჯახში სულ ჩხუბი უნდა იყოს, მაგრამ აქ ყველა აცნობიერებს თავის სიცუდეს და სხვას არ ერჩის. ამას ისიც ემატება, რომ ყველა თავისი გზით ცდილობს ფულის შემოტანას. ხატვის ნიჭი და გარემოს განსხვავებული აღქმა რომ არა, ფინი, ალბათ, იმ პატიმარს დაემგვანებოდა თვითონ რომ გადაარჩინა.

ყველაფერი მწვანე ფერიდან იწყება. რეჟისორ ალფონსო კუარონს ეს ფერი აქვს არჩეული, რომელიც ერთიან ხაზად გასდევს ფილმს. მწვანე მაისური, ან ჰალსტუხი, კაბა ან… რავიცი, რაიმე აქსესუარი. ყველა სცენაში რაღაც აუცილებლად მწვანეა და ასეა მთელი ფილმის განმავლობაში… ესეც თავისებურ რომანტიკას ქმნის. პირადად მე მერლინ მონროს მიერ პომადით გადახაზული ფოტოკადრები გამახსენდა. არა, ამ შემთხვევაში ეს დაწუნებული ფირები არაა. უბრალოდ, რაღაცით დანიშნული კადრებია. პარადისო პერდუტო… მიტოვებული გატყევებული სასახლე. მდიდარი ქალის, სარა დრიგერს-დინზმორის საგვარეულო სახლი. ფინი და ძია ჯო სახლის ეზოს მოსაწესრიგებლად დაიბარეს. სანამ ჯო მასპინძელთანაა, ფინი ეზოს ათვალიერებს. დრო აქ 30 წლის წინ გაჩერდა. მაშინ, ალბათ, ყველას უხაროდა. სარეველებისა და ხავსის ქვეშ მდიდრული საქორწილო სუფრა იმალება. ოდესღაც საზეიმო საკვებით სავსე ჭურჭლიდან ახლა ჩიტები სვამენ წყალს. ჯერ კიდევ შემორჩენილია ბედნიერი წყვილის ფიგურები… ამ დროს კი…

ესტელა…

RaquelBeaudene10 წლის გოგონა. სავსე, ვნებიანი თვალები. ტკბილი, ბავშვური და მხურვალე ტუჩები. სწორი ცხვირი. ხორბლისფერი პირისახე. დილის მზის სხივებისფერი სწორი, გრძელი თმა. დიახ, მეც ბავშვი ვიყავი, როცა ეს ფილმი ვნახე. საკმაოდ ბავშვი, რომ ბავშვურად შემყვარებოდა ესტელა. გოგონა, რომელიც სულაც არ ჰგავდა თანატოლებს. ის უკვე დიდი იყო თავისი გამჭოლი მზერით. ის უკვე ნებისმიერი მამაკაცის გულის გამტეხელი იყო. ფინმაც იგივე იგრძნო. ან რა უნდა ეგრძნო სხვა 10 წლის ბიჭს თანატოლი გოგონას დანახვაზე. ჯერ შიში, ამავდროულად, გაუცნობიერებელი სურვილი რაღაც ახალის ჩადენისა. შემდეგ ძალიან დიდი “desire” დაუღლელად ცქერისა. გულისცემა და ასე შემდეგ…

ნორა დრიგერს-დინზმორი
n1200281015_30095695_977ქალი, რომელიც ბუნებისგან გადაჭმულ სასახლეში ცხოვრობდა, 30 წლის წინ შეიშალა.

She lost her mind 30 years ago, when her fiance left her at the alter.

ჩიკაბუმ, ჩიკაბუმ, ჩიკა-ბუ-ბუმ-ბუმ!… Besame, besame mucho!.. აი, ისიც. მოხუცი მის დინზმორი. ქალი, რომელიც მხოლოდ ამ სიმღერას უსმენს და ცეკვავს. მას ცხოვრებაში ორი ინტერესიღა დარჩენია: ცეკვა და ესტელას გამოზრდა ისე, როგორც თავად სურს. იმიტომ, რომ

26 years ago I trusted. I saved myself. I was a virgin… What kind of creture take such a thing? Such a gift… Takes advantage of a 42-year-old woman. What kind of a creature leaves this woman like a fool?.. A man, a man does this.  So man must pay. Estella will make men weep.

…და კიდევ ერთი ციტატა, რომელიც მთელს ფილმს ყრუ ტკივილივით გასდევს თან:

My heart. It’s broken. Can you Feel it?…2227-2

ეს ფრაზა პირველად თავს პატარა ფინისა და მის დინზმორის საუბრისას იჩენს, როდესაც ქალი ბიჭის ხელს მკერდთან მიიტანს და ეკითხება, თუ რა არის ეს. ფინიც გაკვირვებული პასუხობს, “თქვენი ძუძუ”… 🙂 ქალბატონ ნორას ჰყავს კატა, რომელსაც, როგორც ირკვევა, სხვა კატებით კვებავს. როდესაც მის დინზმორი გაიგებს, რომ ფინს ხატვა შეუძლია, ესტელას დაუსვამს მოდელად. გოგონას პირველი პორტრეტი მდიდრული შპალერის ნაგლეჯზე, თვალის ფანქრითა და პომადით შეიქმნა…

A first kiss

ამას მე ვრ აღვწერ. სჯობს, თავად ნახოთ

…და ასე, Besame, besame mucho-ში გადის დრო. ფინი ეთან ჰოუკად გადაიქცევა, ესტელა კი – გვინეტ პელტროუდ. ესტელა თითქმის არ შეცვლილა. მან ბავშვობიდანვე იცის, რომ ფინს თავდავიწყებით უყვარს. ერთხელაც, როცა ფინი სახლში მიიყვანს, ესტელა ნებას მისცემს, ვნებიანად შეეხოს…

n1200281015_30095694_736_Are you with anyone?

_At this second?

_No, I mean like…

_Like a standard boyfriend?

_ Yes.

_No.

_You could have anyone…

ამის შემდეგ ესტელა ფინის ცხოვრებიდან იკარგება. შვიდი წელი გადის. ფინი ხატვას თავს ანებებს და მეთევზეობას განაგრძობს. სწორედ ამ დროს შემოდის მის ცხოვრებაში ვინმე რანიო. ნეტა, ჩემს ცხოვრებაშიც გაიჩითოს ასეთი ადამიანი. ეს კაცი უცნობი მეცენატის სახელით მოქმედებს და ფინს ნიუ იორკში გამგზავრებასა და ხატვის გაგრძელებას სთავაზობს.
ისე, რატომ ვყვები შინაარსს? :O

მოკლედ, როცა ამ ფილმს ვნახავ, მაშინვე ხატვის მუზა მეხსნება და ჩემთვის ყოველთვის ზაფხული იწყება. თუნდაც შუა ზამთარში. არის ფილმები და მუსიკა, რომელიც სხვადასხვა დროსთან მიასოცირდება. “დიდი იმედები” მზიანი და გადამწვარი ზაფხულია, თავისი სიხარულით, სიმწვანით და ღამისეული ტკივილით. წვიმაც არის, ზაფხულის ჩამომცხარ მიწაზე რომ მთელი ძალით დაენარცხება და ყველაფერს გაბრაზებული ბავშვივით აურდაურევს,
ტკივილით …და მწვანე. მწვანე სიყვარული, რომელიც ჯერ არ მინახავს. იქნებ სულაც მწვანე ფერს ვეძებ. ადამიანს, რომელიც ჩემთვის ისეთივე მწვანე იქნება, როგორც ესტელა – ფინისათვის? თავს არ ვადარებ, მაგრამ მგონია, რომ ყველა ადამიანი გარკვეული შინაგანი ფერის მატარებელია და ისეთი “ფერის” პარტნიორს ეძებს, რომელიც კარგად ეხამება საკუთარს.
თუკი ჩემი ესტელა მწვანე ფერისაა, რა ფერის ვარ მე?… 🙂 იმედია, თავის დროზე გავიგებ. 😉
აი ფილმის მისამართებიც და ისიამოვნეთ. მერე კი მადლობა გადამიხადეთ :p

P.S. გადმოტვირთეთ და ცოტათი დაფიქრდით არა ჰოლივუდურ გაცვეთილობებზე, არამედ მწვანე ფერზე 🙂
Gol.ge

allmovies.ge

avoe.ge

Advertisements

6 thoughts on “Great Expectations – მწვანე ფილმი

  1. დაახლოებით ასეთი შეგრძნება მქონდა სკოლის ასაკსი რომ ვუყურე ფილმს “გაიქეცი ლოლა, გაიქეცი”

    მის შემდეგ დაკარგა ფასი ჩემსთვის ტერმინატორმა და ბეტმენმა.

  2. თაზო, ამის დამთავრება დამეზარა და ახლა უნდა დავამთავრო 🙂 კიდევ უნდა გავაგრძელო 😉

  3. ეს ფილმი დღემდე ძალიან მიყვარს. ჯერ ფილმი ვნახე და წიგნი მხოლოდ შემდეგ წავიკითხე, უნდა აღვნიშნო, რომ არ გააფუჭა ჰოლივუდმა დიკენსის ეს ნაწარმოები. პელტროუ და ჰოუკი – საუკეთესოები არიან :love:

  4. ეთან ჰოუკი 🙂
    იცი შენ რა ფილმის გამოც მიყვარს 🙂
    ან უფრო – ფილმების.

    დასარედაქტირებელია ტექსტი ისე 🙂

    პელტროუს “ბავშვობას” ვინ თამაშობს თავისუფლად ითამაშებდა ლოლიტას 🙂 პატარა ნიმფეტი.

    ისე, დაკვირვებიხარ რა ფილმი გაქვს ამოჩემებული? 😀 სადაც გატარებული აზრებიდან ერთ-ერთი მთავარი იდეა “კაცების სინსილაა” 😀 😀

  5. თვითკრიტიკის საკმაოდ მაღალი დონითა და დოზით გამოვირჩევი. ვაკრიტიკებ სხვას და მიწაში ვდებ ხოლმე ჩემს თავსაც 🙂 ჰოდა, გაწყდეს ხოლმე ჩვენი სინსილაც 🙂 😀

    • გაანებე საკუთარ თავს თავი 😛 დღეს ისე კარგად ითამაშე :* პროსტა სპექტაკლი არ დამევასა, გამოვაცხობ ერთ სტატიას მაგაზე და დავდებ ბლოგზე. დიდი თეატრთმცოდნე არ ვარ, მარა გავრისკავ 😀
      სკაიპში რო შემოხვალ შემეხმიანე, რეპორტაჟისთვის მჭირდება რაღაც ინფო 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s