ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

რიჩარდ III ანუ, როგორც იქნა, მოვრჩი…

4 Comments


richardiორთვიანი სიზარმაცისა და ხატვის ჭიდილის შედეგად “რიჩარდ III” დავასრულე. ნეტა გამოცდებიც ასე წარმატებით ჩავაბარო. ჯერ არც დამწყებია და ისეთი საშინელება მელის წინ, რომ მათკენ გახედვაც არ მინდა. რაც შეეხება რიჩარდს, მე, როგორც ჭეშმარიტმა უვიცმა, იგი ისე დავხატე, რომ წიგნში არც ჩამიხედავს (არადა, სპეციალურად ამისთვის ვიყიდე…). მხოლოდ სპექტაკლის 3-4-ჯერ ხილვით დავკმაყოფილდი. სტურუა მაგარია! ზუსტად ისეთი რიჩარდი “შექმნა”, როგორიც მე მინდოდა. ჩხიკვაძეზე არაფერს ვამბობ… როცა ლირს ვხატავდი, ვიზუალურად ვერაფრით ვაიგივებდი მასთან. რიჩარდ III კი ზუსტად ისეთი წარმომედგინა, როგორიც იგი რამაზ ჩხიკვაძემ ითამაშა.
სპექტაკლის მუსიკაც ძალიან მომწონს და ზოგადი “ფერიც”. თვალით შეუგრძნობი სიბნელე. კარგად ხვდები, რა “ფერი” და განცდა იმალება გახუნებული ფერების მქონე დეკორაციების მიღმა. წვიმისფერი ატმოსფერო, თითქოს ომის შედეგად მიმოფანტული დეკორაციები. თითქმის არავითარი მინიშნება იმაზე, რომ მოქმედება XV საუკუნეში ვითარდება. ყველას გვიანდელი ეპოქის ტანსაცმელი აცვია, ძალიან სადა. სპექტაკლის მუსიკა კი, რომელიც მძაფრი მომენტების შემდეგ ირთვება, ირონიით არის სავსე. ყოველ შემთხვევაში, მე ასე დავინახე. ამ მუსიკით, თითქოს, რიჩარდის დამოკიდებულებაა გამოხატული თავისი მტრების მკვლელობის მიმართ, კმაყოფილი ღიმილი და ერთგვარი უგრძნობელობა… “მერე რა” (დააჭირეთ და გადმოწერეთ). მეორე მუსიკას რაც შეეხება, იგი წვიმას მაგონებს, სევდიან წვიმას. თითქოს გაუდაბნოებული ციდან წამოცვენილი ცივი წვეთების შხეფები ორთქლს ადენენ ადამიანთა ხოცვისგან დაღლილ საომარ იარაღებს… (დააჭირეთ და გადმოწერეთ)

და, საყვარელი ფრაზა:

ცხენიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!….

ცხეეეეეეეეეეეენიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!…. ერთ ცხენში ვაძლევ მთელ ჩემს სამეფოს!…

რიჩარდი, რიჩარდი… იმდენის დაწერა მინდა ამაზე, მაგრამ ვიცი, არ წაიკითხავთ. მართალიც იქნებით: დიდ პოსტებს არც მე ვკითხულობ.

Advertisements

4 thoughts on “რიჩარდ III ანუ, როგორც იქნა, მოვრჩი…

  1. ახლა ამას ჩემი კომენტარი რად უნდა? მაგარი ნერვები გაქვს რა! პრინციპში, ნერვები რა შუაშია, როცა ნიჭი ბობოქრობს!

    • ნერვები უნდა იმდენად, რამდენადაც ნერვებს არავინ უნდა გიშლიდეს. მეტი არაფერი 😉

  2. ზუუუუუუუუ, რა მაგარი ხააააააააარ :O

    არც კი გრცხვენია :O

  3. გამოხმაურება: HAMLET « ZURRIUSS

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s