ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

კიდევ ერთი მშვენიერი ქველმოქმედება

2 Comments


thumbოპერა იმდენად მიყვარს, რომ მზად ვარ მისთვის მესამე იარუსის პირველ რიგში განთავსებული 20-ლარიანი ბილეთი ვიყიდო, შემდეგ იქ არ დავჯდე და მთელ წარმოდგენას ფეხზე მდგარმა სხვადასხვა კუთხიდან თუ ლოჟიდან ვუყურო. სიმართლე გითხრათ, აბა რა გამაჩერებდა იქ, ისე შორს მე _ ახლომხედველს? ყველაზე მაგარი კი ის გახლავთ, რომ ოპერაში ისე შევედი, კონტროლი არ გამივლია (ანუ ბილეთზე ეგ სიტყვა არ მოუხევიათ) ეს იმიტომ, რომ თურმე საათნახევრით ადრე მივსულვარ.
მეგონა, 7-ზე იწყებოდა, როგორც ყოველთვის, და როცა შენობას მივუახლოვდი, რა ოპერა, რის ოპერა, მომიტინგეთა ნაკადი მოასკდა იქაურობას უცნობის მეთაურობით. კიდევ კარგი, ტრასა დროზე გადავკვეთე, თორემ მეც, ჩემდა უნებურად, დიღომში წამიღებდნენ… შემდეგ ქეთი ვნახე, ჩემი მეგობარი და კოლეგა, რომელსაც პაატა ბურჭულაძესთან ინტერვიუ ჰქონდა ჩასაწერი. გადავწყვიტეთ უკანა კარიდან შესვლა. ვინაიდან ქეთი ოპერის აზრზე არ იყო, ხან შენობის გასასვლელებს ვუხსნიდი ამაყად და ხან ოპერის შედევრებზე ველაპარაკებოდი. მერე რა, რომ ზოგი რამ არ აინტერესებდა. სამაგიეროდ მიღიმოდა 🙂
არც კი მეგონა, ასე ადვილად თუ შეგვიშვებდნენ. კულისებში პაატაც მოვძებნეთ. ძალიან გაუხარდა ჩვენი დანახვა (მე ვინ ვიყავი რო…), თბილად შეგვხვდა. ქეთიმაც უპრობლემოდ ჩაწერა ინტერვიუ და წავიდა. მსოფლიო ბანს მართლა გაუხარდა, რომ ვუთხარი ვრჩები-მეთქი. მეც თავში ერთმა აზრმა დამარტყა: ბარემ რაღატომ გავიდე? ჰოდა დავიწყე ოპერის აქამდე უცნობი ადგილების ჟურნალისტური ათვისება.
სცენას უკნიდან შემოვუარე და დერეფანში მიმწკრივებულ ოთახებს მივაყურადე: ეგებ მოღიღინე ხმები გამეგონა…

Surati-2722

კულისებიდან დანახული “იავნანა”

Surati-2727

აფიშები

აფიშები

Surati-2730

ჩემი მოგვარე ბალანჩინი

Surati-2752

ოპერის მერომელიღაცე სართულიდან დანახული თბილისი

Surati-2754

სულ ბოლო სართულზე გუნდის სარეპეტიციო დარბაზი ყოფილა

Surati-2757

ამ სიტყვის მნიშვნელობა ვინმემ თუ იცით, გამაგებინეთ

Surati-2759

ესეც ჩვენი მშვენიერი ჭაღი

Surati-2760

დარბაზი ჯერჯერობით ცარიელია

Surati-2765

ეს სურათი ოპერის თეატრის ჭერიდან არის გადაღებული. ალბათ ყველა კარი ჩემთვის დაუტოვებიათ ღია. შენობის შინაგანაწესის დაუცველობა ცალკე თემაა და ახლა არ ვაპირებ ოპერის კრიტიკას

Surati-2788

პაატა კულისებში

Surati-2786

მოღიღინენი...

Surati-2800

წარმოდგენა დაიწყო

Surati-2815

საკონცერტო ნომრებს შორის წამყვანებს ნინო არაზაშვილსა და მაია ასათიანს მრავალშვილიანი ოჯახები გამოჰყავდათ სცენაზე და სახლის გასაღებებით აჯილდოვებდნენ. ამას, რა თქმა უნდა, თან ახლა ოვაციები

Surati-2809

წარმოდგენამ ზარ-ზეიმით ჩაიარა. გამოგიტყდებით და მეც მომეწონა

Surati-2825

ინტერვიუ პაატასთან

Surati-2829

მე და საოპერო ხელოვნების გოლიათი ამბროჯიო მაესტრი (ამ შანსს გავუშვებდი ხელიდან?)

Surati-2832

მსოფლიო ბანთან, უჯიგრეს ადამიანთან ერთად

Surati-2818

თამარ ივერი, ცაკალელია და ძალიან მაგრად მღერის

ნელ-ნელა მივიწევდი მაღლა და უკვე მესმოდა ტენორის “ჰეეეეეეეეეი” აღმა და დაღმასვლით. ამას მეორეც შეე”ჰოოოოოი”-ა და ასე ღიღინ-ღიღინით ჩაცუნცულდნენ ქვემოთ. გუნდის მომღერლები იყვნენ. გავიარ-გამოვიარე და კიდევ ვიღაცამ ჩამიარა გვერდი ისე, რომ არც არაფერი უთქვამთ. თითქოს თეატრის მუშაკი ვყოფილიყავი. გულზე კი ამაყად მეკიდა ჟურნალისტის ნიშანი. ისე, რა უნდა ეთქვათ. რომ იცოდნენ, როგორ მიყვარს ოპერა, ალბათ, საერთოდ პირადად ჩემთვის უნდა დგამდნენ წელიწადში ერთ ნაწარმოებს მაინც… (თავში არ ამივარდეს)
მოკლედ, თან დავრბივარ კიბეებზე, თან გული მისკდება, ვინმეს არ გადავეყარო, თან საათს ვუყურებ და დროს ვზომავ, თან ინტერესი მარხჩობს… მაგარი რამეა ჟურნალისტიკა. ოღონდ მე უფრო მოყვითალო პრესა გამოვედი, რადგან კულისებში ჩუმჩუმად ხეტიალი და სურათების გადაღება დავიწყე. აბა რა მეიტერვიუებოდა, როცა ისედაც ყველაფერი ვიცოდი, თანაც ახლა ინტერვიუს აზრი არ ექნებოდა.

წარმდგენის დაწყებამდე ნაცნობობით პარტერში მოვხვდი და ღონისძიებაც დაიწყო. ილაპარაკა რუსთავი 2-ის დედამ ნინო არაზაშვილმა, შემდეგ პაატა ბურჭულაძე მიესალმა ხალხს და კონცერტიც დაიწყო. თავიდან ვიქტორ ბერლიოზის “უნგრული ცეკვა” შესრულდა. მე, რა თქმა უნდა, ხელებს ვერ ვაჩერებდი და დირიჟორის ფუნქციებს ვითვისებდი. ემოციებით გართულმა გვერდით მივიხედე და ორ მშვენიერ გოგონას მოვკარი თვალი, რომლებიც ტელეფონზე საუბრობდნენ!!!! ცივად გამოვიხედე… ჩამთავრდა თუ არა მუსიკა, ადგილიდან წამომაგდეს, ნინო ქათამაძე მობრძანდებაო. კიდევ კარგი, ვიღაც ცნობილს რომ დავუთმე მისი კუთვნილი ადგილი :))
ამის შემდეგ რამდენიმე ადგილიდან ვისმენდი არიებს. ერთი ლოჟიდან მეორეში გავრბოდი, იარუსებიც მოვიარე შეძლებისდაგვარად. ბოლოს კი “აღთქმულ მიწას” ცენტრალურ კიბეებს მივაშურე და იქ ჩამოვჯექი. ყველაფერი ხელისგულივით ჩანდა და ყურისგულივით ისმოდა.
ერთი სული მქონდა, როდის და როგორ იმღერებდა თამარ ივერი ნორმას. მშვენივრად გაართვა თავი. ნუ ახლა მთლად კალასი ვერ იყო და ვერც კაბალიე, მაგრამ კარგი იყო. ისე, ერთი რჩევა მაქვს მსმენელებისთვის: თუ გსურთ ჭეშმარიტი ხმა მოისმინოთ, დახუჭეთ ცოტა ხნით თვალები და მომღერალს მხოლოდ ყურით “შეხედეთ”. ასე ყურადღება არ გაგეფანტებათ და ეგრევე ამოიცნობთ, ვინ რისი მაქნისია. ასეთივე ტესტით შევამოწმე მართლაც დიიიიიიიდი ამბროჯიოს ხმაც და ძალიან მომეწონა. ახლაც რომ მახსენდება, რა ძლიერი ბგერები ჰქონდა, ემოციისაგან ვთრთი. დარბაზს ანგრევდა კაცი!…
მაყურებლების ნახევარი, რა თქმა უნდა, აზრზეც ვერ მოვიდა და ყველაფერზე ზრდილობისათვის უკრავდა ტაშს. მე კი, “ტრუბადურიდან” ნაწყვეტის მოსმენის შემდეგ, ერთ ადგილას ვეღარ ვჩერდებოდი და ვცდილობდი ჩემს “ბრავოს” ოვაციის ხმა გადაეფარა. გენიოსი იყო ვერდი, გენიოსი. რამ დააწერინა ასეთი მაგარი დუეტი. ალბათ წინა ცხოვრებაში ვიცნობდი და მაშინ ვთხოვე, ასე მომიკვარახჭინე ერთი თუ ჩემი ძმა ხარ-თქო…
პაატამ ერთი არია შეარულა მხოლოდ, დუეტი ვერდის ოპერიდან “ოტელო” ამბროჯიო მაესტრისთან ერთად. ხოლო როცა თამარ ივერმა “ვალი” იმღერა (La Wally), ოოო ეს იყო просто чудо… კი არ ვაქებ, მაგრამ მართლა კარგად იმღერა ქართველის კვალობაზე. …და მე არ მინდა ისევ კალასის გახსენება. არ არის საჭირო, მოვიგონოთ ქალღმერთები ასეთ დროს…
პაატა აგერ უკვე 54 წლისაა. ხმაც მოუბერდა უკვე. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ძლიერად მღერის, ბგერებში ვიბრაციის კვალია, რაც ასაკის უშეღავათო შედეგია. საერთოდ, ბანები ყველაზე დიდხანს ძლებენ ხმის თვალსაზრისით. იმედი მაქვს, პაატაც დიდხანს გაახარებს ქართველ მსმენელს და, რაც მთავარია, გაზრდის მათ რიცხვს.
წარმოდგენის დასრულების შემდეგ პაატა ბურჭულაძემ ამბროჯიო მაესტრი ოქროს “იავნანით” ანუ “იავნანის მინიოსკარით” დააჯილდოვა. შემდეგ სალომე კორკოტაშვილმა იმღერა “მე მინდა მქონდეს თბილი სახლიიიი” და მსმენელიც აიყოლია. ცოდა ძნელია ვერდის შემდეგ ამის მოსმენა, მაგრამ გულით დაწერილი და ნამღერი როცაა, რას იზამ. ჰოდა მეც გულმხურვალედ დავუკარი ტაში…
კულისებში ფოტოგრაფირებისას ამბროჯიოს სთხოვდნენ, ცოტათი ჩაკუზულიყო, თორემ მისფონზე ყველა ლილიპუტი ჩანდა. ამ უკანასკნელსაც არც ერთხელ არ დაუზარებია და ყველა მსურველთან გადაიღო სურათი. ასევე მოიქცა პაატაც, რომელსაც სიხარული სახეზე ეწერა. იმ დღეს ფონდ “იავნანამ” 7 ოჯახს გადასცა საცხოვრებელი ბინები. სხვათა შორის, კონცერტზე იმაზე ნაკლები პათეტიკა აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი, რამაც ძალიან გამახარა და დამამშვიდა. ეგებ გვეშველოს, რეავიცი, რეავიცი…

P.S. ესეც ასე. წავედი მე და წაკითხული დამახვედრეთ ხვალ!..  😛

Advertisements

2 thoughts on “კიდევ ერთი მშვენიერი ქველმოქმედება

  1. ადგილობრივი კომიტეტი 🙂
    პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით მე-20 საუკუნეში ჩარჩენილან : )
    მშვენიერი რეპორტაჟი გამოვიდა…

  2. დღეს მოვუსმინე თამარ ივერს 3sat ზეარაჩვეულებრივი გამოსვლა იყო.მინდოდა სადმე დამეწერა ჩემი აღფრთოვანება ამ უდიდესი ქართველი მომღერლისადმი.
    ქალბატონო თამარ თქვენ დიდებული შემსრულებელი ბრძანდებით.ჩემი ღრმა პატივისცემა მინდა გამოვხატო თქვენს მიმართ.

    სოფო ჩუბინიძე. გერმანია

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s