ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

გარგარის წკპ!-იანი სურნელი

4 Comments


800px-apricot_and_cross_sectionრამდენიმე წუთის წინ გაციებული ცხვირით გარგარის არომატი ვიგრძენი. შეგრძნება ნახევარ წამს გაგრძელდა. იმპულსივით მოვიდა და ისევ დაიკარგა. ვიგრძენი “Ave Maria”-სავით თბილი და მწიფე ყვითელი სრუნელი, რომელიც ისე მალე გაქრა, გაუჩინარებაც კი ვერ მოასწრო.
ბოლო დროს სურნელზე ხშირად ვფიქრობ, “ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი”, “პარფიუმერსაც” მოვკალი თვალი ტელევიზროში. რამდენიმე დღის წინ კი “ვანილის…” ავტორის კიდევ ერთ ნაწარმოებთან მქონდა შეხება, სადაც აგრეთვე ფიგურირებს სურნელი. ოღონდ, ფიჭვის.
მაგრამ რატომ გარგარი? ამ ხილზე ნამდვილად არ ვგიჟდები. შეიძლება, მომეჩვენა და არც ღირს, ამ საკითხს ჩავუღრმავდე? იქნებ, სულაც არ იყო სურნელი, რადგან გარგარი ჩემგან, მინიმუმ, 50 მეტრის რადიუსში, არც ერთი მიმართულებით არ დევს. ამასთან ერთად, ყნოსვა არასდროს მქონია განვითარებული და, გაციების ჟამს, ხომ მით უმეტეს ვერაფერს ვრგრძნობ.
მგონი, უბრალოდ, ჩემი ცხვირის სურნელოვანი ნოსტალგია შევიგრძენი…
…და, უი, კიდევ ერთი აღმოჩენა გამიკეთებია: რომ ადამიანის ცხვირსაც ჰქონია ნოსტალგია. ნოსტალგია, რომლიც “წკპ!”-ებით იზომება. ჩემი შეგრძნებაც ზუსტად ერთ წკპ!-ს გაგრძელდა… და ისევ “ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი” გამახსენდა. თავში ყველაფერი ვინამპის ვიზუალიზაციასავით ფერადოვნად დატრიალდა…
…ბავშვობაში ისე ახლოს ვართ მიწასთან, რომ სულ გვაინტერესებს, როცა ვიზრდებით და ვმაღლდებით, მიწას, ბალახებს და ყვავილებს, ისევ ძველებურად ვხედავთ?
…თასმების შეკვრა ვისწავლე. პირველი “ბანტოჩკა” შეშის შეკვრასავით გამოვიდა, მაგრამ რამხელა შეგრძნებაა, როცა მარტომ შეგიძლია, შეიკრა ფეხსაცმელი და ზონარის ყოველი გახსნისას დედას დახმარება აღარ გჭირდება.
…ახლანდელი დრო. ვანილს მართლა სევდიანი სურნელი აქვს? ვანილი, ცოტა არ იყოს, მაცდურ ქალს ჰგავს: სურნელი მართლაც ჰაეროვანი აქვს და ესკიმოს ალპებისაკენ გეძახის. გემო კი მტკნარი და ბრტყელია. თითქოს, ბევრი არც არაფერი. მაგრამ ქალი უფრო მაცდურია, რა თქმა უნდა. იმიტომ, რომ ქალია თავსი კომპლექსებით, ყოველთვიური “გაუგებრობით”, მითიური “ყურადღების ქვეყნის” ძიებით და ა.შ. ვანილი კი გაცილებით მარტივია და მას ასეთი რამეები სულაც არ ემუქრება. ამის გაგრძელებას სხვა კი სახელი ექნება.

Advertisements

4 thoughts on “გარგარის წკპ!-იანი სურნელი

  1. მომეწონა სურნელის შენებური აღქმა 🙂
    გარგარის სურნელი, მომკალი, არ მახსოვს 😐
    ქალი მაგარი არსებაა, თავისი სურნელებითურთ 🙂

    (ტექნიკური რჩევა: ზურიუს, ბლოგროლი გააკეთე, + თუ სერიოზულად მოკიდებ ხელს ბლოგინგს, ჩემთან ჩაგიმატებ სიამოვნებით, შენც ხშირად მოინახულე სხვადასხვა ბლოგი და დააკომენტე, რომ “წაგიკითხონ)

    Good luck!

  2. ეჰ 🙂 როგორ მომინდა ეხლა ეგ.. სურნელი რომ მეგრძნო ეგეც კარგი იქნებოდა, მაგრამ გარგარი მომინდა..

  3. ჰაჰ.. მტკნარი და ბრტყელი…. გამომაშტერა ამ შედარებამ, ლოლ… დამაეჭვა კიდეც, ხომ არ მეშლება მეთქი, ნეტა.
    ჩემთვის ვანილი მწარეა, არადა ნამცხვრებში ხშირად უშვებიან სწორედ რომ გემრიელი გემოსთვის : )

    ქალი და ვანილი, კარგი ალეგორიაა 😉

    • აუ, ეს პოსტი მე თვითონაც აღარ მახსოვდა… 🙂
      მადლობა შედარების მოწონებისათვის. დღემდე ასე ვფიქრობ 😉

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s