ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

Red Bull და გრაფიტი

დატოვე კომენტარი


L'ultimo Re

L'ultimo Re

დღეს (2008 წლის 2 ივნისს) თსუ-ს II კორპუსის ეზოში გაიმართა “დამაფრთიანებელი” სასმელის, Red Bull-ის აქცია. სხვადასხვა უნივერსიტეტიდან წარმოდგენილ კონკურსანტებს უნდა მოეხატათ კედელი საკუთარი ფანტაზიით. “სამუშაო იარაღს” სპრეი წარმოადგენდა, პრიზს კი ფოტოაპარატი.
აქციის შესახებ რამდენიმე დღის წინ გავიგე და, მცირედი ყოყმანის შემდეგ, გადავწყვიტე: “რატომაც არა?”. როგორც იქნა, სიმორცხვე იმ დონეზე მაინც დავძლიე, რომ კოორდინატორისთვის საკუთარი გვარი მეკარნახა და დამერეგისტრირებინა მონაწილეთა ათკაციან სიაში. აქვე იყვნენ გრაფიტის სტილის აქტიური მიმდევრებიც, რომლებიც აპირებდნენ, “ძააააააააან მაგარი” რაღაცების დახატვას.
დროის ათვლამდე, რა თქმა უნდა, ეჭვებში ჩავიძირე: ის, რომ სპრეით პირველად უნდა დამეხატა, არ იყო ისეთი საშიში, როგორც თავად გაფიქრება იმისა, თუ რა უნდა დამეხატა. აღმოჩნდა, რომ ბოლო წუთამდე იდეა არ მქონდა. შემდეგ ჩვეულ ხერხს მივმართე და აიპოდში ანდრეა ბოჩელის სიმღერა ჩავრთე. მართალია, ყურსასმენებიდან გადმოსულ ჰარმონიულ მუსიკას არ შეეძლო, ჩაეხშო დიჯეის “ჯაგა-ჯუგი”, მაგრამ ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ხელჩასაჭიდს მივაგენი!
სიმღერა L’ultimo Re (უკანასკნელი მეფე)!…
სულ ვოცნებობდი ამის დახატვაზე. თანაც ისე, რომ სიტყვებისათვის ყურადღება არ მიმექცია და მხოლოდ მუსიკა გადმომეცა ფერებით, ჩემებურად. მთავარი იყო, სულში სივრცე მეგრძნო.
ყველას 8 სხვადასხვა ფერის საღებავი დაგვირიგეს და საქმეს შევუდექით. აქციის წამყვანი და მაყურებლები გვამხნევებდნენ. ერთი-ორჯერ საკუთარი სახელიც გავიგონე და, გახარებაზე მეტად, გავოცდი. თავიდან ყველას ყოფნიდა საკუთარი ფერები, 15 წუთში მორიდებული “კარზე დაკაკუნებები” დაიწყო, კიდევ 10 წუთის შემდეგ კი ნამდვილი “საღებავტაცომანია” ატყდა.
სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ხატვამ ძალიან შემიყოლია. მართალია, ყველაფერი ისე არ გამომდიოდა, როგორც ჩაფიქრებული მქონდა, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვიყავი. პირველად ხატვის კვალობაზე არაუშავდა. ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორი საღებავის სუნი იყო. თავი ახლადშეღებილ კედელზე მიწებებული ბუზივით ვიგრძენი, რომელსაც აცეტონის სუნში ამოხრჩობა უწერია.
როგორც იქნა, გავიდა 40 თუ 50 წუთი და ხატვაც შეწყდა. მე ეს ყველაზე ბოლოს გავაცნობიერე, ისიც, წამყვანის დახმარებით. არადა, კიდევ რამდენი რამ მქონდა ჩაფიქრებული… თუმცა აღარც ძალა მქონდა, აღარც საღებავი და აღარც სუნთვა შემეძლო.
“ჩამავალი მზე დავხატე. ანდრეა ბოჩელის მუსიკას ვუსმენდი და შთაგონება იქიდან მივიღე, ძალა კი Red Bull-მა მომცა”. სინამდვილეში, ერთი ყლუპიც არ დამილევია. ძირს დავდე გახსნილი ქილა იმ იმედით, რომ ვინმე სხვას შევთავაზებდი, მაგრამ ფეხი გამეკრა… წამყვანმა სახახლოდ აღნიშნა, რომ ჩემი ნახატი მოეწონა და რომ მე მგულშემატკივრობს. ამ ფაქტმა მართლაც გამაბედნიერა და ახლა ნამდვილად აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ გაიმარჯვებდა შეჯიბრში. მე მიზანს მივაღწიე: ვიღაცამ გამიგო.
ოთხკაციანმა ჟიურიმ ასეთი შეფასება მომცა: 4, 3, 3, 4. დამაკმაყოფილებელი შედეგი, სამიანზე ხატვა შემიძლია. გამარჯვება კი 5, 5, 5, 5-ის მფლობელ ჩემს მეზობელს ერგო, რომლის სიუჟეტის ნაწილი ჩემს ტერიტორიაზე გადმოჭრილიყო. მისი გამარჯვება არც გამკვირვებია და გულით მივულოცე.
საბოლოო ჯამში, აქციამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რადგან ძალიან ფერადი გამოვიდა. მე კი კიდევ დიდხანს მექნება საშუალება, ვიტრაბახო უნივერსიტეტის ეზოში დატოვებული საკუთარი ნახატით, თუ კედელი ამ დღეებში არ გადაღებეს.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s