ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

შინ ვიჯექი, საქმე არ მქონდა

6 Comments


(ერთი კვირის განმავლობაში დაგროვილი ნამდვილი ფაქტები)

jbchoristes7

ოქტომბერი ნაპირზე გამორიყული თევზივით ღაფავს სულს. ზამთარი ყინულის ლოლოებისფრ ფრჩხილებს ნელ-ნელა ასობს მიწაში. ცდილობს, გარეგნულად არ შეიმჩნიოს მზაკვრული ზრახვები. მაგრამ გუშინ ვეღარ მოითმინა და ჭექა-ქუხილით მოიოხა გული.
მთელ დღეს შინ ვიჯექი, საქმე არ მქონდა. რა თქმა უნდა, ამაში არ შედის აყალმაყალის ფონზე მეცადინეობა და ნაოპერაციევი ბებიას გამხნევება (სიბერე განაჩენია. ზოგისთვის ტალახია, ზოგისათვის კი _ მწარე, მაგრამ მაინც შოკოლადი), დამსხვრეული ძილი და უხასიათობა. არადა, ასეთ დროს, ალმოდოვარის რომელიმე შედევრი მისწრება იქნებოდა ჩემთვის. ყოველ ფილმში ახალ-ახალ საერთოს აღმოვაჩენდი ხოლმე მადრიდსა და თბილისს შორის. მაგრამ იმ დღეს უსაქმურობა მქონდა მისჯილი.
რამდენიმე დღით ადრე შევამჩნიე, რომ ბინის ეზოში მდგარ ჩემს საყვარელ ხეს ქარის შემოტევისთვის ვეღარ გაეძლო.
როცა ფანჯრიდან გავიხედე, სუნთქვა შემეკრა: მწიფე ოქროსფერისაგან უკვე აღარაფერი იყო დარჩენილი.
მეც ასე დამემართა: ყველა გეგმა ხელდან გამომეცალა და იძულებული გავხდი, თვალი უსაქმურობისათვის გამეშტერებინა. ალბათ, გაგიკვირდებათ, შინ საკმაო სამუშაო მაქვს და მაინც უსაქმურად ვთვლი თავს. მინდა გითხრათ, რომ გამოუსადეგარ საქმეს შედეგი არა აქვს, ან აქვს და არაყივით მალე ორთქლდება. შენ ასეთი საქმე არ გჭირდება. მისგან ვერ შეიძენ ცოდნას, რომელიც სამუდამოდ გაგყვება და ყოველ კრიტიკულ მომენტში დაგეხმარება….
ასეთმა რეკვიემისფერმა განცდებმა სერიოზულად დამაფიქრეს. ნეტა, კიდევ რამდენი სტუდენტია ჩემსავით “უსაქმური”? კიდევ რამდენს ეღობება ოთხი კედელი მათი მიზნების ჩასანთქმელად? მხოლოდ შინ ჯდომაა საქმის არქონის მიზეზი?
ვიდრე ამ თემას განვავრცობდე, მინდა შევეხო ისეთ მწვავე საკითხს, როგორიცაა სიზარმაცე. ბუნებრივია, ასეთი შემთხვევები (სიზარმაცე) ამ ტექსტში მხედველობაში არ მიიღება. სიზარმაცე, ჩემი აზრით, ავადმყოფობაა, გრიპის ან ალერგიის მსგავსი. ანუ სიზარმაცე ან ხანდახან “შეგეყრება”, ან ქრონიკულად გაქვს.
ახლა კი ვუპასუხოთ ზემოთ დასმულ ბოლო კითხვას: არა! შინ ჯდომა, რა თქმა უნდა, არ არის უსაქმურობის მიზეზი. ამას იწვევს მიზნის არქონა, უიღბლობა, ან უსახსრობა. ჩემს შემთხვევაში _ უიღბლობა (მადლობა ღმერთს, რომ მხოლოდ ეს არის მიზეზი).
…ჰოდა, ოქტომბრის მიწურულს, როდესაც, ოქროსფერ სამასკარადო კოსტიუმში გამოწყობილი ბუნება შემოდგომას თავბრუდამხვევ ვალსს ეცეკვება, თვალიც კი ვერ მოვკარი იმ თბილისს, რომლისგანაც, სულ ცოტა, ორი კარი და ხუთი სართული მაშორებდა. ჟურნალისტი ამბებით ცოცხლობს, მე კი უსაქმურობის “ხელოვნურ აპარატზე” შემაერთეს და “პალატაში” დამაბეს…
ადამიანი, რომელსაც საკუთარი მიზანი არ გააჩნია, დრეიფზე მდგარ, აისბერგებით გარშემორტყმულ გემს ჰგავს. მისი ერთადერთი იმედი გამართლებაა (მაგრამ გამართლებას ჩვენი მტერი ენდო!). ასეთი ადამიანისგან ხშირად გაიგონებთ, რომ ღმერთმა მას მიზანი არ დაუსახა. ეს აბსურდია, რადგან დაბადებაც კი დასახული მიზნის ასრულებაა, დანარჩენზე თავად უნდა ვიზრუნოთ.
…უსაქმურად ყოფნამ და მომკითხველთა მიღება-გაცილებამ საღამოს ათ საათამდე გასტანა. ამას ემატებოდა ტელევიზორთა “დუეტი”, ტელეფონის “სოლო შესრულება” ხუთწუთიანი ინტერვალებით და ოთახებში უაზრო ხეტიალი სიმშვიდის ნამცეცების საპოვნელად…
უსახსრობა უსაქმურობის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მიზეზია. ის ყველაზე მკვეთრად უპირისპირებს ერთმანეთს “მინდა”-სა და “არ შემიძლია”-ს. დამეთანხმებით, დღეს სულიერი საზრდოც კი, თითქმის, მთლიანადაა დამოკიდებული მატერიალურ შესაძლებლობაზე. ზოგჯერ რეალობა იმდენად შემზღუდავი აღმოჩნდება, რომ ფსიქიკაზე დიდ ზეწოლას ახდენს. ვითარდება ნევროზი, რასაც მოჰყვება სხვადასხვა სახის კომპლექსები…
…სიმშვიდის ნამცეცებს სღამოს თერთმეტის ნახევარზე მივაგენი და დილის ორ საათამდე “ვებრძოდი უსაქმურობას”. ვცდილობდი უქმად გასული დროის ანაზღაურებას. შემდეგი ხუთი საათი ფიქრნარევ ძილს თუ ძილნარევ ფიქრს დავუთმე. გარეთ ზამთარი ილანძღებოდა. მტირალმა წვიმამ სახე ფანჯრის მინას მოაბჯინა და ცრემლიანი თვალებით მიმანიშნა, რომ მასაც არ ჰქონდა საქმე…

Advertisements

6 thoughts on “შინ ვიჯექი, საქმე არ მქონდა

  1. მეც მქონია ასეთი შეგრძნება(ეხლაც ხვალისთვის ზღვა მასალა მაქვს მოსამზადებელი,მაგრამ 2 საათს ვუძლებ ”საქმეს” ანუ ბერძნულ ტრაგიკოსებს (ესქილეს ევრიპიდეს,სოფოკლეს და…ყველაზე რთულად გასაგებ არისტოფანეს…)შემდეგ ავდგები გავივლ-გამოვივლი…დავჯდები…ეხლაც ვზივარ,მაგრამ კომპიუტერის კლავიშებს ”ვასაქმებ”…(დაუსაქმებლობით გათანგულ ქვეყანაში)…ჩემი აზრით ძალიან ცუდია,როცა სულიერი საზრდო მთლიანად არის დამოკიდებული მატერიალურზე…ეს იწვებს სულიერ დეგრადაციას…არსებობს ლოცვა,რომელიც სულის ყველაზე მნიშვნელოვანი საზრდოა…მიჭირს თუ არ მიჭირს ყოველთვის შემიძლია ჩემი ოთახში არსებულ ხატების კუთხესთან მივიდე და ვილოცო…სამყაროს შემოქმედს ვესაუბრო…ამ დროს ”უსაქმურობასაც”ვძლევ და შინაგან შფოთსაც…და სამყაროს სულ სხვა თვალით ვუყურებ…

  2. “ჟურნალისტი ამბებით ცოცხლობს, მე კი უსაქმურობის “ხელოვნურ აპარატზე” შემაერთეს და “პალატაში” დამაბეს…”-რა ნაცნობი შეგრძნებაა. ამ დროს საკუთარი თავი ყველაზე “არასაჭირო” და უსარგებლო მგონია ხოლმე, არადა, ჯერ ხო სულ ახალგაზრდები ვართ?! 😦

  3. გავგიჟდი რა კარგი პოსტებია. მაგარი ბლოგია და ყველაზე მეტად ის მიხარია რომ ქუთაისელი ხარ ( იმედია არვცდები, ხომ მართლა ხარ ქუთაისელი?)
    ისე როგორც ჭიშკარი ვიცანი ქუთაისის შენს სურათზე, ასევე ვცნობ ქუთაისურ აზროვნებას ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით –არაშაბლონურს, არასნობურს, რაღაცნაირად გახსნილს და პროგრესულს. მეც ასეთი სტუდენტი ვიყავი ამ რამდენიმე წლის წინ. რაღაცა გაიფურჩქნა ჩემში ამ პოსტების წაკითხვისას !

    • კი, ქუთაისელი ვარ და შენ ქუთაისური აზროვნების დადებითი მხარეები ჩამოთვალე. უარყოფითებზე კი მე მიწერია. მადლობა, რომ ჩემი ბლოგი მოგწონს 🙂

  4. mgoni kargia marto me rom ar michndeba msgavsi shegrdznebebi da chemnair zarmacebs vxedav 😀 kargi postia.

  5. saintereso iyo….chemi tavi shevicani am statiit….gamsxsenda rogor shemomepareba xolme mec sizarmace….verapers vudeb guls mag dros,es chveulebrivi movlenaa…mtavaria qronikulshi ar gadavushvat 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s