აშ ასე, ნელ-ნელა ვუთამამდები კამერას, მაგრამ ჯერ მაინც ვერ ჩამოვყალიბდი. ძნელი ყოფილა… მეორე მხრივ, არ მინდა, მარაზმობაში წავიდე და დებილური ვიდეოპოსტები დავდო. ამიტომაც აწი ბევრს ვიფიქრებ ხოლმე
რაც შეეხება დღევანდელს, ეს სიმღერაა. White Christmas. ძაანაც ნუ განმსჯით. ძნელი ხელობაა კლასიკა. მით უმეტეს, ოპერა. უბრალოდ, ხმაზე ვიყავი და ბარემ გავუშვებ-მეთქი დიდი მადლობა
ყველას გილოცავთ შობას!
როგორც იქნა, სულით გეუბნებით Merry Christmas
ვისაც ჩემი ახალი სათვალე გაინტერესებთ, აგერ სურათებიც. სახლში უკვე მეძახიან შურიკასა და ლაშა ბაქრაძეს. ნეტა, რომელიმე მართლა ვიყო, ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა, კატა არ დაჰკნავლებდა და ზღარბი არ დაჩხვლეტდა
ქუთაისში საოცრად ცივა. 12-დან 6 საათამდე ეკლესიაში ვიყავი. ახალმოწამეთა სახელობის ეკლესია ჩემი მშობლიური სკოლის ეზოში მდგარი პატარა ბაზილიკაა, რომელშიც ღვთისმსახურების დროს ძალიან ძალიან ცხელა. ვინაიდან ტაძრის გარშემო სუსხი ქარი დაძრწოდა, ეს დიდ ტემპერატურულ სხვაობას ქმნიდა.
თუმცა ეშინოდეთ მათ, ვინც ღამისთევაზე პირველადაა: ჩემთვის ასეთი რამეები კარგად ნაცნობია, ვოტ
ღვთისმსახურებამ საზეიმოდ ჩაიარა. მოკლედ, კარგი იყო. ბოლომდე მოვუსმინე და გავძელი.
აქვე მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას წინა ვიდეოპოსტზე დატოვებული კომენტარებისთვის. ეკლესიიდან დაბრუნებისას, დილის 6 საათზე, ავიჩემე მოსიარულე საშობაო ვიდეოპოსტის ჩაწერა. კამერას უნდა გავუთამამდე და ბლუკუნი და კომპლექსები ნელ-ნელა უნდა დავძლიო. მოკლედ, აჰა ქარიან-სეირნობიან-მილოცვიანი ვიდეოპოსტიც
სწორედ ამ სიტყვებით მინდა, მოგილოცოთ 2010 წელი. მინდა, გისურვოთ მშვიდობა, ბედნიერება, ჯანმრთელობა და ჩვენ-ჩვენი ბლოგების წარმატება. რაც უნდა იყოს, ჩვენ მაინც ერთი გუნდი ვართ და წარმატებისკენ ერთნაირად მივისწრაფით.
ღმერთმა ქნას და ყველას ჩვენი სურვილების 99 პროცენტი აგვსრულებოდეს. ნუ 51 მაინც, რომ წელიწადი შემდგარად გამოვაცხადოთ.
ჩემი თითოეული დღე იწყება და მთავრდება მუსიკით. ამ ახალ წელს ტრავიატას ჰანგებზე შევეგებე და ძალიან ძალიან მაგარ განწყობაზე გახლავართ. 2010 წლის პირველ პოსტსაც, გადაჭარბების გარეშე, ამაღლებული გრძნობით ვწერ. მინდა, ჩემი მხიარულება თქვენც გადმოგედოთ და ფხიზელი თუ ნაბახუსევი ხასიათი გაგიბედნიეროთ. მგონი, ძალიან ბევრიც არ მინდა
კიდევ და კიდევ, გილოცავთ ამ ჯადოსნურ დღესასწაულს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმ საზეიმო სიმღერის სათაურს, რომელსაც ჩემი საყვარელი ანდრეა ბოჩელი ასრულებს:
ორიოდ ორიგინალური სათამაშო და, რა თქმა უნდა, ჩიჩილაკი. მაგრად მომწონს ეს ბუძგი
როგორც იქნა, დავძლიე სიზარმაცე და ისევ მოვუჯექი კომპს….
ჩემ გარშემო ქუთაისია თავისი “ჩაკუნცხული” ბიჭებით, შავი ფერებით, გამტყლარწული ამინდებით, ორმოებიანი და წვიმის წყლით სავსე ქუჩებით, მუდამ სხვის ამბის მკითხველი ხალხით,… ამაზე მერე. ახლა დადებითზე ვისაუბრებ
ჩამოვედი თუ არა, რა თქმა უნდა, გემრიელად გამოვიძინე. ისე, რომ სულ მეძინება. ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის სესიებსაც დავესწარი და მაგრად დავიღალე. ბოლო 2 დღეა, რაც ნამდვილად ვისვენებ. შორს დარჩა ჩემი თბილისური სივიწროვე, ყოველდღიური ნერვიულობა, უძილო და ჩახუთული ღამეები, პატარა ბიძაშვილების ტირილი და წუწუნი…
სამაგიეროდ, აქ მშობლების გაასკეცებული მზრუნველობის ქვეშ ვარ. ზედმეტი რომ არაფერი ვარგა ხომ ისედაც ვიცოდი, მაგრამ რომ გამოცდი ადამიანი, მერე უკეთ გაიგებ. ჰოდა წარამარა მესმის: “ადიალა დაიფარე, რომ დაწვები!”, “კურტკა მოიცვი, რომ გახვალ!”, “ჩუსტები ჩაიცვი დროზე!”….
რას ვიზამთ: მეტი წასასვლელი მე არ მაქვს და თავის მოკვლასაც არ ვაპირებ ჯერჯერობით. ანუ ეგ ყოფილა ჩემი ბედიიი Read the rest of this entry »
ჩემთვის, როგორც მართლმადიდებლისათვის შობა 7 იანვარს მოდის, მაგრამ ისე მივეჩვიე კათოლიკურ შობას, რომ ეს დღეც მიხარია. რა თქმა უნდა, სხვანაირად. ეს შობა ჩემთვის ეროვნული დღესასწაულია, მეგობრობის, საჩუქრებისა და კეთილი სურვილების ზეიმი. ამ დღესასწაულის განცდა, რა თქმა უნდა, Home Alone–მ ჩამინერგა.
ალბათ, გავა დრო და ჩემი შვილები და მათი შემდგომი თაობა სათანადოდ აღარ დააფასებს ამ ფილმს, რომელზეც მე აღვიზარდე. ასეა, მე ვერ ვაფასებ იმ ფილმებს, რომლებსაც ჩემი უფროსი თაობა აღმერთებს. მაგალითად, მამაჩემი შეყვარებულია “შესანიშნავ შვიდეულზე” და ზეპირად იცის მისი ყველა მომენტი. მე კი “მარტო სახლში” მიყვარს, მაგრამ ალბათ, მომავალ, კიბერნეტიკულ თაობას უკვე ნაკლებად დააინტერესებს და მიიზიდავს ასეთი ჟანრის ფილმები. ეს კი არა და, ჩემს პატარა ბიძაშვილს (დღეს 4–ის გახდა) სულ რობოტები, სპაიდერმენი და სუპერმენი აკერია პირზე. იშვიათად ახსენებს ხოლმე წიქარას…
საუბრის თემა რომ არ გამექცეს, ისევ საჩუქარს და შობას დავუბრუნდები. საჩუქარი, რა თქმა უნდა, ვირტუალურია. აბა ფულს და მატერიალურს აქეთ ვიჩუქებდი სიამოვნებით ეს კონცერტი პირველად 2005 წლის საახალწლო დღეებში ვნახე. თუ არ ვცდები, 1 იანვარს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ლეგენდარული “სამი ტენორი” საშობაო სიმღერებს იმღერებდა. მართლაც, ყველაზე ცნობილი, საყვარელი და სიხარულისმომგვრელი რეპერტუარი წარმოადგინეს.
კარგად მახსოვს ის საღამო. იმ პერიოდში ყველაფერს, რაც კი მომეწონებოდა, ვიდეოკასეტაზე ვიწერდი და შნურების გადაერთება–გადმოერთებაში გაწაფული ვიყავი. როგორც კი კონცერტის სათაური The Three Tenors Christmas გამოჩნდა, ზუსტად მაშინ დავაჭირე Record Video–ს… ეს იყო “საზოგადოებრივ მაუწყებელზე”. Read the rest of this entry »
სერიოზულად აცივდა. თოვლი კი არა და არ ჩანს. მოსაღამოვდა თბილისში. როგორ მინდა, ისე არ გავიზარდო, რომ თავი ერთხელ მაინც არ ვიგრძნო დაკარგულად. დაკარგულად დიიიდ ქალაქში
რა თქმა უნდა, ეს ოცნებაა, ვინაიდან უკვე 21–ისაც ვარ და არც თბილისია ნიუ იორკი, მაგრამ დღეს , ამ საღამოს, მე კევინ მაკალესტარი გავხდი, თბილისი კი, ბოდიში ამ გამოთქმაზე და, ნიუ იორკი
“მარტო სახლში”–ს ამ მუსიკას ზედიზედ რამდენჯერმე მოვუსმინე. ვცდილობდი, კარგად მეგრძნო იგი, რადგან მისით მიღებული განწყობით მსურდა საშობაახალწლოდ გამზადებული ქალაქის დათვალიერება.
პატარა ვარ. დავიკარგე. მეშინია. წინ დიდი გზა მაქვს, რომელზეც უამრავი ხალხი მიდი–მოდის და ყურადღებას არავინ მაქცევს. სიცივისაგან გაქვავებული შენობები მანათობელი გირლიანდებით მოურთავთ. რა მოუვიდა ხალხს? რატომ არ უხარიათ? ახალი წელი ხომ ასე ახლოსაა? განა მათ არ სჯერათ იმ სითბოსა და სიყვარულის, რომელიც სანტა კლაუსს მოაქვს?
ეჰ, აბა რას იზამ. დიდებს ყველაფერი სხვანაირად ესმით. იმდენს ფიქრობენ, რომ ვეღარ არჩევენ, ჭეშმარიტი სიხარული სად და როდის ჩნდება. მათ აღარ ახსოვთ სიხარული, როდესაც პირველად ამოყვეს თავი დიიიიდ სათამაშოების მაღაზიაში, სადაც თითოეული მათი საშობაო ოცნება სანტა კლაუსს სათამაშოდ უქცევია და დახლებზე შემოუწყვია. ადამიანები, როცა იზრდებიან და ბავშვობას კარგავენ, უფრო საშიშები ხდებიან. ისეთივე საშიშები, როგორც ამ ღამის სიცივეში გაქვავებული შენობებია. უფროსებს მოურთავთ, ვითომ ამით მაინც გააცოცხლებენ და გააკეთილშობილებენ მათ. ამდენი მანათობელი ჭაღი და გირლიანდიც სწორედ ქალაქის გასამხიარულებლად ჩამოკიდეს, ალბათ. მაგრამ ამ ყველაფერს მანამ არ ეშველება, სანამ უფროსებს ერთმანეთისა არ ესმით. Read the rest of this entry »