90-იანები, თმის ჟელე და მივიწყებული ჰიტები

მანამ, სანამ ლანდიშა გამოჯანმრთელდება და დომენის ასაღებად წავალთ, რამდენიმე წუთით საკუთარ თავში გამონათებულ დიდი ვერაფერ შვილ აზრს პოსტად ვაქცევ. ნოსტალგიამ მეხსიერებას მოუკიდა და ძველი ამბები თვალებში შემომაბოლა…

რა ბედნიერი იყო 90-იანი წლები ჩემთვის… იმიტომ, რომ გაჭირვება არ მახსოვს. იმიტომ არ მახსოვს, რომ ბავშვი ვიყავი და ყველაფერ ცუდს ჩემს წარმოსახვით იმპერიაში ვემალებოდი. ან ვემალებოდი, ან ვერ ვგებულობდი. ვცხოვრობდი ”ტიტანიკში”. ეს გემი ისე მიყვარდა, რომ ზოგჯერ სახლის აივნიდან აისბერგს მოვკრავდი თვალს, რომელიც ჩემს ლაინერს უახლოვდებოდა და ჩაძირვას უქადდა. გავვარდებოდი უკანა ეზოში და ვითომ მუშებსა და მატროსებს ვუყვიროდი ”გემი დაატორმუზეთ მეთქი!”

რაოდენ სანატრელი და ღადო იყო პერიოდი, როდესაც თმის ჟელეთი ჩოლკების დაყენება მაგარ მოდად… წინ, უკან, მარჯვნივ, მარცხნივ დიაგონალზე გადავარცხნილი… ”ჩამოყრილი ჩოლკები”, ”ზღარბი ჩოლკები”… :) მეც მქონდა ერთი ასეთი და თავზე იმდენს ვისვამდი, რომ ტაფის ჩარტყმასაც ვერ გავიგებდი. აბა, ჩემს ჯაგარს ცოტა არ ეყოფოდა. ჰოდა დავდიოდით ეგრე მე და ჩემი მეზობლები.

Read the rest of this entry »

ფოტოკოლაჟი: რკინაბეტონის “ტიტანიკი”

მივუახლოვდი და დავინახე გადაქცეული, შუაზე გადამსხვრეული, მოთხრილი და მკვდარი ნაგებობა, რომელიც ძალიან ჰგავდა “ტიტანიკს”…

“ტიტანიკი” ჩემი ოცნების გემი იყო და მუდამ ასე დარჩება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2013 წლისათვის გემი ნელ-ნელა გაიხსნება მლაშე წყალში და ჟანგის მასად გარდაიქმნება. ამ დროისათვის არც რკინაბეტონის “ტიტანიკისგან” დარჩება რაიმე, რაც მის არსებობას მოგვაგონებს. თითქოს არც ერთი არსებულა და არც მეორე. ჩემი განცდით, ეს დიდი ხნის წინათ გარდაცვლილი ახლობლის გახსენებას ჰგავს. იმდენი ხანია არ გინახავს, გულის სიღრმეში ეჭვი გეპარება, რომ ოდესმე იგი არსებობდა. რკინაბეტონის “ტიტანიკს” 2012 წლამდე გააქრობენ.

Read the rest of this entry »

სასირეთი…

იყო და არა იყო რა. იყო საქართველო? არა, სასირეთი. ვერაფრით გამიგია, რატომ ასდის სასირეთს საქართველოს სუნი…

კარგია სასირეთში ცხოვრება. ბევრი რამის გაკეთება არ გიწევს. მაგალითად, ორივე მხარეს გახედვა: ზუსტად ისეთივე სიტუაციაა მარცხნივ, როგორიც მარჯვნივ. ისეთივე ტიპები, ისეთივე დიალოგები, ისეთივე სასირეთი.

სასირეთს საქართველოობაზე აქვს პრეტენზია, მე – ზევსობაზე.

სასირეთში, კერძოდ კი ქუთაისში, არის რაღაც ისეთი, რის გამოც იგი კიდევ დიდხანს სასირეთად დარჩება. ეს ტყლაპოა. ტყლაპო სასირეთის მასულდგმულებელი ნერწყვია, მისი აორტა. საერთოდ, სასირეთი მხოლოდ ტყლაპოზე ჩნდება, იზრდება და ვითარდება. შემდეგ აქ თავს იყრიან სირისტის ჭიები, ვირთხები, ტარაკნები და სირები, რომლებიც სასირეთს განაგებენ. მათი მთავარი მიზანია, ყოველმხრივ გაამრავლონ და განამყრალონ ტყლაპოველი, რათა სასირეთი დიდხანს და უსასრულოდ ყარდეს კი არა და, არსებობდეს.

…სწორედ ამ დროს გავიხედე გარეთ…

Read the rest of this entry »

ხელოვნური ნაძვის ხეებიც ბერდებიან თურმე

ორიოდ ორიგინალური სათამაშო და, რა თქმა უნდა, ჩიჩილაკი. მაგრად მომწონს ეს ბუძგი ;)

როგორც იქნა, დავძლიე სიზარმაცე და ისევ მოვუჯექი კომპს….
ჩემ გარშემო ქუთაისია თავისი “ჩაკუნცხული” ბიჭებით, შავი ფერებით, გამტყლარწული ამინდებით, ორმოებიანი და წვიმის წყლით სავსე ქუჩებით, მუდამ სხვის ამბის მკითხველი ხალხით,… ამაზე მერე. ახლა დადებითზე ვისაუბრებ :)
ჩამოვედი თუ არა, რა თქმა უნდა, გემრიელად გამოვიძინე. ისე, რომ სულ მეძინება. ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის სესიებსაც დავესწარი და მაგრად დავიღალე. ბოლო 2 დღეა, რაც ნამდვილად ვისვენებ. შორს დარჩა ჩემი თბილისური სივიწროვე, ყოველდღიური ნერვიულობა, უძილო და ჩახუთული ღამეები, პატარა ბიძაშვილების ტირილი და წუწუნი…
სამაგიეროდ, აქ მშობლების გაასკეცებული მზრუნველობის ქვეშ ვარ. ზედმეტი რომ არაფერი ვარგა ხომ ისედაც ვიცოდი, მაგრამ რომ გამოცდი ადამიანი, მერე უკეთ გაიგებ. ჰოდა წარამარა მესმის: “ადიალა დაიფარე, რომ დაწვები!”, “კურტკა მოიცვი, რომ გახვალ!”, “ჩუსტები ჩაიცვი დროზე!”….
რას ვიზამთ: მეტი წასასვლელი მე არ მაქვს და თავის მოკვლასაც არ ვაპირებ ჯერჯერობით. ანუ ეგ ყოფილა ჩემი ბედიიი :P Read the rest of this entry »

“მაკნატუნას” ფიქრები


მანამ, სანამ ლალას II ნაწილს დავამთავრებ, ფანჯრისკენ გავიხედბი, რომელიც, თავის მხრივ, გარესამყაროსკენ იხედება. დავაკვირდები, ეგებ გაიმეტოს ზამთარმა თოვლის თუნდაც რამდენიმე ფიფქი.

არა… ჯერ ადრეაო.

არაუშავს. ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე :) თავში რამდენიმე ფიქრმა წამომიქროლა: 21 წლის ვარ და გულის სიღრმეში მაინც მჯერა, რომ ახალი წელი ჯადოსნური თარიღია. სადღაც ჯერ კიდევ მჯერა მაკნატუნასა და თოვლის ბაბუის (უფრო სანტა კლაუსის). ცხადია, ყველაფერი ეს ჰოლივუდური ფილმების ზეგავლენის შედეგია, მაგრამ ახალი წელი ხომ ფანტაზიისა და ბედნიერების დროა. ჰოდა, მეც ვიყო ბავშვივით ბედნიერი, არ შეიძლება? :)

ნაძვის ხე მაქვს საყიდელი. უფრო დიდი, განიერი (რა რითმა მიეწყო, არა?). აღარ მეტევა სათამაშოები. ბრჭყვიალა წვიმებს საერთოდ აღარ ვუკეთებ, თორემ მერე აღარაფერი ჩანს. საახალწლო მაღაზიებში რომ შევდივარ, თვალის ქუთუთოები აღარ რეაგირებენ და არც პირიდან გადმოგდებულ ენას სცვენია ვინმესი. ჰო, ნაძვისხის დიზაინზეც უნდა დავფიქრდე.

ქუთაისში რომ ჩავალ, მე და ჩემი ძმა ირაკლი გამოვიტანთ ძველ პარკებს, ყუთებს. შევამოწმებთ ნათურებს და ხელოვნურ ნაძვის ხეზე მათი თახვევით დავიწყებთ. ძალიან მიყვარს ნათურები. ნაძვის ხეზე 500 ცალი მაინც უნდა ენთოს. ვერ ვიტან ვერც ერთ ბნელ, გაუნათებელ ადგილს. შემდეგ გირლიანდების ჯერია: ორი სახის გირლიანდი მაქვს, ვარსკვლავებიანი და ინსტრუმენტებიანი. მერე მოდის სათამაშოები. აი, აქ იწყება ნოსტალგიის ამოფრქვევა. ყველა ძველ, თუნდაც გაქერცლილ მინის სათამაშოს ვკიდებ. ისინი ჩემი ხნისანი არიან, ჩემხელა ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ. აბა, მათ როგორ გამოვტოვებ? დიდ და “ბუხულია” ბურთებს სულ ქვედა ტოტებზე დავკიდებთ და მათს ზომას სიმაღლის მიხედვით შევამცირებთ. ნაძვის ხეს კი წვეროვანი სათამაშოთი დავაგვირგვინებთ.

მორჩენილი ნათურებით, ბრჭყვიალებითა და წვიმებით სახლის რამდენიმე ოთახსაც მოვრთავთ. მიკვირს, რატომ არ უყვართ ზოგიერთებს ასეთი რამეების კეთება? ამის ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს. მე კი მიხარია, რომ თუნდაც 50 წლის ასაკში ჩემს შვილიშვილებთან ერთად ზუსტად ისეთივე შემართებით მოვრთავ ნაძვის ხეს, როგორც ახლა ;)

სამყარო ჩემი სახლის სახურავიდან

Surati-3196ვინაიდან და რადგანაც რამდენიმე დღეში თბილისს ვუბრუნდები, გადავწყვიტე, არ დამერღვია ჩვეული რიტუალი და კიდევ ერთხელ ავძვერი სახლის სახურავზე. ასე ვიქცევი ყოველთვის, როცა

  • მარტო ყოფნა მსურს
  • ჩამავალი მზის ყურება მენატრება
  • თავისუფლების შეგრძნება მინდა
  • ანდრეა ბოჩელის ხმით დატკბობა მსურს
  • ქალაქს დიდი ხნით ვტოვებ

ყოველი შებინდებისას, უფრო სწორედ კი, როცა დასაძინებლად წასული მზე გულიანად დაამთქნარებს და გაწითლდება, ცაზე ულამაზესი პანორამა იშლება. ზამთრის ღრუბლიან ამინდშიც კი  შეიძლება, საინტერესო სანახაობას მოჰკრა თვალი. რამდენჯერმე, თებერვლის არდადეგებზე ქუთაისში დაბრუნებულს, თოვლიანი სახურავისათვის კიბე მიმდგამს ცივ ცაზე ლურჯი მელნის ლაქებად მიმოფანტული ღრუბლების სანახავად. სუსხიანი სილამაზე…. Read the rest of this entry »

ცოტა რამ “ტორპედოზედ”…

Torpedo-Kutaisiისევ ქუთაისში ვარ. ვხატავ ახალ ნახატს. ისევ დიდ ფურცელს შევეჭიდე. ტფუი, ტფუი!… კარგად გამომივიდეს :) წინა პოსტში ქუთაისის შელამაზებული სინამდვილე დაგანახეთ. ახლა კი, მოდით, ვნახოთ, რასა იქმს ქუთაისის ერთ დროს ცნობილი “ტორპედოს” სტადიონი. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთში თითქმის დილეტანტი ვარ და მეკარეობას ვერ გავცდი (თუმცა ეს უკანასკნელი ძალიან მომწონს), მაინც გადავწყვიტე, ამჯერად ამ სფეროს შევხებოდი.

გავიდა დრო და ქუთაისში ფეხბურთი ნელ–ნელა ქრება. 5 წლის წინ ამის წარმოდგენა ისევე შეუძლებელი იყო, როგორც ჩემი ამ სფეროთი დაინტერესებისა. მაგრამ, ხომ ხედავთ, ყველაფერი იცვლება. თუკი ადრე ქუთაისი დუღდა როგორც ქართული, ისე მსოფლიო ფეხბურთის შემყურე, დღესდღეობით ყველა პოლიტიკაზეა გადართული, ან არაფრისმაქნისობს. აღარაფერს ვამბობ უცხოეთში წასულებზე, რომელთა რიცხვიც მოუთოკავად იზრდება. ჯერ კიდევ იმედი მაქვს, რომ კუბას არ დავემგვანებით, სადაც აშშ–ში გაქცეული 2 მილიონი არჩენს თავისუფლების კუნძულზე გამოკეტილ 5 მილიონს. იმათ კიდე რა ენაღვლებათ, 7 მილიონი მაინც არიან. ჩვენ კი, რუსული ჭყლეტის შემდეგ, კიდევ უფრო შევმცირდით და გავარაფრისმაქნისნდით (…და მე ვარ ჟურნალისტი? რეებს ვბოდავ? ). “ფებურთი კი არა, სახლი მენგრევა თავზე”– ხშირად გაიგონებთ ბირჟაზე (თუ ნაბირჟალზე) ჩამომსხდარი, ხელებდამაზუთიანებული ქუთაისელი შუა ხნის მამაკაცებისაგან. არადა, იყო დრო, როცა “ტორპედოს” სტადიონზე ბილეთის ასაღებად ერთმანეთს ტანსაცმელს ახევდნენ. სტადიონის წინ გზა იკეტებოდა, ვინაიდან მანქანათა სიმრავლეს ვეღარ უძლებდა.  ამ დროს მეც მოვესწარი. სკოლა ზუსტად სტადიონის გვერდითაა და, იქიდან მომავალი, უამრავი ავტომობილის ლაბირინთში დავრბოდი იმის იმედით, რომ დავიკარგებოდი, მაგრამ ვაი, რომ იქაურობა ზეპირად ვიცოდი… :) Read the rest of this entry »

ფოტოკოლაჟი: “გასეირნება ქუთაისში”

გამოიდარა. ისევ დააჭირა ქუთაისურმა მზემ. რაღა თქმა უნდა, მეზობლები, აქამდე წვიმით რომ იყვნენ უკმაყოფილონი, ახლა “რა ამბავია ასეთი სიცხე!”–ს გაიძახიან. ქუთაისში ყველაფრით უკმაყოფილება – ეს ურყევი ტრადიციაა.

დიალოგი: _ რავა ხარ გოგო?

_ უფ, დავწყდით ამ დენით. ადრე დღეში 2 საათი რო მოდიოდა, ქე ვიყავით დასვენებული და რაცხა კაპიკებს ვიხდიდით. ახლა კიდო იმდენი მოდის, რო ვეღარ ოვუდივართ… 

ჰოდა, როგორც კი გამოიდარა, მეც გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ გამესეინა აწ უკვე გარემონტებულ და განახლებულ ქალაქში. ფოტოებიც სპეციალურად იმისთვის გადავიღე, რომ თავად შეამოწმოთ, რამდენად შეიცვალა ქუთაისი :)

აქ შესულია ქუთაისის გარემონტებელი თუ გასრემონტებელი (გაურემონტებელი) ქუჩების, თეატრების, ქალაქის კოლორიტებისა და სხვა ყოფითი სახის სურათები. იმედია, დამიფასებთ ამაგს და 100 ფოტოსურათის ასატვირთად დახარჯული ნახევარი დღე წყალში არ გადამეყრება :P

Follow

Get every new post delivered to your Inbox.