ეს ტეგ–თამაში ბუსხს ეკუთვნის.
ერთხელაც მე და ბუსხი დავსხედით ჩვენ ჩვენს კომპიუტერებთან და, დროისათვის მახათის ერთ ადგილას გარჭობის მიზნით, საკუთარ Search Term–ებს გადავავლეთ თვალი.
…ნუ ჩვენ იქ ამბები ვნახეეეეთ!…
როგორც ჩანს, იცოდე, რა სიტყვებით აღმოჩნდებიან შენს ბლოგზე, იგივეა, რაც იცოდე, რა აზრები უქრით თავში ადამიანებს. ყველას გირჩევთ, არ გამოტოვოთ ეს სიამოვნება და მერე საკუთარი Search Term–ები შეამოწმოთ
აქვე ბოდიში მინდა, მოვუხადო ბუსხს , რომ თავის დროზე არ გავაგრძელე ეს ტეგ–თამაში და გავანაწყენე. ბუსხ, ვიცი, რომ მაპატიებ. ოღონდ, იცოდე, გულით გეუბნები ამას
დაახლოებით იცით, რა თემატიკის ბლოგი მაქვს, ჰოდა ესეც შედეგი

ჩვენთან სხვა "ერტეულით" ზომავენ

ტაააქს... შემოდის ქერა ნაშა, ძუძუებზე შამპუნი უსვია და ცდილობს, სველი ტილოთი ჩამოიწმინდოს... თხრობის გასაგრძელებლად გადაიხადეთ 5 ლარი
ოპერა – ვისთვის კივილ–წივლი და ვისთვის ვოკალური განვითარების პიკი – აგერ უკვე 400 წელია არსებობს. მიუხედავად როკის, პოპის, ჯაზის და ა.შ. პოპულარობისა ოპერა მაინც ცოცხალია და მაინც ჰყავს მსმენელი. მან იმდენი მოახერხა, რომ საოპერო თეატრში შესვლისას ყველა უფრო მოწიწებით და თავშეკავებულად იქცევა, ვიდრე სხვაგან!
კინომცოდნე არ ვარ. უბრალოდ, ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ და ვფიქრობ, რომ რასაც ვამბობ, ფაქტია.
















