კინომცოდნე არ ვარ. უბრალოდ, ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ და ვფიქრობ, რომ რასაც ვამბობ, ფაქტია.
ბევრ ჩვენგანს გვაქვს თუ ჰქონია ერთი ან რამდენიმე საყვარელი ფილმი, რომელთანაც განსაკუთრებულად “ვურთიერთობთ”. ხშირად ვუყურებთ და ან ახალ–ახალ დეტალებს აღმოვაჩენთ მაში ან მუზას, სტიმულს თუ რაიმე ასეთს ვიღებთ მისგან. მოკლედ, ალბათ ყველას გვაქვს ასეთი “საკუთარი” ფილმი. ფილმი, რომელშიც დასრულებული ამბავია გადმოცემული (მიუხედავად მისი შინაარსისა).
უცებ რომ წარმოიდგინოთ, რომ თქვენი დასრულებული ამბავი გააგრძელეს?…
გაგიხარდათ?
დავუშვათ, გაგიხარდათ. მერე აღმოჩნდება, რომ თქვენი აღტაცება ფუჭი ყოფილა, რადგან მარაზმი გადაუღიათ. თანაც ისეთი, რომ, შეიძლება, პირველზეც დაგაკარგინოთ წარმოდგენა. ასეთი შემთხვევები კი საკმაოდ დაგროვდა. მაგალითისათვის ავიღოთ ტრილოგია “კარიბის ზღვის მეკობრეები”(ჩემთვის ეგ ერთი ფილმია). პირველ ფილმში ყველა გმირის სახე და ხასიათი საკმაოდ და საკმარისად არის წარმოჩენილი, გახსნილი. ნაჩვენებია, ვინ ვინ არის, ვის რა შეუძლია. შინაარსიც შეძლებისდაგვარად ორიგინალურია. Read the rest of this entry »
ბრაზილიური სერიალები ძალიან მიყვარდა ოდესღაც. ნუ ღელავთ, ახლა აღარ ვუყურებ. ეს კი, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი აღარ მიყვარს
ახლა ზაფხულია და, საქმე რომ არ მქონდეს, მართლა ჩავუჯდებოდი ერთ რომელიმე ბრაზილიურ სერიალს. არა, ნამდვილად არ მექნებოდა მისი თავიდან ბოლომდე ყურების ნერვები. ერთ-ორ კარგ გოგოს შევათვარიელებდი, ხედებით დავკბებოდი, “ჟ”-ებითა და “შ”-ებით სავსე მუსიკას მოვუსმენდი და მერე კმაყოფილი გადავართავდი სხვა არხზე 















