ფოტოკოლაჟი: რკინაბეტონის “ტიტანიკი”

მივუახლოვდი და დავინახე გადაქცეული, შუაზე გადამსხვრეული, მოთხრილი და მკვდარი ნაგებობა, რომელიც ძალიან ჰგავდა “ტიტანიკს”…

“ტიტანიკი” ჩემი ოცნების გემი იყო და მუდამ ასე დარჩება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2013 წლისათვის გემი ნელ-ნელა გაიხსნება მლაშე წყალში და ჟანგის მასად გარდაიქმნება. ამ დროისათვის არც რკინაბეტონის “ტიტანიკისგან” დარჩება რაიმე, რაც მის არსებობას მოგვაგონებს. თითქოს არც ერთი არსებულა და არც მეორე. ჩემი განცდით, ეს დიდი ხნის წინათ გარდაცვლილი ახლობლის გახსენებას ჰგავს. იმდენი ხანია არ გინახავს, გულის სიღრმეში ეჭვი გეპარება, რომ ოდესმე იგი არსებობდა. რკინაბეტონის “ტიტანიკს” 2012 წლამდე გააქრობენ.

Read the rest of this entry »

სასირეთი…

იყო და არა იყო რა. იყო საქართველო? არა, სასირეთი. ვერაფრით გამიგია, რატომ ასდის სასირეთს საქართველოს სუნი…

კარგია სასირეთში ცხოვრება. ბევრი რამის გაკეთება არ გიწევს. მაგალითად, ორივე მხარეს გახედვა: ზუსტად ისეთივე სიტუაციაა მარცხნივ, როგორიც მარჯვნივ. ისეთივე ტიპები, ისეთივე დიალოგები, ისეთივე სასირეთი.

სასირეთს საქართველოობაზე აქვს პრეტენზია, მე – ზევსობაზე.

სასირეთში, კერძოდ კი ქუთაისში, არის რაღაც ისეთი, რის გამოც იგი კიდევ დიდხანს სასირეთად დარჩება. ეს ტყლაპოა. ტყლაპო სასირეთის მასულდგმულებელი ნერწყვია, მისი აორტა. საერთოდ, სასირეთი მხოლოდ ტყლაპოზე ჩნდება, იზრდება და ვითარდება. შემდეგ აქ თავს იყრიან სირისტის ჭიები, ვირთხები, ტარაკნები და სირები, რომლებიც სასირეთს განაგებენ. მათი მთავარი მიზანია, ყოველმხრივ გაამრავლონ და განამყრალონ ტყლაპოველი, რათა სასირეთი დიდხანს და უსასრულოდ ყარდეს კი არა და, არსებობდეს.

…სწორედ ამ დროს გავიხედე გარეთ…

Read the rest of this entry »

ფოტოკოლაჟი: “გასეირნება ქუთაისში”

გამოიდარა. ისევ დააჭირა ქუთაისურმა მზემ. რაღა თქმა უნდა, მეზობლები, აქამდე წვიმით რომ იყვნენ უკმაყოფილონი, ახლა “რა ამბავია ასეთი სიცხე!”–ს გაიძახიან. ქუთაისში ყველაფრით უკმაყოფილება – ეს ურყევი ტრადიციაა.

დიალოგი: _ რავა ხარ გოგო?

_ უფ, დავწყდით ამ დენით. ადრე დღეში 2 საათი რო მოდიოდა, ქე ვიყავით დასვენებული და რაცხა კაპიკებს ვიხდიდით. ახლა კიდო იმდენი მოდის, რო ვეღარ ოვუდივართ… 

ჰოდა, როგორც კი გამოიდარა, მეც გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ გამესეინა აწ უკვე გარემონტებულ და განახლებულ ქალაქში. ფოტოებიც სპეციალურად იმისთვის გადავიღე, რომ თავად შეამოწმოთ, რამდენად შეიცვალა ქუთაისი :)

აქ შესულია ქუთაისის გარემონტებელი თუ გასრემონტებელი (გაურემონტებელი) ქუჩების, თეატრების, ქალაქის კოლორიტებისა და სხვა ყოფითი სახის სურათები. იმედია, დამიფასებთ ამაგს და 100 ფოტოსურათის ასატვირთად დახარჯული ნახევარი დღე წყალში არ გადამეყრება :P

ევროპაზე მიხატული საქართველო

დღეს პირველ-კორპუს-გასარემონტებლად-გამზადებული უნივერსიტეტის მეოთხე კორპუსში შევიარე. ლექტორი არ მოვიდა და რაღაც… ნუ ამას მნიშვნელობა არა აქვს. ჰოდა, როცა ტუტორების კაბინეტში შევედი და საუბრისას ჩემებურად დავიწყე ყველაფრის თვალიერება, უცებ პირი დავაღე: კედელზე დაკიდულ პლაკატზე, ევროპის საელმწიფო დროშებს შორის, საკმაოდ ამაყად გამოჭიულიყო საქართველოს თეთრ-წითელი ალამი. უნებურად გავიფიქრე: “ამას აქ რა უნდა?” მერე წამოიყარა კითხვები: “უკე შევედით ევროპულ ოჯახში?”, “უკვე გავიაზრეთ ევროპული ღირებულებები?”, “უკვე მივედით იმ დასკვნამდე, რომ მომსახურების გადახდის რიგი არის გრძელი ჯაჭვის ფორმის და არა ხალხთა ხროვის?”… თუ ეგრეა, მაშინ საღოლ ჩვენ! მაგრამ ეგრე რომ კარგა ხანს კიდევ არ იქნება, ამაზეც საღოლ ჩვენ!

ერთხელაც ინტერკულტურული კომუნიკაციის ლექციაზე ჩამოვწერეთ ევროპული და აზიური ღირებულებები. ქართული კი მათ შუაში მოვაქციეთ. რომ ავიღეთ რაიმე საკითხი (ევროპისათვის ან აზიისთვის დამახასიათებელი) და განვიხილეთ, აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველაფერში საქართველო არის ანაქრომიზმი: იგი არც ევროპასთან არის ახლოს, არც აზიასთან.

ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი რაღაც გამახსენდა: ჩემმა ლექტორმა თქვა, ქართველები ევროპელებს მხოლოდ სიგარეტის მოწევა-არმოწევის საკითხში ვგავართო. მართალიცაა, ჯანდაცვის სამინისტრო გვაფრთხილებს, რომ მოწევა მავნებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ჩვენთან უკვე არსებობს სპეციალური ბარ-რესტორან-სახინკლეები, სადაც მოწევა ან აკრძალულია, ან მწეველთათვის ცალკე ადგილებია გამოყოფილი.
მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს აგიტაციებს მწეველთა რაოდენობა ჯერჯერობით არ შეუმცირებია, ნეტა, ასეთი მობილიზებული და ამ დონემდე აწყობილი სხვა ევროპული საკითხებიც გვქონდეს. მაგალითად, საგარეო პოლიტიკა. ჯერ იყო და 7 ნოემბრამდე ყველას ეგონა (რუსეთის გარდა), რომ საქართველო “ვარდების რევოლუციის” ქვეყანაა; შემდეგ დაიწყო გამორკვევის პერიოდი, სახელწოდებით “უი, საქართველოში რამე მოხდა?”. ამასობაში აგვისტოს ომიც მოვიდა და მითმა, რუსეთის მიერ საქართველოს ჩაგვრის შესახებ, 4-5 თვეს გაძლო. საინტერესოა, ახლა რა ქვია საქართველოს ევროპის თვალით? “მარად რევოლუციების მოყვარული Georgia” თუ “just Georgia”? თუ სულაც დავიწყებას მიეცა? მე მგონი, მესამე.
დღეს მსოფლიოში ისეთი ჩახლართული პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო სიტუაციები და ცვლილებებია, что вряд ли вспомнят о СТРАНЕ РОЗ. აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანასაც ისღა დარჩენია, ევროკავშირისა და, ზოგადად, ევროპის ქვეყანათა დროშების გვერდით თავისიც მიახატოს . ამით და Euronews-ის ამინდის პროგნოზში საქართველოს ჩასმით (by the way იქ ეგვიპტეც, ლიბიაც და ა.შ. ჩასმულია) თუ ვაპირებთ შორს წასვლას, შორს წავალთ.

…ჰოდა მეც წავალ, დავიძინებ და როცა აღთქმულ მიწამდე მიხვალთ, შემაღვიძეთ ;)

Follow

Get every new post delivered to your Inbox.