ადამიანი 100 პროცენტით არასტაბილური არსებაა. დავასახელოთ მისი ნებისმიერი მატერიალური თუ არამატერიალური შემადგენელი ნაწილი და ვნახავთ, რომ ყოველ მათგანს განუცდია ცვლილება. მყარი რწმენაც კი, ზოგჯერ, სხვა შეიძლება შეიცვალოს, გადასხვაფერდეს. სტაბილურობის შესანარჩუნებლად ადამიანს დიდი და ხანგრძლივი ბრძოლა უწევს. ვინაიდან წარმატების მიღწევაზე ძნელი მისი შენარჩუნებაა, მცირეოდენი ყურადღების მოდუნება, შესაძლებელია, ადამიანს ცუდად მოუბრუნდეს.
ასეა სიმღერის დროსაც. ერთი “ხალტურა” კონცერტის წინა დღეს დალეული შამპანურის სახით, უძილო ღამე, ზედმეტი საკვები, მღერის დროს ყურადღების გაფანტვა. ყოველივე ეს, შეიძლება, ვოკალური ჩავარდნის, ე.წ. ყიყლიყოს მიზეზი გახდეს. ვოკალური ჩავარდნა ეს სახმო სიმების ვიბრაციის რიტმის არევაა ან ყელის კუნთების ტონუსის წამიერი დაკარგვა, როცა ისინი უცბად მოეშვება და ბგერაც ფუჭდება. ბევრ საოპერო მომღერალს მოსვლია ეს არც-თუ სასიამოვნო შემთხვევა. მიუხედავად ამისა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ საოპერო ათლეტებსაც, ისევე, როგორც სხვა სპორტსმენებს, მოსვლიათ პატარ-პატარა მარცხები.
დავიწყოთ ჩემი უსაყვარლესი დიდი ლუჩანოთი. ამ ვიდეოს 3:10 წუთზე პავაროტი მაღალ დო-ზე ყიყლიყოს გააკეთებს.
ნიკოლაი გედა, რუსი წარმოშობის მქონე შვედი ლირიკული ტენორი. კალასთან ერთად ჩაწერილი აქვს “მადამ ბატერფლაი” და “კარმენი”. მისი მაღალი ფა მომნუსხველ ზემოქმედებას ახდენდა. “რიგოლეტოში” კი…
სახმო სიმი არის კანის თხელი და სათუთი ნაირსახეობა, რომელიც გაბმულია სასულე მილის (ტრაქეას) თავზე, ხორხში. მათი დაბოლოებები მიერთებულია ყელის კუნთებთან. ამოსუნთქვის შედეგად ფილტვებიდან ტრაქეის გავლით ამოსული ჰაერი (სხვანაირად ვერც ამოვა 

ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ახლა გაცილებით მეტი ვიცით, ვიდრე ოდესმე. მაშინ საიდან ასეთი პრიმიტივიზმი, სიმარტივე? განა ყველაფერი ასე არ დაიწყო?
…არადა, სულაც არ მქონდა გადაწყვეტილი სადმე წასვლა. სახლში უნდა ვმჯდარიყავი და თავზე დაყრილი სტატიებისათვის მომევლო. მიუხედავად ამისა, დასელებმა დამირეკეს და თანხმობა ეგრევე განვუცხადე. ძალიან კი მეზარებოდა, მაგრამ ჩემი თავის ამბავი ვიცი:
ანდრეა ბოჩელის უნიკალურ ხმას მთელი მსოფლიო აღტაცებით უსმენს. მილიონობით მელომანი გაოცებული რჩება ბოჩელის სათუთი, სითბოს მასხივებელი ტემბრით, რომელიც ბავშვური გულწრფელობით გამოთქვამს თითოეულ მუსიკალურ ფრაზას. მსოფლიოში აღიარებული ტენორი, გაყიდული ალბომების რაოდენობით, პირველ ადგილზეა ტენორებს შორის. მას 65 მილიონზე მეტი ეგზემპლარი აქვს გაყიდული. ანდრეა ბოჩელი უნიკალურია არა მხოლოდ თავისი ხმის წყალობით, არამედ თავისი ცხოვრებითაც.
ჰქონდა. თვალებს მზის სხივები უღიზიანებდა. შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შუქცევადი გლავკომა სჭირდა. 12 წლის ასაკში ანდრეამ უეცრად, ფეხბურთის თამაშისას, საბოლოოდ დაკარგა თვალის ჩინი. ექიმების თქმით, ბოჩელის სრული სიბრმავე აქვს. მიუხედავად ამისა, ანდრეა 6 წლიდან უკრავს ფორტეპიანოზე, ფლეიტაზე, საქსოფონზე, საყვირზე, ტრომბონზე, არფაზე, დრამებსა და გიტარაზე!
ესეც ასე. ახალი ნახატი შეემატა ჩემს კოლექციას, რომელიც, იმედია, 20–ს უტოლდება. ამ უკანასკნელს უკანასკნელი 1 წლის მანძილზე ნელ–ნელა და წვალებ–წვალებით ვხატავდი. სიზარმაცე, უნივერსიტეტი და კომპიუტერი ეს ის ალტერნატივები იყო, რომელთა მეშვეობითაც 
ქუთაისში ვარ. წვიმს. ამდენი ცის გოდება ივლისის თვეში? პირველად ვხედავ. აირია ყველაფერი. ადრე ივლისი, ჩემი და იულიუს კეისრის თვე, სულ მზიანი, მცხუნვარე და ენერგიული იყო. ახლა კი, გარეთ გაიხედავ და გგონია, რომ ზახფულამდე კიდევ რამდენიმე თვეა დარჩენილი. რა ხდება? საქართველო დიდი ბრიტანეთის ამინდზე გადადის?















