ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რეპროდუქციებს ნუ ხატავო. ნუ ქმნი იმას, რაც უკვე შექმნილიაო. “ტრავიატა”, “მეფე ლირი”, “რიჩარდ III” – ეს ყველაფერი უკვე სხვამ შექმნა და შენ საკუთარი იპოვეო. მერე ისიც მითხრა, საერთოდ, რა საჭიროა მუსიკალური ნაწარმოების დახატვაო…
სხვათა შორის, ამაზე მანამდე მეც ვფიქრობდი ხოლმე: რატომ ვხატავ უკვე გამზადებულ და დამუშავებულ “იდეას”? ეს ხომ ცალკე ღირებული ვერ იქნება და მხოლოდ უკვე შექმნილის ილუსტრაციად დარჩება?
ამის საწინააღმდეგოდ რამდენიმე არგუმენტს მოვუყარე თავი:
- რეჟისორები დგამენ სპექტაკლებს სხვადასხვა პიესის მიხედვითა და თავიანთი ინტერპრეტაციით. ესეც რეპროდუქციაა?
- “ასე მეხატვინება და რა ვქნა?…” – ძალიან სუბიექტური და თავის მართლების არგუმენტი
- “ესეც გაივლის” – თავის მართლებას ჰგავს, მაგრამ, ვფიქრობ, ჭეშმარიტებასთან ახლოსაა.
კიდევ ერთხელ დავფიქრდი და ცნობილ ხელოვანთა კოლექციას გადავხედე. ავიღოთ სახარების ერთი მომენტი. ვთქვათ, “გარდამოხსნა” და ვნახოთ, რამდენმა როგორ გამოსახა “ერთი და იგივე”.
მიქელანჯელო




ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ეს არის სიუჟეტი, რომელიც ჩემმა კურსელმა გადაიღო ჩემზე, როგორც დარეხვილ ადამიანზე, რომელსაც მრავალი რამ აინტერესებს.






















