ლალა (ნაწილი II)

ერთხელ ლალა და მისი მეგობარი ბიბლიოთეკარი #2 პეკინს მიუყვებოდნენ. გაუთხოვარი, უფრო სწორედ კი “სტარაია ძევა” კოლეგა გაუთავებლად ლაქლაქებდა. ლალაც ყველაფერზე ღიმილით თავს უქნევდა და “აჰა”–თი უდასტურებდა თანხმობას. ცოტა ხანში…

ბიბლიოთეკარი #2: _აუ, “სელიო” ძალიან მომწონს! რა ტანსაცმელებია და რა იაფად.

ლალა: _აუ, მეც. მართლა იაფია ყველაფერი.

ბიბლიოთეკარი #2: _ჰო, რაღაც ყველაფერი ლამაზია და საყვარელი.

ლალა: _აუუუ, ხო. აი, ყველაფერი რაღაც ისეთი ბავშვურია.

ბიბლიოთეკარი #2: _ბავშვური? ვაიმე, მე “სელიო” ვთქვი? ტფუი, მაგას ვერ ვიტან! “ბავშვური” რომ ახსენე, უცებ მივხვდი. ბავშვის შმოტკების ატანა არა მაქვს. მე “მალსი” ვიგულისხმე.

ლალა: _ააა, მართალი ხარ, ხო! “სელიოს” ვერც მე ვიტან, მით უმეტეს, ვერც ბავშვების შმოტკებს. წივიან და ჩხავიან. აი, “მალსიზე” ვგიჟდები, ისე მომწონს. თან ძალიან კარგი გასახდელები აქვთ.

ბიბლიოთეკარი #2: _გასახდელები? აი, ეგ მართლა საშინელება აქვთ მალსში. ფარდა ბოლომდე არ იხურება! ერთხელ ცოტაზე დარჩა ღია და აღმოვაჩინე, რომ ვიღაც კაცი იდგა შორიახლოს და ტანსაცმელებს ათვარიელებდა. რომ შემობრუნებულიყო და დავენახე, გასახდელის ნახევრად დახურული ფარდა დამიცავდა მეეე?!! Read the rest of this entry »

“მაკნატუნას” ფიქრები


მანამ, სანამ ლალას II ნაწილს დავამთავრებ, ფანჯრისკენ გავიხედბი, რომელიც, თავის მხრივ, გარესამყაროსკენ იხედება. დავაკვირდები, ეგებ გაიმეტოს ზამთარმა თოვლის თუნდაც რამდენიმე ფიფქი.

არა… ჯერ ადრეაო.

არაუშავს. ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე :) თავში რამდენიმე ფიქრმა წამომიქროლა: 21 წლის ვარ და გულის სიღრმეში მაინც მჯერა, რომ ახალი წელი ჯადოსნური თარიღია. სადღაც ჯერ კიდევ მჯერა მაკნატუნასა და თოვლის ბაბუის (უფრო სანტა კლაუსის). ცხადია, ყველაფერი ეს ჰოლივუდური ფილმების ზეგავლენის შედეგია, მაგრამ ახალი წელი ხომ ფანტაზიისა და ბედნიერების დროა. ჰოდა, მეც ვიყო ბავშვივით ბედნიერი, არ შეიძლება? :)

ნაძვის ხე მაქვს საყიდელი. უფრო დიდი, განიერი (რა რითმა მიეწყო, არა?). აღარ მეტევა სათამაშოები. ბრჭყვიალა წვიმებს საერთოდ აღარ ვუკეთებ, თორემ მერე აღარაფერი ჩანს. საახალწლო მაღაზიებში რომ შევდივარ, თვალის ქუთუთოები აღარ რეაგირებენ და არც პირიდან გადმოგდებულ ენას სცვენია ვინმესი. ჰო, ნაძვისხის დიზაინზეც უნდა დავფიქრდე.

ქუთაისში რომ ჩავალ, მე და ჩემი ძმა ირაკლი გამოვიტანთ ძველ პარკებს, ყუთებს. შევამოწმებთ ნათურებს და ხელოვნურ ნაძვის ხეზე მათი თახვევით დავიწყებთ. ძალიან მიყვარს ნათურები. ნაძვის ხეზე 500 ცალი მაინც უნდა ენთოს. ვერ ვიტან ვერც ერთ ბნელ, გაუნათებელ ადგილს. შემდეგ გირლიანდების ჯერია: ორი სახის გირლიანდი მაქვს, ვარსკვლავებიანი და ინსტრუმენტებიანი. მერე მოდის სათამაშოები. აი, აქ იწყება ნოსტალგიის ამოფრქვევა. ყველა ძველ, თუნდაც გაქერცლილ მინის სათამაშოს ვკიდებ. ისინი ჩემი ხნისანი არიან, ჩემხელა ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ. აბა, მათ როგორ გამოვტოვებ? დიდ და “ბუხულია” ბურთებს სულ ქვედა ტოტებზე დავკიდებთ და მათს ზომას სიმაღლის მიხედვით შევამცირებთ. ნაძვის ხეს კი წვეროვანი სათამაშოთი დავაგვირგვინებთ.

მორჩენილი ნათურებით, ბრჭყვიალებითა და წვიმებით სახლის რამდენიმე ოთახსაც მოვრთავთ. მიკვირს, რატომ არ უყვართ ზოგიერთებს ასეთი რამეების კეთება? ამის ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს. მე კი მიხარია, რომ თუნდაც 50 წლის ასაკში ჩემს შვილიშვილებთან ერთად ზუსტად ისეთივე შემართებით მოვრთავ ნაძვის ხეს, როგორც ახლა ;)

ლალა (ნაწილი I)

მგონი, მწერლობას ვუბრუნდები. რავიცი, გუშინ ღამით მუზა გამეხსნა და ვწერე და ვწერე. რომ დავწექი და სინათლე გამოვრთე, მერეც ვწერდი რვეულში სრულ სიბნელეში. დღეს კი რაც გავარჩიე, ავკრიფე და აქ არის. ისეთი პირი უჩანს, მგონი, გაგრძელებაც უნდა ჰქონდეს ;)

როცა მიტინგზე ხალხი „მიშა, წადი! მიშა, წადი!“–ს ყვიროდა, ოპოზიციის მხარდასაჭერად მისული ლალა ტრიბუნასთან მივიდა და თქვა: „თქვენ აზვირთებული ბრბო ხართ და მადლობა გადაუხადეთ მიშას, რომ ვარდების რევოლუცია მოგიწყოთ!“

საოცარი იყო ლალა: იმდენად უყვარდა ყველაფერი, რომ ყველაფერს სახელს უცვლიდა. თუკი სკამს ყველა სკამს ეძახდა, ლალასთვის იგი ვერტიკალურსაზურგიანი დივანი გახდა. როცა ყველა ამბობდა, რომ მზე აღმოსავლეთიდან ამოდის, ლალასთვის არსებობდა ალტერნატიული ჭეშმარიტება, რომლის თანახმადაც არავითარი აღმოსავლეთი არ არსებობდა და იგი ღმერთმორწმუნე ხალხმა მოიგონა.

ყოველ დილით, გაღვიძებისთანავე, ლალა მარჯვენა ხელს, თავისი საჩვენებელი თითითურთ, გადაწევს ლოგინიდან და იქვე გაშლილ მდგომარეობაში მყოფი ლეპტოპის Power ღილაკზე აჭერს. ეკრანზე ჰოროსკოპი აყენია, რომლის გაცნობის გარეშეც ლალასთვის დღე არ იწყება. იქვეა Google Reader–იც, რომელშიც „ცნობილი ადამინების გამონათქვამების“ ფანჯარა ოთჯერ არის ჩასმული. შესაბამისად, ერთ დათვალიერებაზე ოთხი განსხვავებული შინაარსისა და მსოფლმხედველობის ციტატა იკითხება. ყოველივე ეს საკმარისია იმისთვის, რომ ლალამ სამსახურში თანამშრომლებთან კამათისას მოიხსენიოს ნებისმიერ კონტექსტში. მაგალითად, თუკი Google Reader ამოაგდებს ჩერჩილის ციტატას „დემოკრატია მმართველობის ყველაზე ცუდი ფორმაა, მაგრამ დღესდღეობით მასზე უკეთესიც არ არსებობს“, ამ ფრაზით ლალა სავსებით თვითლოგიკურად გამოთქვამს აზრს თანამშრომლებში კონტრაცეფციასთან დაკავშირებით წამოჭრილ დავაზე. Read the rest of this entry »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.