ეს “რაღაცნაირი” ზუსტად გამოხატავს მთელს ჩემს შთაბეჭდილებას, რომლითაც 2 იანვრის მოგზაურობა აღვწერე. იდეა კი თინის “რაღაცნაირი ბლოგიდან” წამოვიდა.
მას შემდეგ, რაც ბათუმი საახალწლოდ მაგრად გააპიარეს, სურვილი გამიჩნდა, მენახა და საკუთარი თვალით შემეფასებინა იქაურობა. როცა ახალ წელს ცნობილი საოპერო მომღერლები ბათქაბუთქის ფონზე მაინც მშვენივრად მღეროდნენ, მე, ყოველივე ამის ტელევიზორიდან შემყურეს, ნერვები მეშლებოდა მაყურებელთა პაკაზუხობაზე. იმაზე, რომ ბევრი “მსმენელი” მოდისა და ძაააააააააან სვეცკაობის გამო იყო გამოსული ევროპის მოედანზე. თუმცა, იმედი მაქვს, ამის შემდეგ მაინც შეიგნეს, რომ ოპერა და დისკოტეკა მთლად ერთი და იგივე არ არის. ამაზე მერე…
მოკლედ, მე, ირაკლი (ჩემი ძმა), კოსტა (მამიდაშვილი) და ბაკური (მამაჩემი) დავავადექით კი არა და დავაჯექით ბათუმის გზას. ჩვენი ჯიპი დანიშნულების ადგილზე 1,5 საათში ჩავიდა.
..და დაგვხვდა “რაღაცნაირი” ბათუმი: არც მზე იყო, არც ციოდა. პირიქით, თბილოდა. ვერც კი იგრძნობდი ზამთარს. ქალაქი მოღუშული და не в своем тарелке იყო: ამდენი ხალხი და ზღვისკენ არავინ იყურება. დღის 2 საათზე ჩასულებმა მცირე შემოვლის შემდეგ დაუფლებული უსაქმურობისაგან განსათავისუფლებლად ერთი საათით წავიძინეთ. მოკლედ, დანარჩენი იხილეთ ფოტოებზე

ირაკლი, კოსტა და "ბატონი ბიუჯეტი" ანუ მამაჩემი

ესეც მე. უფრო სწორედ, ჩვენ




პატარა კორექტირება: სიტყვა “დავიწყეთ” ვიხმარე სპეციალურად, რომ საერთო მასიდან გამორიყულად არ გამოვჩენილიყავი. ვინც არ მიცნობს მათ გასაგონად ვამბობ, რომ სიგარეტზე ალერგია მაქვს ბავშვობიდან. როცა მე–4 კლასში ჩემი მეგობრები გამოიჭირეს სიგარეტის გასინჯვაში, მე სახლში თვალები დამიბრიალეს: მაგას იზამ და ასე და ისე გიზამთო. ნუ, რა თქმა უნდა, შემეშინდა… მაგრამ მერე გავიდა ხანი და მივხვდი, რომ ჩემი სხეული ბუნებრივად უარზე დგას სიგარეტისაგან
ისე კი, ალბათ ყველამ კარგად ვიცით უკვე, რომ სიგარეტი ფილტვებს რა მდგომარეობაშიც აყენებს. პროცესი ყველა ორგანიზმში სხვადასხვაგვარად მიდის. ამიტომაცაა, რომ ამბობენ – ამდენი ხანია ვეწევი და არაფერი უქნია ჩემთვის. ძალიანაც კარგი, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ასე იქნება სულ? არ მაინტერსებს ეთიკა. აჰა და შეადარეთ!!!




ქუთაისში ვარ. წვიმს. ამდენი ცის გოდება ივლისის თვეში? პირველად ვხედავ. აირია ყველაფერი. ადრე ივლისი, ჩემი და იულიუს კეისრის თვე, სულ მზიანი, მცხუნვარე და ენერგიული იყო. ახლა კი, გარეთ გაიხედავ და გგონია, რომ ზახფულამდე კიდევ რამდენიმე თვეა დარჩენილი. რა ხდება? საქართველო დიდი ბრიტანეთის ამინდზე გადადის?
დრო ისე ჩქარა, უეცრად და უშეღავათოდ გარბის, როგორც გემრიელი ძეხვი იჭმება 















