God Bless Us Everyone

სწორედ ამ სიტყვებით მინდა, მოგილოცოთ 2010 წელი. მინდა, გისურვოთ მშვიდობა, ბედნიერება, ჯანმრთელობა და ჩვენ-ჩვენი ბლოგების წარმატება. რაც უნდა იყოს, ჩვენ მაინც ერთი გუნდი ვართ და წარმატებისკენ ერთნაირად მივისწრაფით.
ღმერთმა ქნას და ყველას ჩვენი სურვილების 99 პროცენტი აგვსრულებოდეს. ნუ 51 მაინც, რომ წელიწადი შემდგარად გამოვაცხადოთ.
ჩემი თითოეული დღე იწყება და მთავრდება მუსიკით. ამ ახალ წელს ტრავიატას ჰანგებზე შევეგებე და ძალიან ძალიან მაგარ განწყობაზე გახლავართ. 2010 წლის პირველ პოსტსაც, გადაჭარბების გარეშე, ამაღლებული გრძნობით ვწერ. მინდა, ჩემი მხიარულება თქვენც გადმოგედოთ და ფხიზელი თუ ნაბახუსევი ხასიათი გაგიბედნიეროთ. მგონი, ძალიან ბევრიც არ მინდა :)
კიდევ და კიდევ, გილოცავთ ამ ჯადოსნურ დღესასწაულს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმ საზეიმო სიმღერის სათაურს, რომელსაც ჩემი საყვარელი ანდრეა ბოჩელი ასრულებს:

God Bless Us Everyone!..

სამყარო ჩემი სახლის სახურავიდან

Surati-3196ვინაიდან და რადგანაც რამდენიმე დღეში თბილისს ვუბრუნდები, გადავწყვიტე, არ დამერღვია ჩვეული რიტუალი და კიდევ ერთხელ ავძვერი სახლის სახურავზე. ასე ვიქცევი ყოველთვის, როცა

  • მარტო ყოფნა მსურს
  • ჩამავალი მზის ყურება მენატრება
  • თავისუფლების შეგრძნება მინდა
  • ანდრეა ბოჩელის ხმით დატკბობა მსურს
  • ქალაქს დიდი ხნით ვტოვებ

ყოველი შებინდებისას, უფრო სწორედ კი, როცა დასაძინებლად წასული მზე გულიანად დაამთქნარებს და გაწითლდება, ცაზე ულამაზესი პანორამა იშლება. ზამთრის ღრუბლიან ამინდშიც კი  შეიძლება, საინტერესო სანახაობას მოჰკრა თვალი. რამდენჯერმე, თებერვლის არდადეგებზე ქუთაისში დაბრუნებულს, თოვლიანი სახურავისათვის კიბე მიმდგამს ცივ ცაზე ლურჯი მელნის ლაქებად მიმოფანტული ღრუბლების სანახავად. სუსხიანი სილამაზე…. Read the rest of this entry »

ანდრეა ბოჩელი – თბილი ხმა

andreabocelliანდრეა ბოჩელის უნიკალურ ხმას მთელი მსოფლიო აღტაცებით უსმენს. მილიონობით მელომანი გაოცებული რჩება ბოჩელის სათუთი, სითბოს მასხივებელი ტემბრით, რომელიც ბავშვური გულწრფელობით გამოთქვამს თითოეულ მუსიკალურ ფრაზას. მსოფლიოში აღიარებული ტენორი, გაყიდული ალბომების რაოდენობით, პირველ ადგილზეა ტენორებს შორის. მას 65 მილიონზე მეტი ეგზემპლარი აქვს გაყიდული. ანდრეა ბოჩელი უნიკალურია არა მხოლოდ თავისი ხმის წყალობით, არამედ თავისი ცხოვრებითაც.
ანდრეა 1958 წლის 22 სექტემბერს ლაჯატიკოში, ტოსკანაში დაიბადა. ბავშვს თანდაყოლილი მხედველობის სისუსტეklagraug ჰქონდა. თვალებს მზის სხივები უღიზიანებდა. შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შუქცევადი გლავკომა სჭირდა. 12 წლის ასაკში ანდრეამ უეცრად, ფეხბურთის თამაშისას, საბოლოოდ დაკარგა თვალის ჩინი. ექიმების თქმით, ბოჩელის სრული სიბრმავე აქვს. მიუხედავად ამისა, ანდრეა 6 წლიდან უკრავს ფორტეპიანოზე, ფლეიტაზე, საქსოფონზე, საყვირზე, ტრომბონზე, არფაზე, დრამებსა და გიტარაზე!
ბოჩელის ყოველთვის იტაცებდა კლასიკური მუსიკა. პატარაობიდანვე მეტ ყურადღებას იჩენდა არა იმის მიმართ, რასაც ხედავდა, არამედ, რაც ესმოდა. ერთხელაც პატარა ანდრეამ ფრანკო კორელის ხმა მოისმინა რადიოში. ტენორის ზე-ძლიერმა, ფართე და დაუშრეტელმა ხმის ტემბრმა ბიჭი მონუსხა. ამის შემდეგ ბოჩელიმ გადაწყვიტა, უფრო სერიოზულად გაეცნო მუსიკალური სამყარო. ყველას აოცებდა პატარას დიდი მონდომება და შესაძლებლობა, საათობით ესმინა საოპერო არიებისათვის.
ბავშვობაში ანდრეას ხშირად ამღერებდნენ სტუმრად მოსული  ნათესავები. მღერა ბიჭისათვის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა. დღეს ბოჩელი იხსენებს: “მომღერლობას არავინ წყვეტს. სხვები წყვეტენ, გახდები თუ არა მომღერალი…” მიუხედავად მუსიკის სიყვარულისა, ბოჩელიმ ძირითად პროფესიად იურისპუდენცია აირჩია. ერთი წლის განმავლობაში ადვოკატადაც მუშაობდა პიზას სასამართლოში, საღამოობით კი ფორტეპიანოს ბარში უკრავდა. სწორედ იქ, 1987 წელს გაიცნო ენრიკა, რომელიც მალე მისი მეუღლე გახდა. Read the rest of this entry »

Rapsodia… ახალი ნახატი

Rapsodiaესეც ასე. ახალი ნახატი შეემატა ჩემს კოლექციას, რომელიც, იმედია, 20–ს უტოლდება. ამ უკანასკნელს უკანასკნელი 1 წლის მანძილზე ნელ–ნელა და წვალებ–წვალებით ვხატავდი. სიზარმაცე, უნივერსიტეტი და კომპიუტერი ეს ის ალტერნატივები იყო, რომელთა მეშვეობითაც ანდრეა ბოჩელისადმი მიძღვნილმა ნახატმა დაიგვიანა.

თბილისიდან ახლახან დავბრუნდი (შეეტყო კიდეც, ალბათ ჩემსა და თქვენს ბლოგებს :) ) . ნახატიც იქ დავასრულე. ახლა კი სამსჯავროზე გამომაქვს და აბა თქვენ იცით. აქვე დავძენ, რომ ამ ორი მუსიკის გარეშე ნახატის აღქმა, ფაქტობრივად, შეუძლებელია, ვინაიდან ჩემს მუზას სწორედ ეს მუსიკა წარმოადგენს ;)

L’ultimo Re (უკანასკნელი მეფე)

Rapsodia

Follow

Get every new post delivered to your Inbox.