წარმოიდგინეთ ტიპური დღე: ბარიდან ლუდის ბოთლით გამოდიხარ და მეგობარს რაღაცაზე გამალებული ექაქანები, ისიც თავს გიქნევს. მზეა. სათვალეზე შემოვლებულ მეტალის ჩარჩოზე სხივები ირეკლება. ქუჩის კუთხეში შემოუხვიეთ. ერთი ნაბიჯი, ორი, სამი და… შენ წინ ქვაფენილი გასკდა და ნათლად ხედავ ქვესკნელიდან ამომძვრალ ურჩხულებს. შიში გიპყრობთ. ადგილზე შეშდებით. ლუდის ბოთლი ქვაფენილზე ენარცხება და ქაფიანი სითხე ფეხებზე გეშხეფება. ასე გაშტერებულ დგახართ მანამ, სანამ საპირიპირო მიმართულებით ვინმე დაუკვირვებელი მოქალაქე ჩქარი ნაბიჯით არ გაივლის უფსკრულის თავზე… უკვე ამჩნევ “უფსკრულზე” დასერილ ქვაფენილთა ხაზებს. ხვდები, რომ სამგანზომილებიან ტყვეობაში აღმოჩნდი
3 განზომილება ეს ის ძალაა, რომელიც თვალს ახალი ხრიკებით ატყუებს და “დასწრების ეფექტს” აძლიერებს. მისი მთავარი დანიშნულებაა, მნახველმა არა მხოლოდ იხილოს ნამუშევარი, არამედ “აღმოჩნეს” მასში.
რამდენიმე დღის წინ მხატვარ ჯულიან ბივერის ნახატებს გადავაწყდი და კიდევ უფრო დავინტერესდი მისით. თავიდან კაიფი და ღადაობა მეგონა, მერე კომპიუტერით გაკეთებული სისულელეები, მაგრამ როდესაც დავრწმუნდი მის სინამდვილეში, გამოვშტეეეეეეერდი :O
სტილი, რომლის დამკვიდრება ინგლისელმა მხატვარმა 1990–იანი წლებიდან დაიწყო ზე–დამაჯერებელი რეალობის შექმნა ჰქვია, რომელიც ევროპული მხატვრობის სკოლიდან მომდინარეობს. მისი სახელია Trompe-l’œil ანუ “მოატყუე თვალი” (ფრანგ.) და ეს ხელოვნება სამი განზომილების გამოსახულების შექმნას ემსახურება. ევროპის მრავალი ტაძრის კედლებზე გამოსახული Trompe-l’œil ნახატები სივრცესა და რაკურსზეა გათვლილი და გასაოცარ შთაბეჭდილებას ქმნის. ჯულიან ბივერმა კი ყოველივე ეს ქვაფენილზე გადაიტანა, რითაც 3D ხელოვნებას პოპულარობა შესძინა და უფრო ხელმისაწვდომი გახადა.
ტექნიკა: ჯულიან ბივრი მუშაობას დილით იწყებს და ქაღალდზე დახაზული კონტური ქვაფნილზე გადააქვს. აქ სიზუსტის ზედმიწევნითი დაცვაა საჭირო. ჯულიანს ამაში კამერა ეხმარება, რომელიც იმ რაკურსით დგას, რომლითაც დამთვალიერებელმა ეფექტი უნდა დაინახოს.
ზოგჯერ მხატვარი პირდაპირ ნატურმორტს ხატავს. სივრცს ზუსტი განაწილება აქ ყველაფერია. პატარა შეცდომაც და რეალობის განცდა იკარგება. ნახატი სხვადასხვა ფერის, სახისა და ზომის პასტელით სრულდბა. მისი ზეთოვანი შიგთავსი ნახატს დიდი ხნის განმავლობაში იცავს წვიმის ზემოქმედბისაგან.
ქვაფენილის სამგანზომილებიანი მხატვრობის მთავარი ინსტრუმენტი სწორი რაკურსი, ანუ ნახატის სწორი კუთხით მზერაა. თუ სხვა მხრიდან შეხედავ, ქვაფენილზე გაწელილ ფერად გამოსახულებას დაინახავ, რომელიც დიდად ვერ გაგაოცებს. აი, მაგალითად, გლობუსი:
იგივე ნახატი, ოღონდ სხვა რაკურსით. თურმე ელიფსი ყოფილა
ვისაც გსურთ, უფრო მეტად გაოცდეთ, ეს ვიდეოები დაეხმარებათ:
მე აქ გავჩერდები, დანარჩენი თქვენ გააგრძელეთ


















































February 19, 2010 at 6:37 pm
ამას ჰქვია გონების(ჩემი გონების) მასშტაბური დაქლიავებაი
February 19, 2010 at 6:47 pm
ძალიან მაგარი ტექნიკაა და ორიგინალური ფორმა ნახატის გადმოცემის ამას აქ რომელ საუკუნეში დაამუღამებენ ეშმაკმა უწყის დიდი ხანი არ გვეღირსება რუსთაველძე მსგავსი ნახატები ასე რომ დავტკბეთ ამ მშვენიერებით ხო და მოვატყუოთ თვალი თუ როგორაა
February 20, 2010 at 12:39 am
გაჩერდი!…
მმკ–მ არ გაიგოს, თორე მერე ნახე საფლავების ამოთხრა
February 19, 2010 at 7:12 pm
ბავშვობაში მქონდა ნახატი რომელსაც დიდხანს თუ დააკვირდებოდI იგივე ეფექტს იძლეოდა რასაც დღეს 3D . ანუ სიღრმის ილუზიას : )) საინტერესო ტექნიკა ვერაფერს იტყვი
February 19, 2010 at 7:23 pm
მაგარიააა… თბილისშიც გვინდა ასეთი ხალხიიი
February 19, 2010 at 10:43 pm
ვიცოდი ეს და ნახატებიც ნანახი მქონდა, მაგარია :პ
February 20, 2010 at 12:40 am
შენ კარქი გოგო ხარ
:თავზეხელისგადასმა:
February 20, 2010 at 7:28 am
აუ ყბა ჩამომძვრა :დ
ძალიან მაგარია
და იმდენად რეალური, რომ ჩემი სიმაღლის შიში გამომიმჟღანვდა როგორც კი იმ სურათებს შევხედე, ჩასავარდნები რომლებიცაა :დ ყინულის ღრმული როა ის ხო საერთოდ..:|
February 20, 2010 at 7:34 am
gaverTe
bevri naxati kompshi makvs,bevris ak vnaxe
February 20, 2010 at 8:23 am
wow
February 20, 2010 at 7:12 pm
aah, dzalian magaria! Tinys ar iyos, simaglidan vardnebi rom davinaxe, shemajrjola
February 20, 2010 at 8:58 pm
არ მეგონა, ექიმებს ამდენი ფოგია თუ ჭირდათ (“ამდენში” სიმაღლის შიში ვიგულისხმე)
February 20, 2010 at 9:08 pm
vuah… ილუზია :O
ავღფრთოვანდი :ყეს:
February 21, 2010 at 9:14 am
ეს ის შემთხვევაა როცა გაოცებული ვუცქერ რაღაცას და ვამბობ აი საოცრებათქო! ზურიუს მადლობა! მაგრად მესიამუვნა ეხლა ეს პოსტი!
February 21, 2010 at 3:57 pm
xelovnebaa
)))
madloba zuriuss
am mxatvarze adrec msmenia tumca aseti sruli katalogi ar mqonda nanaxi
February 21, 2010 at 10:14 pm
არ მჯერა მე მაგისი
February 21, 2010 at 10:19 pm
მე სააკაშვილის არ მჯერა
February 21, 2010 at 11:03 pm
ძალიან მაგარია. ზოგი ნახატი ნანახი მქონდა. ის ყინულის ღრმული ყველაზე მაგარია
February 22, 2010 at 9:26 am
:O
February 22, 2010 at 7:48 pm
magaria, erti egeti unda gavaketo chemi skolis tsin, rame jojoxetshi chasavarnds ro asaxavdes
February 22, 2010 at 8:44 pm
აუ, მიტინგზე იქნება მაგარი
February 25, 2010 at 8:31 am
აუ, ბოლოს წინა ვიდეოს ფონად რაც აქვს გაკეთებული, ეგ თუ შეგიძლია mp3 ფორმატში რომ მიპოვო? ძალიან მომეწონა.
დღეს მაგ მელოდიამ გამაღვიძა, ჩემი და კითხულობდა ამ პოსტს და მაგ ვიდეოსაც უყურა. მე ადრე მქონდა ნანახი და მაგარია :up:
April 29, 2010 at 1:24 pm
საინტერესოა კამერითაა ასეთი ეფექტური თუ ლაივშიც
April 29, 2010 at 8:26 pm
ლაივშიც, ოღონდ მხოლოდ ერთი რაკურსით
May 20, 2011 at 5:21 pm
მაგარია. ნეტა, ჩვენთან თუ მოხატავენ ასე ტროტუარს? ნორმალური გრაფიტიც კი არ შემხვედრია თბილისში.
მე აშკარად ფეხი ამერეოდა 3D ტროტუარზე, მაგრამ მაინც : )
May 20, 2011 at 6:52 pm
ვინ გაღირსებს აქ
ქეთ, ეს ბლოგი რამდენი ხანია, გამოვცვალე. ახლა Zurriuss.Ge ვარ :დ
May 24, 2011 at 7:45 am
მე კიდევ აქ ვიხედები ხოლმე : )
გადმოვინაცვლებ