Apple Worm ანუ მარაზმი პოსტები

ბლოგზე მარაზმი პოსტების ნახვა იგივეა, ვაშლი მოკბიჩო და იქ მოკალათებულ ჭიას გადააწყდე…

(ცხონებული “მე”–ს გამონათქვამბიდან)

უსაქმურად ყოფნა ყოველთვის უსაქმურობას არ ნიშნავს. ბლოგების თვალიერებას მივყავი ხელი. მაინტერესებდა, რა ტენდენციებია ჩვენში. ვის რა აინტერესებს, ვინ რა დონეზეა და, საერთოდ, რა გვეტაკა ქართველებს?

ვინაიდან ბლოგერები ჩვენს აზრს გამოვთქვამთ და ბლოგიც ამისთვის არსებობს,  დღეს რამდენიმე პოსტს არ შევიწყალებ :)

შენიშვნა: იმედია, ამ პოსტს სკანდალურობაში არ ჩამომართმევთ. ვის ვის და მე და ჯორჯ ქლუნის ეგ ნაღდად არ გვჭირდება (ოოო, სტოპ ახლა მეც თორე მომსვამენ კაი ადგილას!…) :mrgreen:

მოკლედ, ოდნოკლასსნიკიზმმა ფეისბუკში ხომ შეაღწია მარაზმობა ქვიზებისა და Yes/No–ები სახით, ახლა აქაც შემოდის. ისე გამოდის, თითქოს განგაშის ზარის შემოკვრა მინდა, მაგრამ ასე არ არის. სოციალური მედია ყველაზე თავისუფალი მედიაა და მასში ყველაფერი უნდა იყოს. ამიტომაც მე ვაკრიტიკებ არა ბლოგებს ან ბლოგერებს, არამედ პოსტებს. ანუ არავის გადამტერების გეგმა არ დამისახავს. უბრალოდ, არ შემიძლია, მარაზმობებზე არ ვიკაიფო ;)

  1. რაღა სხვისით დავიწყო და მეც აღმომაჩნდა ერთი ეგეთი ჯოჯო: “სერგის კოლოკვიუმი”. ამასთან დაკავშირებით აქ ვერ ვიტყვი… ცრემლები მაღრჩობს… “პროფილში”… “პროფილში” წავალ, მაიას მოწყალების ქვეშ ავქვითინდები :mrgreen: :mrgreen:
  2. შემდეგი შედევრი “°•♥ ჩემი მწვანე ოთახი ♥•°“–ზე დაიწერა და Not to DOs … Special Edition for Men. აქ სხარტი ენითა და სიტყვათა მინიმალური რაოდენობით არის გადმოცემული ავტორის ნერვული აშლილობა და მისი ინტიმური ფიქრები შემწვარ კვერცხზე.
  3. მორიგი სიბრძნე Niniana’s Blogზე იშვა და “მუსიკა” ჰქვია. ამ მრავალსიტყვიან პოსტზე ბევრის დაწერა შეიძლება, მაგრამ ჩემს აზრს თავს არ მოგახვევთ. :mrgreen:
  4. საკმაოდ პოპულარული სათაურის მქონე ბლოგ “….“–ზე დაწერილ პოსტთან დაკავშირებით პრეტენზია ნამდვილად არ მაქვს. მას “ჯონი დეპი” ჰქვია და ამ ადამიანის ბიოგრაფიაა. მაგრამ მარაზმი პოსტის ბოლოს მოთავსებულ სურათშია. :mrgreen:
  5. გადავედით შემდეგზე. ერთ–ერთ “რა დედამ გშობა” პოსტს monkey’s sexy blog–ზე წავაწყდი, სახელად “გამარჯობა დაიკო!!!“. ვიფიქრე, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ავტორის შთაგონების წყარო. მერე გამახსენდა, რომ გლდანს ნაგავსაყრელის სუნი აღარ შეაწუხებს და მივხვდი, რომ აწი რაღა გვიჭირს. ;)
  6. Mr. Picasso–ს, ალბათ, ძალიან გაუხარდება, როცა გაიგებს, რომ მისი პოსტი ჩემს ბლოგზე დავთაგე. პოსტს ჰქვია “პოდკასტი_”ჩვენ და ახალი მედია საშუალებები. მე რომ არ ვიბოდიალო, ამ ბოდიალს თქვენ მოუსმინეთ თუ კაია :P
  7. სატირულ–იუმორისტულ–თვითირონიულ–ამორფულ–თეოლოგიური პოსტი ვიპოვე SHALVA–ს ბლოგზე, სახელწოდებით ჩემს შესახებ. როგორც ხედავთ, შალვა 3 დეკემბრის  მერე ელოდება პასუხს და ვისაც კეთილი გული გაქვთ, დაუკომენტეთ :mrgreen:

როგორც ხედავთ, ბედნიერი რიცხვით დავასრულე პოსტი ესე, რაც მცირეოდენ იმედს მიტოვებს, რომ კიდევ და კიდევაც დაიზრდებიან ბლოგებზედ პოსტნი მარაზმნი :)

33 Responses to “Apple Worm ანუ მარაზმი პოსტები”

  1. kevana Says:

    uh :D
    taste differs

  2. Irina_K Says:

    ratomgac megona rom chem romelime posts wavawydebodi aq : )) da bolomde rom wavikitxe amovisuntqe :) ):))=))

  3. Natalia Says:

    ეჰ ზურიუს, მე მართლა რაღაცას ველოდი ამ პოსტისგან, მაგრამ მგონი შენც ჭია დამახვედრე : ))

    მარტო პოსტების ჩამოწერა რა იყო, უნდა განგეხილა რატომ თვლი თითოეულს მარაზმად, თორემ ეხლა მე სათითაოდ იქ არ გადავალ და არ წავიკითხავ, მხოლოდ იმის გამო, რომ დავრწმუნდე შენი ნათქვამის სისწორეში : ))

    • zurriuss Says:

      რომ არა იმედგაცრუება, ადამიანებს ნაკლები გასართობი ექნებოდათ ცხოვრებაში, ნატ :)

  4. Landish Says:

    ე, მე რატო არ ვარ? : (

  5. ლილიანი Says:

    kritika kargia mxolod mashin rodesac kritikosis azrs moicavs ;)

    • zurriuss Says:

      ჰო, აი, ეგ ვერა და ვერ გამოვიმუშავე. ჟურნალისტიკა ძალიან შემაჯდა რა :)

      • ჯღანცხ Says:

        რა შუაშია ჟურნალისტიკა, როცა კრიტიკოსობ და თავი მოგაქვს რომ შენს აზრებს რაღაცა წონა აქვს, მაშინ უნდა იკადრო და არ დაიზარო თითოეული პოსტის განხილვა, ვინ ვინ და მე კი ვიცი რო დაგეზარა :D
        მარა ვიცი რატომაც დაგეზარა, შენ მოგიკვდი, რამდენს შრომობს ჩემი ბიჭი და ვინ უფასებს :( ((((

  6. ket_eva_n Says:

    bodishi da, nu gautrake am blogerebs ra :D daanebe tavi :D :D

  7. ket_eva_n Says:

    bodishi da, nu gautrake am blogerebs ra :D daanebe tavi :D :D :D

    • zurriuss Says:

      “ტრაკი” არ ახსენო, თორე მაგის ხსენებისათვის დამსჯელი ბლოგერები აქეთ გაგიტრაკებენ :) :) :) :)

  8. Goddess Says:

    ბოლო ლინკი გაასწორე. “ჩემს შესახებ” რომ არის ახალ ფანჯარაში არ იხსნება, შენი საიტიდან გადავყავარ.. მკითხველი დაგეკარგება :p

  9. iameosi Says:

    ჩემს თავს ვეძებდი :) .
    მარა, ვერც მე გავიგე მაინც რა არ მოგწონს ამ ხალხში. მარაზმიო რომ იძახი…აკრიტიკებ და ბოლომდე არ “ილანძღები” :) მეტი დრამატიზმი მინდა, მეტი! თუ წერ მარაზმიო, დამისაბუთე! :)
    თუ არადა, გაანებე ამ ხალხს თავი. უნდათ ჯონი დეპის ციმციმა სურათს დადებენ და თუ უნდათ ქრისტე ეგონებათ თავი. ნუ იშლი ნერვებს :)

    ველი შენს შემდეგ პოსტებს :)

    • zurriuss Says:

      ჩემი არგუმენტებისაგან თავი იმიტომ შევიკავე, რომ არ ვიცი, როგორ შევაფასო ის პოსტები. ნუ ვერც ერთ კატეგორიას ვერ მოვარგე და მაგიტომ ვიხმარე სიტყვა “მარაზმი”.
      მეორეც, მე ბლოგებს და ბლოგერებს არ ვეხები, ასე რომ, ნუ ღელავ :)

      • iameosi Says:

        არა, მე ისედაც წყნარად ვიყავი :) მე მარაზმებში არ მოვხვდი და გადიდგულებულმა დაგიწერე ეგ! :)

  10. niniana Says:

    სანამ რაღაცას მარაზმად ჩათვლი იქნებ დაფიქრდე თავად უარესი მარაზმი ხომ არ გამოგდის.
    არ ვაპირებ თავი ვიმართლო იმის გამო ,რომ “ვიღაც ჟურნალისტს” საკმაოდ დიდი წარმოდგნა აქვს თავის თავზე.
    მაგარი ვიხალისე.
    მასე გააგრძელე.

    • zurriuss Says:

      კარგად რომ წაგეკითხა პოსტი, მიხვდებოდი, რომ მე არავისგან ვითხოვ თავის მართლებას და არც რაიმე პრეტენზია მაქვს საკუთარ თავზე, ვინაიდან მეც დამიწერია მარაზმი პოსტი. გულს ნუ გაიტეხ ;)

      • niniana Says:

        კარგი რა , მეტყობა რამე გულის გატეხვის?
        სინამდვილეში არანაირი პოსტი ეგ არ ყოფილა, უბრალოდ ვნახე ახალი გვერდი როგორ ემატებოდა :)
        მაგარი გამეცინა შენს პოსტზე

  11. ket_eva_n Says:

    პროვოკატორი ხარ ზურა რა ;) :) )

  12. dreamar Says:

    ramdeni vicine.gansakutrebit bolo postze :D

  13. pelagiaa Says:

    მდააა .. და აი ასე დაიბადა იnტრიგა! ფრიად საინტერესო იყო! (y)

  14. Oroli Says:

    ვაიმე მე-5-ს კომენტარები წაიკითხეთ ბოლოს =))))))))))))

    • Oroli Says:

      აუ, შალვას მართლა მაგრად უჭირს და დავეხმაროთ როგორმე? :|

  15. mr.picasso Says:

    ღმერთიო ჩემო ნუთუ თვით ზურიუსის ბლოგზე მოხვდა ამ პოსტის თაგი ო დიდო ზარატუსტრა აგერ უკვე მესამე ადამიანმა მოისმინა ჩვენი ბოდიალი საათ ნახევრის განმავლობაში და შეუსვენებლად აქამდე ვფიქრობდი ვინმეს ხომ არჩაეძინა ბლოგზეთქო და აი მიზეზიც ერი დაგიფასებს ზურრიუსს ამ დიდებულ ფაქტს ჩემი ბლოგის ისტორიაში შეტანილს:P

  16. სამადლობელი + Ashes and Snow | Zurriuss.Ge Says:

    [...] ვხედავ, ჩემმა წინა პოსტმა სკანდალი არ გამოიწვია და შემიძლია [...]


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.