ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

მოგზაურობა მიწისქვეშა სამეფოში (ფოტოკოლაჟი)

23 Comments


დღეს ისევ Discovery როლში ვიქნები…

მღვიმეები… ერთ–ერთი ყველაზე ამოუცნობი ფენომენი დედამიწის ქერქისა. წყლით ნაკვეთი ანტიკვარისა და კრისტალური სკულპტურების დარბაზები, მიწისქვეშა სამეფო. მხოლოდ ასეთ ადგილს თუ აირჩევდა ჰადესი იმიერის გარდაცვლილთა იმპერიის ცენტრად.

იმ დროს, როცა შატლები და რაკეტები კოსმოსის შესასწავლად მიშხუილებენ, გამოქვაბულთა შესახებ მხოლოდ ახლა ვიტყობთ ამბებს.

ვინც  არ დაინტერესდით, თავს ნუღარ იწვალებთ და სხვა დროს შემოდით, დანარჩენთა საყურადღებოდ: გადავეშვით მიწისქვეშა სამეფოში!…

მღვიმე, იგივე გამოქვაბული, მხოლოდ კირქვის ტიპის ქანებში ჩნდება, რომელიც, თავის მხრივ, ზღვური წარმონაქმნია. კირქვა მილიარდობით წლის შედეგად გარდაქმნილი ნიჟარებისა და მარჯნის ნაწილაკების შეერთებით მიიღება. გამოდის, რომ კირქვის მთები და ყველა ის ადგილი, სადაც მღვიმეა, ოდესღაც ზღვის ფსკერს წარმოადგენდა.

რა ქმნის მღვიმეს? – წყალი, ჩვეულებრივი მტკნარი წყალი.

როდესაც  პატარა მდინარე მიწის წიაღში, კირქვის ფენებში ჩაედინება, იგი მიმართულებას იცვლის და უფრო ხელსაყრელი ადგილისაკენ მიედინება. აქ იწყება ამ უჩვეულო სითხის ყვლაზე საოცარი, დამანგრეველი ძალის დემონსტირება. ნიადაგში წყალი (H2O) ნახშირორჟანგს ხსნის. ამ რეაქციის შედეგად წარმოიქნმნება მჟავა, რომელიც ნელ–ნელა ჟლის კირს. გავახანგრძლივოთ ეს პროცესი მილიონობით წლით და მივიღებთ გამოქვაბულთა ისეთ ხლართულებს, რომლებიც კილომეტრებზეა გადაჭიმული.

წყლის მეორე თვისება აღდგენაა. მღვიმეში გამდინარე მდინარეს, ნგრევასთან ერთად, დიდი მშენებლობაც მოაქვს. კედლებიდან გამოჟონილ წყალში კირქვის უმცირესი ნაწილაკებია გახსნილი. წყალი წვეთავს და ჰაერთან შეხებისას მისი ნაწილი კალციტის მინერალად გარდაიქნმნება. თითოეული წვეთი მიკროსკოპული რაოდენობის კალციტს ტოვებს, მას სხვა შემდეგი წვეთიდან გამორჩენილი კრისტალები დაემატება. ათასობით წელი და მღვიმეში ახალი წარმონაქმნები ჩნდება: სტალაქტიტები (დაკიდებული ლოლოები) და სტალაგმიტები (მიწიდან ამოზრდილი ლოლოები). პირველი მათგანი წვეთის მოწყდომის შედეგად ჩნდება, მეორე – დაცემისას. გადის დრო და ზოგიერთი სტალაქტიდი და სტალაგმიტი ერთდება და ქმნიან სტალაგნატს, “მღვიმის ბოძს”.

სტალაქტიტის წარმოქმნის დაჩქარებული პროცესი

სტალაქტიტი

სტალაგმიტი

სტალაქტიდები თავდაყირა დაკიდებულ ორკესტრს ჰგავს, რომელთა ინსტრუმენტებიც წვეთების სიმფონიას უკრავენ.

ჩემი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ერთ მღვიმეში ვარ ნამყოფი, სათაფლიაზე. ციოდა შიგ. სამაგიეროდ, წელიწადის ნებისმიერ დროს ერთი და იგივე ტემპერატურაა. ისეთი უცნაური ჰაერია, 10 წელზე მეტია გასული და მაინც მახსოვს მისი გემო. ამბობენ, უნიკალური თვისებები აქვსო. სხვათა შორის, ახლა მისი შესწავლა–გაკეთება მიმდინარეობს და ტურისტულ სანახაობაში კარგ ადგილს უწინასწარმეტყველებენ. მღვიმე ბოლომდე გამოკვლეული არ არის, რაც თავისებურ სტიმულს აძლევს მეცნიერებს. ამასთან ერთად, შიგნით საოცარი და აქამდე თვალით უნახავი პეიზაჟებია. მოკლედ, უნდა გვეამაყებოდეს, რომ ასეთი საინტერესო მღვიმეც გვაქვს.

მიწისქვეშა სამეფო

აბუკუმა–დო, იაპონია

ალი–სადრი, ირანი

ავშალომი, ისრაელი

კარლსბადი, აშშ

კასტელანა, იტალია

მერცხლების გამოქვაბული, მექსიკა

მღვიმე კირქვის კლდეშია და მისი სიმაღლე (თუ სიღრმე) 333 მეტრია და ექსტრემალური სპორტის მოყვარულები პარაშუტით ხტომისათვის იყენებენ

მერცხლების მღვიმე ერთ–ერთი ყველაზე ღრმაა მსოფლიოში

კრისტალების გამოქვაბული, მექსიკა

ბუნების ეს საოცრება მსოფლიოს ყველაზე დიდ კრისტალებს უყრის თავს. ყველაზე დიდი კი სიგრძეში 11, ხოლო სიგანეში 4 მეტრია და 55 ტონას იწონის. საოცარი კი ის არის, რომ მღვიმის შესახებ 2000 წლამდე არაფერი იცოდნენ. მღვიმის ბუნებრივი ტემპერატურა 44 გრადუსია და, სპეციალური აღჭურვილობის გარეშე, იქ გაჩერება 10 წუთზე მეტ ხანს შეუძლებელია.

მანათობელ ჭიაყელათა გამოქვაბული, ახალი ზელანდია

ეს მღვიმე სწორედ ამ სახის არსებებით არის ცნობილი. ლორწოვანი ჭიაყელები, რომლებიც კედლებზე ბინადრობენ, ერთგვარ ქსელს ქსოვენ, რომელშიც მანათობელი ქიმიური რეაქცია მიმდინარეობს. სიბნელეში იგი მწერებს იზიდავს, რომლებიც ლორწოვან ქსელს ეწებებიან. მანათობელი ჭიაყელა ობობას პრინციპით მოქმედებს.

მამონტის მღვიმე, აშშ

ამ სტალაქტიდს "გაყინული ნიაგარა" ჰქვია

ღარიბი რაინდების კუნძული, ახალი ზელანდია

პუერტო პრინცესა, ფილიპინები

წყალქვეშა მღვიმეები, მექსიკა

ცენოტისები მსოფლიოს ყველაზე დიდი მტკნარი წყლის ჭებია. საუკუნეების განმავლობაში ისინი წარსულის ერთ–ერთ უდიდეს ცივილიზაციას, მაიას ტომებს სასმელი წყლით ამარაგებდნენ. მათს სიღმეში კი თვითმყოფადი საოცრებაა, რომელიც არც ერთ წყლოვან წარმონაქმნს არ ჰგავს. ცენოტისების ფსკერზე ზღვიდან შემოსული მლაშე წყალია, რომელიც იმდენად მძიმეა, რომ ზედაპირზე ვერ აღწევს. ასეთი ჭები ბუნებრივად უკავშირდება ოკეანეებს.

აქ ორი ტიპის წყალია. ქვედა ნაწილი მარილით გაჯერებული და მძიმეა, მის ზემოთ მოთავსებული ჩვეულებრივი წყალი კი გამჭირვალე. ეს ქმნის ჰაერის ილუზიას, თითქოს, წყლის ზედაპირია. ამას შთამბეჭდავ სანახაობას ბევრი მყვინთავი შეუცდენია.

იზოლირებულმა ბუნება ცხოველთა იზოლირებული და უცხო ჯიშები შექმნა. ბნელ ადგილებში მობინადრე თევზებსა და კიბორჩხალებს თვალები არ აქვთ, რადგან არ სჭირდებათ.

უთვალო სალამანდრა

ბელიზური თეთრი კიბორჩხალა

ვილა ლუზი, მექსიკა

ამ მღვიმეში გამდინარე წყალი გოგირდმჟავას შეიცავს და მომაკვდინებელია. მიუხედავად ამისა, აქ მაინც არსებობს სიცოცხლის სხვადასხვა ფორმა. რაც შეეხება მომწამლავ ნივთიერებას, ეს აირი დედამიწის ქერქის სიღრმიდან ამოდის და წყალთან რეაქციაში შედის.

ეს სტალაქტიდები სინამდვილეში გოგირდმჟავის ლოლოებია, რომელიც მღვიმის კედლებდან მოჟონავს

ლეჩუგია, აშშ – მსოფლიოს ყველაზე ლამაზი გამოქვაბული

მღვიმის წარმოქმნას რომ წყალთან საერთო შეიძლება არ ჰქონდეს, ეს 1986 წელს დაამტკიცეს, როდესაც აშშ–ს კლდოვანი პლატოს ქვეშ მღვიმე–საოცრება აღმოაჩინეს. ლეჩუგია ერთ–ერთი ყველაზე დიდი, ღრმა და განიერი მღვიმეა დედამიწაზე, მაგრამ მთავარი ეს არ არის. მღვიმის კედლები დაფარულია თაბაშირის უმცირესი ნაწილაკებისაგან შემდგარი კრისტალებით, რის წყალობითაც არნახული ორნამენტები იქმნება. ისინი კილომეტრებზეა გადაჭიმული. მსოფლიოს სპილეოლოგებმა ლეჩუგია ერთხმად აღიარეს პლანეტის ყველაზე ლამაზ მღვიმედ. სხვა მღვიმებისაგან განსხვავებით, ლეჩუგია არც მტკნარსა და არც ზღვის წყალს შეუქმნია. კირქვის საოცრების გამომქანდაკებლად მეცნიერები გოგირდმჟავას ასახელებენ.


გოგირდმჟავა  კირქვასთან შედის რეაქციაში და შედეგად თაბაშირის კრისტალები მიიღება, რომელიც ლეჩუგიის საოცრების მთავარი შემადგენელი ნაწილია.

ყოველ წელიწადს მეცნიერები 160 კილომეტრზე მეტი სიგრძის დარბაზს პოულობენ, მაგრამ, საერთო ჯამში, მღვიმეების ნახევარიც არ არის შესწავლილი. მიწისქვეშა სამეფოს კვლავ დიდი აღმოჩენები ელის.

About these ads

23 thoughts on “მოგზაურობა მიწისქვეშა სამეფოში (ფოტოკოლაჟი)

  1. საოცრად საინტერეო და ლამაზი იყო ყველაფერი, გაიხარე, კიდევ და კიდევ დადე ხოლმე შემეცნებითი პოსტები :)

  2. შეჩემა მომტყდა თითი სკროლინგით : ))

    მაგრად გიწვალია ფოტოების დაყრაზე ვატყობ.. : )

    მარა.. შემდეგში caption-ები გაუკეთე რა თითეულ ფოტოს, რო ყველაზე მივხვდე, რომელი რა არის და .ა.შ. : ))

    • ყველაზე მაქვს გაკეთებული. უფრო სწორედ, ზემოთ მაქვს დასათაურებული, რა რომელი არის :)

  3. momwons :) nel-nela vechvevi shens blogs :) hm …..

  4. მღვიმე ერთ ერთი ყველაზე გენიალური ადგილია რაც კი რამე მინახავს.
    საქართველოში სათაფლია ყველაზე სუსტი ადგილია, მე ვიყავი წყალტუბოში სოფელ ყუმისთავში – მელოურის მღვიმეში (16 საათი ვიყავით შიგნით)
    უგენიალურესი ადგილია.
    ერთგან სიფონშიც კი ჩავვარდი და ისეთი ბლანტი წყალი იყო ხელი ვ ერ მოვუსვი და ტიტანიკივით ჩაძირვა დავიწყე.
    ულამაზესი ნაპრალები, სტალაქტიტებსა და სხვა წანაზარდებზე რომ არაფერი ვთქვათ.

    მოკლედ ულამაზესი და ძალიან ძალიან შთამბეჭდავი ადგილია მღვიმები და ეს ფოტოები რომ ვნახე საერთოდ დორბლით გავავსე კლავიატურა, ისე მომინდა ყველაფრის ნახვა!!!

    ბრავო ზურრიუსს !!

  5. მაააგარი პოსტია! WoW…

    მანათობელი ჭიაყელები პირველად ვნახე…

    ყველაზე დიდი სიამოვნებით, მაინც წყალქვეშა მღვიმეებს ვნახავდი…

    დაა… ლეჩუგია მართლა ლამაზი გამოქვაბულია :)

  6. წლის პოსტ! მეორეჯერ შემოვდივარ და ვატყობ კიდე შემოვალ ამ პოსტის ხელახლა წასაკითხად :დ

    რამდენი საინტერესო რამეა ამ ქვეყნად, რამდენი საოცრება… და ნუთუ შეიძლება ვინმე აღმოჩნდეს ისეთი, ვისაც ეს არ აინტერესებდეს?
    უხ რატო არ ვარ ბიჭი რა… მაშინ უფრო იოლად გამიშვებდნენ შინაურები და მეც წავიდოდი მარტო, ზურგჩანთით, მთელ საქართველოს მოვივლიდი ჯერ… აჰმნ…

  7. სათაფლიას ნავენახარის მღვიმე ჯობს, იქვეა გზად. და სუნზე რაც თქვი, 5 წლის უკან ვარ ნამყოფი და ახლაც მახსოვს ის წმინდა ჰაერი, რაც იქაა. კიდევ წავიდოდი სიამოვნებით….ინფორმაციული და კარგად გაკეტებული პოსტია :))) მომეწონა ბალანჩინ :)

  8. საინტერესო პოსტია. სამწუხაროდ მღვიმე არც მაქვს ნანახი :((

  9. ძალიან საინტერესოა ნამდვილად :)

  10. ძალიან საინტერესო და ულამაზესი ადგილებია , არც მე ვარ ნამყოფი მღვიმეში და დიდი სიამოვნებით მოვინახულებდი. ისე ძაან ცივა მინუსებში ყოფილა ტემპერატურა.

  11. რომ შემეძლოს ყველაფერს მივატოვებდი ახლავე და ამ ყველაფრის სანახავად წავიდოდი.
    გაშვების არა, სამაგიეროდ, ზურიუს, შენნაირი პრობლემა მაქვს – ფულის ნაკლებობა.

    მომეწონა ყველაფერი, მაგრამ თან გული დამწყდა, რომ მხოლოდ სურათებს ვუყურებ და ვინ იცის, ოდესმე სინამდვილეში თუ შემეძლება ნახვა.

    • ისრაელში თუ მოგიწევს ყოფნა, რისი დიდი შანსიც, ჩემთან შედარებით გაქვს, აუცილებლად ნახე. შოკოლადისგან გაკეთებული მგონია ავშალომის მღვიმე :) :)

  12. ფულზე ნუ ტირიხარ:)
    გექნება :)
    მომეწონა მართლა და დიდი მადლობა!
    კარგი იქნება საქართველოზე თუ გააკეთებ ანალოგიურს. ძალიან ბევრი საინტერესო მღვიმეა, მათ შორის ერთი ახალ ათონში. ნუ იქ ჯერ ვერ წავალთ, ცნობილი მიზეზების გამო. ახლა აღმოუჩენიათ კიდევ რაღაც საოცრება და თუ დაადგენ სად არის როგორ უნდა წავიდეთ, მგზავრობის ხარჯებს გავიღებთ :):):):):)

    • ვაჰ, არ ვიცოდი! გავარკვევ აუცილებლად. საოცრება ხალხს ერთი ახალი ბუნებრივი საოცრებაც კი გვეკუთვნის ;)))

  13. საინტერესო იყო მოგზაურობა შენთან ერთად მიწისქვეშა სამეფოში ზურიუს! ჭიაყელებს ვერ ვიტან მაგრამ მანათობელა ჭიაყელებმა მომხიბლეს! და შემცივდა! გავიყინეეე!

  14. ძალიან საინტერესო სურათებია, მიუხედავად იმისა, რომ ეს სფერო ძალიან მიზიდავს ერთხელაც ვერ მოვახერხე რომელიმე მღვიმის დათვალიერება. დიდი სურვილი მაქვე თუნდაც ერთხელ საკუთარი თვალით ვნახო ბუნების სე საოცრება :)

  15. ბიჭოოოო!! ეს პოსტი რამდენი ხანია მინდოდა რო წამეკითხა ეე და ძლივს მოვაბი თავი, ტოისწ მე მეგონა რო წასაკითხი იყო თორემ ამის მერე როცა მომინდება შემოვალ და დავათვალიერებ…
    შენ კიდე ტიპური კირჩხიბი ნუ! :)))))

  16. ძალიან საინტერესოა, და ძალიან ლამაზი სურათებია, დიდი მადლობა :)

  17. devo avdaliani ylea :D magari suratebia

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,481 other followers