ეს პოსტი პიარსკოლის ბლოგზე დავწერე და გადავწყვიტე, რატომაც არა! აქაც გადმოვიტან
პიარზე უნდა დავწერო. სულ მინდოდა, როგორღაც დამეკავშირებინა ჩემი “საბლოგერო კარიერა” ამ სფეროსთან. ბოლო დროს ნელ–ნელა აღმოვაჩინე და გავაცნობიერე, რომ ყველა თანამედროვე და ძალზე ცნობილი პიროვნების, მოვლენისა თუ გადაწყვეტილების (მოკლედ, ყველაფრის) უკან დგას ის, რაც ჯერ ყველასთვის ხილული არ არის. ეს პიარია.
როდესაც კინოვარსკვლავი საჯარო გამოსვლისას თავის ჰალსტუხს მოიხსნის (მაგალითი გამოგონილია) და განაცხადებს, რომ ამ ნივთის ფასად 100 ადამიანი ერთი კვირის განმავლობაში უფასოდ გამოიკვებებოდა და თვალცრემლიანი ჰალსტუხს აუქციონზე გაიტანს, ესეც პიარია. წინასწარ დაგეგმილი და აუდიტორიის კეთილგანწყობაზე გათვლილი პიარი. ამ კინოვარსკვლავის იმიჯმეიკერები დიდხანს იფიქრებდნენ, თუ მისი რომელი ნივთი გამხდარიყო “ქველმოქმედების მსხვერპლი”.
დღეს პიარი – ეს ჩემთვის ახალი აღმოჩენა, – უფრო და უფრო იკრებს ძალებს და მასაზე ზემოქმედების არეალსაც ზრდის. როცორც დადებით, ისე უარყოფით კონტექსტში. მე დადებითზე ვისაუბრებ, რადგან არ მინდა, თავიდანვე ცუდით დავიწყო. საერთოდ, ცუდისა და კარგის გარჩევა, ეს სხვა თემაა და ახლა მაგაზე ფიქრით ნერვებს არ მოგიშლით
ამ თემაზე ადრეც დავწერე:
ვინ იყო სიუზენ ბოილი თუნდაც შარშან ამ დროს? – შოტლანდიის ერთ–ერთი გაუთლელი სოფლელი.

ვინ არის სიუზენ ბოილი დღეს? – მსოფლიოში თუ არა, ევროპასა და აშშ–ში საყოველთაოდ ცნობილი მომღერალი.

მისი დებიუტი შოუში Britain’s Got Talent შედგა. “მე ვარ 47 წლის, მაგრამ ისევ ფორმაში ვარ. რა, არ მეტყობა?
მინდა, ვიმღერო I Dreamed A Dream”. ხალხს სიცილი აუტყდა. როგორ შეიძლებოდა ამ ხნის ქალს, რომელიც პროვინციული აქცენტით საუბრობდა, მოეხდინა სასწაული და კრიტიკულად განწყობილი აუდიტორიის სიმპათია მოეპოვებინა? ძალიან უბრალოდ: პირველივე ფრაზიდან, პირველივე ბგერებიდან “I dreamed a dream…” სიუზენ ბოილის “dream”-მა ასრულება დაიწყო. იგი უკვე იმ წუთებშივე ვარსკვლავი გახდა. ჯერ იმ დარბაზში, შემდეგ კი, YouTube–ის წყალობით, მთელს მსოფლიოში.
დაუჯერებელ ამბავს, რომელიც 47 წლის ქალს თავს გადახდა კონკიას ისტორია აქვს. შეუხედავი ქალბატონი დღეს გაცილებით უკეთ გამოიყურება, გაცილებით ძვირადღირებულ და მოდურ ტანსაცმელს იცვამს და უკვე საკუთარი ალბომიც გამოუშვა. ლეგენდა კი ასეთია: შუა ხნის სოფლელ კონკიას ოცნება აუსრულდა და მუსიკალურ გენიად იქცა. ამ ლეგენდის შექმნაში, ჩამოყალიბებასა და გავრცელებაში კი, რა თქმა უნდა, პიარის მძლავრი მანქანა მუშაობს. ვინაიდან და რადგანაც, ლეგენდა ნამდვილია, ახლა მთავარია მისი კარგად და გემოვნებიანად შეფუთვა და ფართო აუდიტორიისათვის გაცნობა.
მგონი, ყველაფერი ნათელი იქნება, როცა ამ ორ ვიდეოს დააკვირდებით: ერთი არის სიუზან ბოილის პირველი გამოსვლა, ასე ვთქვათ, გარდაქმნამდე (სიმღერა – I Dreamed A Dream); მეორე კი უკვე აღიარების შემდეგ… (Wild Horses) მე კი წარმატებებს გისურვებთ თქვენც და საკუთარ თავსაც

















December 21, 2009 at 6:55 pm
პიარი ძალზე მძლავრი იარაღია რომლის სწორად გამოყენება მნიშვნელოვან შედეგს გვაძლევს. რატომღაც მსგავსი პიარის ქართული მაგალითები არ მახსენდება
December 22, 2009 at 12:54 am
იქნება და აწი იქნეს
December 21, 2009 at 7:02 pm
yba camomvardaaa
ra ze qaliaaa!!!!
movida naxa daipyro gaimarjva saxe gaazro aauf blin <3
December 22, 2009 at 12:55 am
December 21, 2009 at 7:03 pm
ui ho PRze dacera damavicyda PRis magalitia yvela adamianis gacnoba, tavis cardgena aris PR da xelovnebaa btw
December 21, 2009 at 7:10 pm
საკმაოდ კარგად შეუფუთავთ მაგრამ ჩემი აზრით სოფლური იერი მაინც წაჰკრავს
December 22, 2009 at 12:57 am
კი, წაკრავს, აბა რა. მარა მე თუ მკითხავ, ეგეც პიარმა გამოიყენა იმ მიზნით, რომ ეჩვენებინა, აი, ჩვეულებრივ სოფლელ მოკვდავსაც შეუძლია დიდი სცენის დაპყრობაო
December 22, 2009 at 3:39 pm
კარგი რააა.. ნიჭი და შესაძლებლობა არაფერს ნიშნავს?
December 22, 2009 at 6:33 pm
კი, აბა რა! ძალიან მაგრად მღერის.
მაგრამ სიუზენ ბოილი შეუსრულებელი მისია დარჩებოდა, რომ არ გაეპიარებინათ და მისგან თანამედროვე “კონკია” არ შეექმნათ. ეგ არი და ეგ
December 22, 2009 at 9:53 am
vaimeeeeee
December 23, 2009 at 7:38 am
დო და პოსლეა
))
ფაქტია, რომ კარგად მღერის, ფაქტია, რომ ნიჭიერია, მაგრამ რომ არა რაღაც არღაცეები ისევ სოფელშჳ დაბრუნდებოდა
December 25, 2009 at 4:32 pm
es qali gamopranchvamde upro momwonda
January 1, 2010 at 6:34 pm
es siuzani hgavs adzin doma 2-shi rom mtredebis megobari qalia )))
ketili iyos chemi comment am blogze + 2010.
January 11, 2010 at 1:20 pm
მაგ პროექტში ხომ სხვებიც მონაწილეობდნენ? რატომ ისინი არ გახდნენ პოპულარულები? იმიტომ რომ ამ ქალს მართლც დიდი ნიჭი აღმოაჩნდა, რომელიც მანამდე დაფარული იყო , ესაა მთავარი აქ და არა პიარი მე მგონი
).
აქ ნიჭმა გააკეთა საქმე და არა პიარმა
January 20, 2010 at 10:05 pm
[...] საბოლოოდ, ყველაფერი ისევ სიუზენ ბოილს დავუკავშირე. რა თქმა უნდა, აბა ვინ [...]
March 1, 2010 at 9:33 pm
[...] საბოლოოდ, ყველაფერი ისევ სიუზენ ბოილს დავუკავშირე. რა თქმა უნდა, აბა ვინ [...]