არ დამიწყოთ, არასდროს მიოცნებიაო!!! მოკლედ, უტვინომ გულში დამთაგა, რომელიც არავის დაუთაგავს, და მეც დამერთო ნება, აღნიშნული თამაში გამეგრძელებინა
რახან ოცნებაა, მეც ბოლომდე გავაჯაზებ:
- Teatro Alla Scala ანუ მილანის ლა–სკალას საოპერო თეატრი, საოპერო სამყაროს “მექა”! აქ მინდა, ვიმღერო. ვინაიდან ხმა, ასე თუ ისე, მაქვს, რა ვიცი… ეგებ ოდესმე გამომივიდეს რამე. ვერდის რომელიმე ოპერა, მაგალითად, “ტრუბადური” მისწრება იქნებოდა ჩემთვის. ჩავაღიღინებდი მანრიკოს “Di Quella Pira!…”–ს

- მინდა, რომ ცნობილი მხატვარი გამოვიდე. აქედან მქონდეს ბევრი ფული: ანუ თან ჩემი ნახატები ჭკუას აკარგვინებდნენ მნახველებს, თან მეც ჭკუას ვკარგავდე მუშაობის პროცესში. არ მინდა დაუმსახურებელი არც ერთი გროში! მინდა ასევე გავაფორმო თეატრალური და, ზოგადად, მხატვრული პერფორმანსები.

- მინდა, ყველა ადამიანი მიხვდეს და იწამოს ღვთის არსებობა. მიხვდეს, რომ სამყაროს ცენტრი მზე კი არა, მზის შემქმნელია. ცოტა ძნელია ყოველივე ამის XXI საუკუნეში გაცნობიერება და, მით უმეტეს, რწმენა. ზოგიერთს ჰგონია, რომ ღმერთი ადამიანის ფანატიკოსური ბუნების ნაწილია, რომელიც ისტორიას შემორჩა. თუ ასეა, მაშინ რატომ არ სიამოვნებს მსოფლიოს უდიდეს ნაწილს ბოროტება, ტკივილი, ომი, სისხლი და სიკვდილი? იმიტომ, რომ სამყარო თავიდანვე ჩაფიქრებული იყო დადებითად – ეს კოდი კი ნებისმიერ ჩვენგანში დევს. ჩვენ, ადამიანები, სიკეთეები ვართ და მერე ხდება ჩვენი შინაგანი დაბინძურება. ჩემი აზრით, ღმერთთან სიახლოვე სწორედ იმ სისუფთავესთან სიახლოვეა, რომლის ნაწილიც ჩვენში ყოველთვის ინახება.
- მინდა სახლი. ნებისმიერი სახის სახლი. თუნდაც ერთსართულიანი ხის ქოხი. მინდა ჩემი, ჩ ე მ ი საცხოვრებელი, სადაც, როცა მომესურვება, მაშინ დავიძინებ, გავიღვიძებ. ვისაც მომესურვება, იმას მოვიპატიჟებ და, საერთოდ, ვიქნები ჩემს გემოზე…

- დაბოლოს, მინდა ჩემი ბლოგი იყოს ძალიან პოპულარული. არავის ვუწევ კონკურენციას. მე ჩემი ნიშა მაქვს და ყველას თავის ბლოგზე გაუმარჯოს
თუ ვინმე დამეხმარება, ორჯერ მეტს გავუკეთებ. სხვათა შორის, შეიძლება, სვითის ბლოგზე ვწერო ხოლმე. ბევრი რჩევა მივიღე მისგან და მინდა, სხვა სფეროებიც ვცადო ჩემს პონტში რა
…ანუ არ მინდა ამ ცხოვრებაში რაიმე ტყუილუბრალოდ ვაკეთო. სისულელესაც მინდა მიზანდასახული გავხადო. უაზრობაც აზრიანი მინდა, იყოს
ჟურნალისტიკა ჩემი ოცნება არ არის, იგი ჩემი პროფესიაა
ახლობლების კარგად ყოფნას აქ ვერ შევიტან, ვინაიდან მათ ვერც ერთ ოცნებაში ვერ ჩავატევ. მოკლედ, ასეა ჩემი საქმე
P.S. სულ დამავიწყდა: ვთაგავ

















October 15, 2009 at 6:51 pm
მე დაგტაგე და შენ არც კი გინახავს
October 15, 2009 at 9:11 pm
hee,kai ocnebebia,ocneburi
blogis popularobis ideas mec shepyrobili vyavar da kide saxli mgnoni zogadblogeruli ocnebaa
October 16, 2009 at 3:47 am
კაი ოცნებებია ^^
October 16, 2009 at 7:01 am
პირველი ორი ოცნება მაგარია, მესამე – მოულოდნელი (ჩემთვის), მეოთხე აუცილებელი და ბოლო მალე აგისრულდება მგონი
October 16, 2009 at 3:05 pm
გაიხარე ასე ჩამოყალიბებული კომენტარისთვის
March 17, 2010 at 10:13 am
imedi maqvssss
October 16, 2009 at 1:48 pm
HALLO!!!

მხატვრობა კი არ უნდა “გინდოდეს” – ეს ან იქნება შენს სულსა და სხეულში, ან – არა; შეიძლება ძაან პათეტიკური გამომივიდა, მაგრამ მხატვრობა ძალიან სხვა რამეა
გისურვებ ოცნებების ახდენას!!!
October 16, 2009 at 3:06 pm
მხატვრობა ჩემში დაბადებიდანვეა. გამიმართლა
გაიხარე, სოფ!!!
October 16, 2009 at 3:10 pm
აუ სიტყვები არ მყოფნის აღარ ქვია, აი თაყვანს ვცემ შენს 1,2 და 3 ოცნებას.
აი რამე ისეთი მინდა დავწერო რაც არასოდეს არავის არავისთვის, მოკლედ მართლა ძალიან კარგი ადამიანი ხარ…
ხელოვნება ადამიანს აკეთილშობილებს მე ასე მწამს…
October 16, 2009 at 4:02 pm
აუ, ისე მესიამოვნა ეს კომენტარი….
October 16, 2009 at 4:01 pm
ძვირფასო ზურიუს, ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, ინტერნეტი ჩამერთო დღეს როგორც იქნა, და ცოტა ზრზე რომ მოვალ, დავწერ ჩემი 5 ოცნების შესახებ, ანუ ხვალ ან ზეგ
პ.ს და მადლობა დათაგვისთვის : )
პ.პ.ს იმდენი პოსტი დამიგროვდა წასაკითხიი..
October 16, 2009 at 4:36 pm
არაფრის ჩემო კარგო
მე ბლოგები ორად გავყავი: სადაც ხშირად შევალ და საიდანაც, კეთილი ინებონ და თვითონ შემოვიდნენ
October 16, 2009 at 8:24 pm
ლასკალაში მეც მინდა მოხვედრა და ვიცი რომ მოვხვდები
October 16, 2009 at 10:43 pm
1, 2, bolo: pragmatuli… 3e agsaprtovanebeli
chemtvisac
4e yvelastvis sasurveli
October 17, 2009 at 5:33 am
მაინც გმადლობ
October 19, 2009 at 7:05 am
საინტერესოა სურვილებია
სახლზე ყველაზე მეტად მომეწონა.. მეც მინდა.. მოდი, რამდენიმე დღით სადმე წავიდეთ.. მიყრუებულ ადგილას
October 19, 2009 at 11:15 am
წავიდეთ, მართლა. რა ვარიანტები გვაქვს? ანუ ფეხით წავიდეთ ლაშქრობის ამბავში, ხო? მთაწმინდის მიდამოებში მრავალი ლამაზი და მიყრუებული ადგილია. ერთგან ვიყავი შარშან და უძაანმაგრესი იყო
წყაროც იყო, ბუნებაც, სიმშვიდეცა და სივრცეც
November 26, 2009 at 12:26 pm
საინტერესოდ ხატავ, და რაღაც ის პერსონაჟი სცენაზე, ძალიან მეცნობა
ახლოდანაც შევხედე, შორიდანაც.. მაგრამ მაინც ვამგვანებ და…
November 26, 2009 at 3:36 pm
ვიოლეტაა ვერდის ოპერიდან “ტრავიატა”
December 1, 2009 at 9:35 pm
პირველი ოცნების გარდა ყველა ერთიერთზე ემთხვევა ჩემს ოცნებებს
March 17, 2010 at 10:09 am
au Sterebi xart yvelaa ra
March 17, 2010 at 10:10 am
kaii
March 17, 2010 at 10:12 am
au vinmem icit pingvinebze sad vnaxo inpormacia????
momweret raa!
March 17, 2010 at 10:12 am
ha qtxovt
:*