სამიოდე წლის წინ ამ პოსტის წერას, ალბათ, ასე დავიწყებდი: ამქვეყნდად ყველა დიდი მარტოსულია. ყველაზე დიდიც მარტოსულია. მიუხედავად იმისა, რომ დიდი სულაც არა ვარ, მათთან სიახლოვეს მაინც ვგრძნობ. მეც ხომ მარტოსული ვარ…
ახლა კი თემას უფრო რეალისტური ფოკუსიდან შევხედავ. დედამიწაზე სიცოცხლე რამდენიმე მილიარდი წელია არსებობს. მიუხედავად ამისა, არ არსებულა იმაზე დიდი ცოცხალი არსება, ვიდრე ლურჯი ვეშაპია. ეს არც თუ ისე უცნობი სახელია. ნებისმიერ ენციკლოპედიაში წერია ამ გიგანტის შესახებ, მაგრამ მოსალოდნელზე ცოტა. ამის ერთ–ერთი მიზეზი კი ის არის, რომ ჩვენ გაცილებით ადრე დავიწყეთ მათზე ნადირობა, ვიდრე მათით დავინტერესდებოდით. დაახლოებით 20 წლის წინ ოკეანეებში 300 ათასი ლურჯი ვეშაპი დაცურავდა, დღესდღეობით კი მისი თითქმის 3%–ღა შემორჩა.
ვეშაპი. რა ასოციაციები გვაქვს მასზე?
- მსუქანი და მოუქნელი ადამიანი (ფილმიდან “რაჭა ჩემი სიყვარულია”)
- ოკეანის თუ ზღვის ბინადარი დიიიიდი რაღაც
- თევზი თუ ძუძუმწოვარი?
- აი, ის, დიდი კუდი რომ აქვს და წყალში რომ ადგაფუნებს ხოლმე
- ძალიან დიდი რაღაც (ალბათ, კოლოსი)
- …თქვენც შეგიძლიათ, იფანტაზიოროთ და თქვენეული ვერსიები მომაწოდოთ
კითხვა რომ გავართულოთ და ვთქვათ, რა ასოციაციებს აღძრავს ჩვენში ლურჯი ვეშაპი, აზრი არა აქვს. დიდად არაფერი შეიცვლება. სხვათა შორის, არც ენციკლოპედიებშია რაიმე განსხვავებული მითითებული. ისინიც ასე “დაგატკებით” და ვიღაც–ვიღაცების მონათხრობით მსჯელობენ ყველაზე დიდ არსებაზე, რომელიც ადამიანის თვალმა შეიძლება ოდესმე ნახოს. მიზეზი უკვე ვახსენე.
ამ ცხოველით ბავშვობიდანვე დავინტერესდი, მაგრამ აზრადაც არ მომსვლია, მასზე კვლევა–ძიება ჩამეტარებინა. გასულ წელს კი BBC–ის ფილმების უკვე მერამდენედხსენებული ციკლი ვნახე მიღებული შთაბეჭდილებით უკვე სერიოზულად დავფიქრდი. რამდენიმე დღის წინ ვიკიპედიას მივაშურე, მაგრამ სანამ იქაურ ინგლისურ ტექსტს ჩავუჯდებოდი, ჯერ ისევ საკუთარი, ერთ დროს საამაყო საბჭოთა ქართული და რუსული ენციკლოპედიების ტომეულები გადმოვიღე და ასო “ვ”–ზე გადავფურცლე. შედეგად, მხოლოდ ის გავიგე, რომ ვეშაპები დღესაც არსებობენ. გამოცემის თარიღებს რომ დავხედე, აღარ გამკვირვებია: 1975 და 1977 წლები. ცივი ომის პერიოდში საბჭოეთში არა ვეშაპთა კვლევით, არამედ მათზე არალეგალური ნადირობით იყვნენ დაკავებულნი. ისევ ვიკიპედიას მივუბრუნდი.
ლურჯი ვეშაპი იმაზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. მცნიერები ვარაუდობენ, რომ იგი ისეთივე
ჭკვიანია, როგორც დელფინი (ერთ–ერთი ყველაზე ჭკვიანი არსება დედამიწაზე). აქამდე დაფიქსირებული ყველაზე დიდი ზომის ლურჯი ვეშაპი იყო 33 მეტრის სიგრძისა და, დაახლოებით, 200 ტონას იწონიდა. ამ გიგანტის გული 600 კილოგრამს აღწევს, ხოლო აორტას დიამეტრი 23 სანტიმეტრია. მდედრები, ჩვეულებისამებრ, მამრებზე დიდები არიან. არცაა გასაკვირი: აბა, სად უნდა დაიტიო 2700 კილოგრამიანი ვეშაპუნა?
ახალშობილი დღეში 400 ლიტრ რძეს სვამს, რომელიც ძროხისაზე 6000–ჯერ მსუყეა. ყოველივე ეს კი საშუალებას აძლევს პატარას, დღე–ღამეში 90 კილოგრამით მოიმატოს.
ამ ცხოველებს შეუძლიათ 50 კმ/სთ–ის სიჩქარით გადაადგილება, ჩვეულებისამებრ კი 20 კმ/სთ–ით მოძრაობენ. ზრდასრული ვეშაპი, ამოსუნთქვისას, ორთქლის ნაკადს ზედა ყბასთან ახლოს განთავსებული ორად გატიხრული სასუნთქი ხვრელიდან 9–12 მეტრის სიმაღლეზე აფრქვევს. ამაში ხელს 5000 ლიტრის მოცულობის ფილტვები უწყობს.

ვეშაპის ამოსუნთქვა
ასეთი დიდი გაბარიტების მქონე არსება კი უმცირესი ზღვის ცხოველებით იკვებება. მას არ შეუძლია ჩვეულებრივ გასაბერ საზღვაო ბურთზე დიდი დიამეტრის მქონე საგნის გადაყლაპვა. ამასთან ერთდ, ლურჯი ვეშაპი მიეკუთვნება ულვაშიან ვეშაპთა რიგს, რომლებიც საკვებს ე.წ. ულვაშებით იჭერენ. ეს ერთგვარი ძვლოვანი ფირფიტებია, რომლებიც ვეშაპთა ზედა ყბაზე კბილის რიგივითაა განთავსებული. როდესაც ვეშაპი პირს აღებს, მასში, საკვებთან ერთად, უამრავი რაოდენობის წყალიც ხვდება. ამ დროს ვეშაპი პირს კეტავს და, 2,7 ტონიანი ენის დახმარებით, წყალს პირიდან სწორედ ულვაშების საშუალებით გამოდევნის, რომლებიც მესერივით ეღობებიან და ხელს უშლიან პირში მოხვედრილ ცხოველებს, გაჰყვნენ გამდინარე წყალს.

ვეშაპის ულვაში

კრილი და ზოოპლანქტონი – ლურჯი ვეშაპის ძირითადი საკვები

უნიკალური ფოტო: ლურჯი ვეშაპის ტრაპეზი
თავიანთი ზომის, სიჩქარისა და ძალიდან გამომდინარე, ლურჯ ვეშაპებს ბუნებრივი მტაცებლები არ ჰყავთ. თუმცა, წყლის ზედაპირზე ჰაერის ჩასასუნთქად ამოსულები, ხშირად ემსხვერპლებიან დიდ სატვირთო გემებს ან ტანკერებს, რომლებიც ცხოველებს ეჯახებიან და სასიკვდილო ჭრილობებს აყენებენ. სხვა შემთხვევაში ისინი მეთევზეთა ბადეებში ეხლართებიან. ოკეანეს მრავალჯერ გამოურიყავს მკვდარი ლურჯი ვეშაპი. ამას ემატება აქტიური ბრაკონიერობა და გლობალური დათბობის საშიშროება. თუკი პოლარული ყინულის დნობისას ოკეანეში კრიტიკული რაოდენობის მტკნარი წყალი ჩაიღვრება, ეს მოშლის თბილი და ცივი დინებების ციკლს, რომლებზედაც ოკეანის ცოცხალი ორგანიზმების გადაადგილებაა დამოკიდებული. აღარაფერს ვამბობ მუდამ მოგზაურ ვეშაპთა ბედზე.

ნაპირზე გამორიყული ლურჯი ვეშაპი

ლურჯი ვეშაპის ჩონჩხი

ლურჯი ვეშაპები “მღერიან”. ისინი, დელფინების მსგავსად, გამოსცემენ სხვადასხვა სიხშირის ბგერებს, რომელთა ნაწილის აღქმაც ადამიანის სასმენ აპარატს არ შეუძლია. მათს ვოკალიზაციას სიმღერა იმიტომ შეარქვეს, რომ მელოდიურ და, ამავდროულად, უნიკალურ ბგერებს გამოსცემენ. ერთ–ერთი აუდიოჩანაწერის მიხედვით ლუჯი ვეშაპი გამოსცემდა 4 სხვადასხვა ნოტს, თითოეულს დაახლოებით 2 წუთის ხანგრძლივობით. ასეთი ხანგრძლივი ვოკალიზაცია, რა თქმა უნდა, უდიდესი მოცულობის ფილტვების დამსახურებაა.
აქ შეგიძლიათ, მოისმინოთ ლურჯი ვეშაპის სიმღერა. აქაც მოუსმინეთ.
რატომ არის ლურჯი ვეშაპი მარტოსული? ეს ისევე უცნობია, როგორც ის ფაქტი, არის თუ არა ლუჯი ვეშაპი მარტოსული ან, ზოგადად, არიან თუ არა ცხოველები მარტოსულები. მეცნიერულად ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. ხოლო, როდესაც ხედავ, თუ როგორ ამოყვინთავს ოკეანის ლურჯი უსასრულობიდან დიდი, დინჯი, თითქოს თავისი პრობლემებით დამძიმებული, თითქოს თავისიანთაგან მხოლოდ თვითონ დარჩენილი ლურჯი ვეშაპი და წყლის ორთქლით ძლიერად ამოიოხრებს, ხვდები, რომ ისიც მარტოსულია….
ამ პოსტით, უბრალოდ, მინდოდა, შემეხსენებინა, რომ ამ ქვეყანაზე არიან ისეთი ქმნილებებიც, რომლებსაც, თავიანთი გიგანტური ზომების მიუხედავად, აკვარიუმის თევზებივით სჭირდებათ მოვლა და გაფრთხილება. ლურჯი ვეშაპი, რომელიც მითიური ტიტანების მიერ დედამიწაზე შემთხვევით დატოვებულ ცხოველს წააგავს, წელიწადში ერთხელ ისეთივე იუბილარია, როგორც ნებისმიერი განცალკევებით მდგარი, თვისი გაბარიტების გამო დარცხვენილი “აყლაყუდა”. დაბადების დღეს გილოცავ, ყველაზე დიდო მარტოსულო.

















August 28, 2009 at 4:21 pm
გაგიქრა თავი ზურიკელა:)
August 28, 2009 at 5:32 pm
დღეს აქვთ დაბადების დღე? საინტერესოა..
ჩემთვის ვეშაპი ყოველთვის მაინ რიდის ’ოკეანეში დაკარგულები-ს’ ასოციაციას იწვევდა აქამდე : )
August 28, 2009 at 6:07 pm
არანაირი დაბადების დღე არა აქვთ. ნუ, მე არ ვიცი. უბრალოდ, მომინდა, მიმელოცა
August 28, 2009 at 6:02 pm
დიდები მარტოსულები არიან?
August 28, 2009 at 6:08 pm
დიდი ადამიანები კი.
August 29, 2009 at 9:59 pm
Zurriuss, რა თავმდაბალი ხარ :ლოლ:
Happy B-day, მსუქანა ვეშაპებო!
August 29, 2009 at 9:52 pm
ცხოვრებაში პირველად წავიკითხე ლურჯ ვეშაპებზე ამხელა რამ. ამ დრომდე ვფიქრობდი რომ, არც ისე საინტერესო არსებები არიან, თუმცა შეცდომას ვაღიარებ.
ჩემი კომპლიმენტი, ასე საინტერესოდ რომ წერ
August 30, 2009 at 8:46 am
გამარჯობა!საინტერესო სტატია იყო.ლურჯი ვეშაპის შესახებ ძალიან ცოტა ინფომაცია მქონდა.ყოჩაღ ზურიუსს!ისე ამ სურათების ნახვის შემდეგ გამიჩნდა სურვილი იახტით გავცურო ოკეანეში და ლურჯ ვეშაპტთან ერთად ვიცურო დაუსრულებლად!(თუ რა თქმა უნდა მეც მის ”ძირითად საკვებად”არ ვიქეცი”….
August 30, 2009 at 9:21 am
ნუ გეშინია, ვერ გადაგყლაპავს
August 30, 2009 at 9:22 am
mec miyvars veshapebi <3 hoda kide vici, rom veshapebs erti partniori hyavt da mat ar galatoben, neta simartlea tu ara ?! descovery-ze vuyure adre ragacas da iqidan maxsovs :mm:
August 30, 2009 at 1:07 pm
ნამდვილად არ ვიცი, რას ამბობენ დისქავერიზე. მე ბი–ბი–სი–ზე ვნახე ეს და ვიკიპედიაში გადავამოწმე. სურათები ნეშენალ ჯეოგრაფიკში მოვიძიე. საერთოდ, დისკავერი უფრო მასაზეა გათვლილი და ზოგიერთ რამეებს ძალიან გულისამაჩუყებლად ყვებიან. თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ შენი ნათქვამი, პარტნიორების შესახებ, მართალი იყოს.
August 30, 2009 at 11:09 am
რას ამიჩუყეთ ახლა გული
ლურჯი ვეშაპის ნახვა მომინდა და მობი დიკი დავიბრუნო უნდა, თორე უკვე ხუთი წელია არ მიბუნებებენ .
დელფინები მირჩვენია ისე. გაზაფხულზე უნივერსიტეტის ფანჯრიდან ჩანდა ხოლმე, როგორ ხტუნავდნენ ტალღებზე დელფინები. ყველანი ფანჯრებზე ვიყავით გაკრული, ლექცია ვის ახსოვდა, ან რას ამბობდნენ უფრო საინტერესოს
August 30, 2009 at 1:04 pm
უი, მართლა, ახლახან გაზეთში მოვკალი თვალი, რომ ბათუმის დელფინარიუმში ჩამოყვანილი ორი დელფინი დაიხრჩოო!!!!! :ვაი:
August 30, 2009 at 7:27 pm
რა კარგი პოსტი იყო! ინფორმატიული და ძალიან ლამაზი ფოტოებით…
დიდი ადამიანები კი, თანაც ვეშაპებივით ცოტანი არიან
August 31, 2009 at 2:14 pm
http://www.whalefootage.org/start.php?lang=de
August 31, 2009 at 6:00 pm
ვაუ, რა მაგარია!!!
გაიხარე. ესეც ერთ-ერთი იმ მცირე (მაგრამ ღირებული) მასალათაგანია, რაც ამ ცხოველზე არსებობს.
August 31, 2009 at 4:46 pm
chemi chonchxic minda egre saqveynod blataobdes
August 31, 2009 at 5:54 pm
ამისათვის ან ოკეანეს უნდა გამოარიყინო თავი, ან მეთევზეების ბადეში გაიხლართო
September 1, 2009 at 4:22 am
qalTevzas formas avicmev da mere badeSi gavexvevi, meTevzeebi ifiqreben ariqa qaltevza vipoveto
xoda mec gavxdebi isetive popularuli rogorcis chonchxia
August 31, 2009 at 7:35 pm
ბავშვობიდან მევასებოდა ვეშაპები.
კარგი სტატია იყო.
იქ დასაწყისში ერთგან სიტყვა გაკლია, გადაიკითხე.
September 6, 2009 at 8:05 pm
kargi iyo, es ki selapebzea.
http://cartveli.blogspot.com/2009/07/blog-post_08.html
March 17, 2010 at 2:56 pm
magari statia yochag
May 11, 2010 at 6:16 am
magariaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa
May 29, 2010 at 5:09 pm
auuuuuuuu. ra magariaaaaaa! magari lamazi da didia.
November 10, 2011 at 1:44 pm
dzaan magaria
December 24, 2011 at 8:26 pm
[...] ინფო ვეშაპებზე ნახეთ ზურიუსთან. Share this:Like this:LikeBe the first to like this [...]
March 14, 2012 at 12:35 pm
ratom suntqaven filtvebit