ადრეც მქონდა, მგონი, დაწერილი, რომ ბავშვობაში ტრაგიკული როლების თამაში მიყვარდა. ზეწარს ან “ადიალას” ან რაიმე მსგავსს შემოვიხვევდი და მოსასხამიც მზად იყო. ტელეფონის კაბელის ფერადი სინებისაგან კი ბეჭდებს, გვირგვინს და სხვადასხვა სამკაულებს ვაკეთებდი. ძალიან მიყვარდა შოლტები და მათრახები (ზოროსა და ბეტმენის ზეგავლენა). ვინაიდან ჩემს თანატოლებს შორის ყველაზე უფროსი მე ვიყავი, ჩემს “სამეფოში” ვეპატიჟებოდი. სამეფოში, რომელშიც არ იყო ჩხუბი, ბოროტება და განუკითხაობა. ამ სამეფოში ბავშვები ერთად უყურებდნენ ვიდეოფილმებს, ერთად ჭამდნენ, ხატავდნენ და თამაშობდნენ ინტელექტუალურ თამაშებს …და ერთად ებრძოდნენ “მტერს”, რომლისგანაც მხოლოდ ფერადი სინების მარაგი სურდათ. “მტერი” უკანა ქუჩაში ცხოვრობდა და რამდენიმე “მსუბუქად შეიარაღებულ” ბიჭს წარმოადგენდა. …მაგრამ ვის უნდა გაებედა რაიმე ფიროსმანის ქუჩის ძლევამოსილი მეფისათვის?!…![]()
ხშირად იმარჯვებდა, ზოგჯერ კი მარცხდებოდა. ეს იმიტომ, რომ სამეფოში შინააშლილობა იჩენდა ხოლმე თავს. რამდენიმე არაინტელექტუალი აბუნტდებოდა და მეფეს განუდგებოდა. სცენარის თანახმად, მეფე ყოველნაირად ცდილობდა მათს გადმობირებას, მაგრამ მოღალატეებისაგან სასიკვდილო დარტყმას იღებდა და, იულიუსივით გაყიდული, უსულოდ ენარცხებოდა ძირს. ![]()
…ჰოი, ბავშვობავ! კარგი დრო იყო (შეიძლება, არც იყო, მაგრამ მე მშვენივრად მახსენდება). დღესაც გავიხსენე ბავშვობა და, ჩემი ძმის დახმარებით, ფოტოსესია მოვაწყვე. იმედია, გამიგებთ, როგორ მიყვარს ისტორია, რომი, სიძველეები და… ბავშვობა.


















July 30, 2009 at 12:07 pm
July 30, 2009 at 2:20 pm
მშვენიერი ფოტოებია, არის შენში რაღაც კეისრის..
))
July 30, 2009 at 2:52 pm
გაიხარე
July 31, 2009 at 11:19 am
მომეწონა ფოტოები ძალიან
ვხედავ შენ ბავშვობაშიც ისეთივე ექსტრავაგანტული პიროვნება ყოფილხარ როგორიც ახლა ხარ
July 31, 2009 at 11:45 am
,,Yo el Rey… Yo el Rey… Yo el Rey…” Picasso
August 1, 2009 at 7:17 pm
ლოლ
შოლტები და მათრახები ძაან საეჭვოდ მომეჩვენა მე
მე კაი ხანს მეგონა, რომ მსახიობი გამოვიდოდი, სხვათა შორის, მედეას როლი იყო ჩემი საოცნებო, სკოლაში ვთამაშობდი ხოლმე ჩემივე დაწერილ დადგმებში… ჯერ რა ვიცი, იქნებ გავხდე კიდეც მსახიობი :ლოლ: შერონ სტოუნმა 30 წლის ასაკში დაიწყო…
August 1, 2009 at 8:10 pm
შერონ სტოუნმა მსაახიობობაზე ადრე სხვა რამეც დაიწყო და ღმერთმა დაგიფაროს!
ისე, მედეა ძალიან მაგარი და, რაც მთვარია, ფსიქოლოგიურად დახუნძლული როლია. მალადეც შენ!
August 10, 2009 at 4:09 pm
sholtebi da matraxebi mecsaechvod momxvda yurshi
ragac betmenis gavlenas ar gavs eg
August 10, 2009 at 4:52 pm
ბეტმენტზე ჭკუას ვკარგავდი თავის დროზე
August 23, 2009 at 7:49 am
შოლტებზე და მათრახებზე მეც სხვა ასოციაცია მქონდა
December 2, 2009 at 9:54 am
ზორო კიდევ ხო, და ბეტმენს სად აქ შოლტი?
ამ ბოლო სურათში სენატორს უფრო გავხარ
შუასაუკუნეების რაინდები მიყვარდა ბავშვობაში, ფარიკაობა და ხმლები. ამ თამაშს ვითამაშებდი სიამოვნებით ეეხლაც. გუშინ იყო ტელევიზორში გადაცემა სწორედ ფარიკაობაზე და გამახსენდა ბნელ კუნჭულში მიმალული ჩემი ოცნება.
პ.ს. დავიწყე შენი ძველი ჩანაწერების გადაბულბულება :ჰეჰეჰე:
December 2, 2009 at 11:11 am
დიიიიდი მადლობა
ბეტმენს ზოგან აქვს შოლტი და ზოგან ხელიდან ისვრის ტროსიან ბუმერანტებს
March 1, 2010 at 9:55 pm
[...] ბაშვობაში ბევრჯერ მიოცნებია მეფობაზე, კეისრობაზე. მიოცნებია, ვმდგარიყავი სცენაზე და [...]