დღესმსოფლიოს გარეგნობა მართავს. ნიჭი და გარეგანი მომხიბვლელობა (დღეს – სექსუალურობა) საკმაოდ დაუახლოვდა ერთმანეთს. იმდენადაც კი, რომ ერთმანეთის ალტერნატივადაც კი იქცა. ამჟამად იშვიათია, ელა ფიცჯერალდის ხმის მქონე ადამიანი გახდეს ცნობილი ვარსკვლავი, თუ მას ელასივე გარეგნობა აქვს. ვისაც რაიმე ფანტასტიკური ნიჭი აღმოაჩნდება და ძალიან სურს შოუბიზნესში სოლიდური ადგილის დამკვიდრება, იძულებულია, лечь под ножом…
ამერიკელი ხალხის sex-კერპი (თუ ex-კერპი) მაიკლ ჯექსონი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დიდების ცდუნებას ემსხვერპლა. 80-იანი წლების დასაწყისში აშშ-ში ჩატარდა დიდი გამოკითხვა, “როგორი უნდა იყოს ამერიკელი ერის გმირი”. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ასეთი ადამიანი კარგად უნდა მღეროდეს, ცეკვავდეს, იყოს სექსუალური, მოქნილი, ენერგიული, მიმზიდველი გარეგნობის… ჯექსონს ყველაფერი ჰქონდა, გარდა ხალხისათვის მიმზიდველი გარეგნობისა, ამიტომაც მისი ცხოვრებაც სამუდამოდ შეიცვალა პლასტიკური ოპერაციების შემდეგ. როგორც შეიცვალა, რა სიმაღლეებს მიაღწია და რა მდგომარეობაშია ახლა, ეს ყველამ ვიცით. მიუხედავად იმისა, რომ ჯექსონის ფაქტი აღიარებულია პლასტიკური ქირურგიის შეცდომად, მსოფლიოში კიდევ ბევრი აგრძელებს თავის ამგვარ დამახინჯებას. შედეგები კი სავალალოა.
კიდევ ბევრი სხვა მსჯელობიდან გამომდინარე, რომლითაც აქ თავს არ შეგაწყენთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ნებისმიერი არაჰოლივუდური ან, სერთოდ, არასიმპათიური გარეგნობის მქონე ნიჭიერი ადამიანი, გაპიარების შემთხვევაში, იმისათვის, რომ ტელეგენური და შოუს სტანდარტების შესაფერისი გახდეს, დამახინჯების სერიოზული საფრთხის წინაშე დგება. 2009 წლის 11 აპრილს, ცნობილ შოუში Britans Got Talent, 47 წლის მომღერალმა ქალმა სუზან ბოილმა, საოცარად ლამაზად შესრულებული სიმღერით, კონკურსი მოიგო. ქალბატონი სოფლიდან ბრძანდება და, თავისი ქცევებით, შორსაა დახვეწილობისა და კდემამოსილებისგან. თუმცა სცენაზე გამოსვლის პირველივე წუთებიდანვე ეტყობოდა, რომ გულწრფელი იყო.
ამ უსიმპატიურო ქალის წინააღმდეგ განწყობილი იყო მთელი დარბაზი, მანამ, სანამ სიუზან ბოილმა “I Dreamed A Dream” არ იმღერა. პირველივე ნოტებიდანვე მაყურებლის აბსოლუტური უმრავლესობა მოჯადოვებული გახდა მისი ხმითა და შესრულების სინაზით. სიმღერის შუა ნაწილში ხალხი ფეხზე წამოდგა, ბოლოში კი უკვე აღარავის აინტერესებდა მისი გარეგნობა…
როგორი გაგრძელება შეიძლება მოყვეს ამ კონკიას ისტორიას? შეიძლება თუ არა ეს ქალბატონიც “გადააკეთონ” VOGUE-სა და სხვა ჟურნალების გარეკანის მოთხოვნების შესაბამისად? აქედან გამომდინარე, შეიძლება თუ არა, ეს ახლადაღმოჩენილი ტალანტიც გახდეს სილამაზის მსხვერპლი?…

















June 10, 2009 at 11:03 pm
ვიდეო ვერ ვნახე
არადა ძალიან დამაინტერესა, როგორია ეს უსიმპათიურო ქალბატონი.
ჰოლივუდურ სილამაზეს რაც შეეხება, ხშირად ძალიან ხელოვნურია და ადამიანებს უკარგავს ბუნებრივობას: თოჯინებს ჰგვანან:|
June 11, 2009 at 9:19 am
აუ რა მაგარი ხმა აქვს და რა მაგრად მღერის!!!!
June 11, 2009 at 3:37 pm
მაგარი ქალია!
ვიდეოს მიმაგრება გაუქმებულია, შეგიძლიათ პირდაპირ Youtube-ის გვერდზე იხილოთ:
June 11, 2009 at 6:20 pm
მართალი ხარ, ზურა, უბრალოდ, სილამაზეს დიდი ძალა აქვს, სასიამოვნოა და ცხოვრებასაც მერე ლამაზად უყურებ. თოჯინები არა, მაგრამ ზოგჯერ სიუზან ბოილისნაირი ხმის პატრონის ყურებას გირჩევნია დაინახო ნაკლებხმიანი კაილი მინოუგი, ეს ისე უცებ მომივიდა თავში. ამიტომ ძნელია განსაზღვრა რა. სილამაზე ყოველთვის მართავდა მსოფლიოს, გინდა ხელოვნური დავარქვათ, გინდა – დედისმუცლიდან ნაშობი
AND I CHOOSE BEAUTY!
June 11, 2009 at 9:05 pm
ეგეც გემოვნების ამბავია, სოფო. პირადად მე, როგორც ხელოვნებაზე შეყვარებულს, ლამაზი ხმის პატრონი უფრო მირჩევნია. ლამაზი გარეგნობის ადამიანები ჰოლივუდშიც ბევრია. სხვა საქმეა, რამდენად სცენურია მომღერალი. აი აქ კი ღირს დაფიქრება. თუმცა სცენურობა და გარეგნობა მაინც არ დგას ერთმანეთთან ისე ახლოს, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.
June 12, 2009 at 2:09 am
ბოილის ფაქტთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს იმჰო
June 16, 2009 at 4:50 pm
შეიძლება გარეგნულად თავიდან არ მოგეწონოს, მაგრამ ზოგი ისეთი საყვარელია
) როცა მაგალითად დიდი სითბო, დადებითი ენერგია მოდის ადამიანისგან ძნელია არ დაიპყროს გული.
სუზანს ყოველთვის მონუსხული ვუსმენ და საერთოდ არ მახსენდება მისი გარეგნობა. არ ვიცი რატომ. ისიცაა, რომ ეჩვევა ადამიანი სხვის ნაკლოვანებებს. დროდადრო კი აღარც აქცევს ყურადღებას
June 16, 2009 at 4:59 pm
გეთანხმები. ეგრე მე ლუჩანო პავაროტის გარეგნობას შევეჩვიე, იმიტომ, რომ ხმამ გადაფარა ყველაფერი…
July 8, 2009 at 6:18 am
ეგრე სიმონეს როცა ვუსმენ ან თუნდაც ფიცჯერალდს (როგორც ზურამვე თქვა) არც მე მახსენდება მათი გარეგნობა, მით უმეტეს, რომ ვიდეოს არც ვუყურებ, ჯასთ ჩანაწერებს ვუსმენ
ისე, სიუზანი არც მე მყავდა ნანახი, საყვარელი ქალი ყოფილა
August 15, 2009 at 8:19 pm
ძაან მაგარიაა
)
February 12, 2010 at 4:52 pm
me maikl jeksonis pani var tan magari da ar vici exa siuzenma rogor imgera
February 12, 2010 at 7:05 pm
კარგად იმღერა