ორთვიანი სიზარმაცისა და ხატვის ჭიდილის შედეგად “რიჩარდ III” დავასრულე. ნეტა გამოცდებიც ასე წარმატებით ჩავაბარო. ჯერ არც დამწყებია და ისეთი საშინელება მელის წინ, რომ მათკენ გახედვაც არ მინდა. რაც შეეხება რიჩარდს, მე, როგორც ჭეშმარიტმა უვიცმა, იგი ისე დავხატე, რომ წიგნში არც ჩამიხედავს (არადა, სპეციალურად ამისთვის ვიყიდე…). მხოლოდ სპექტაკლის 3-4-ჯერ ხილვით დავკმაყოფილდი. სტურუა მაგარია! ზუსტად ისეთი რიჩარდი “შექმნა”, როგორიც მე მინდოდა. ჩხიკვაძეზე არაფერს ვამბობ… როცა ლირს ვხატავდი, ვიზუალურად ვერაფრით ვაიგივებდი მასთან. რიჩარდ III კი ზუსტად ისეთი წარმომედგინა, როგორიც იგი რამაზ ჩხიკვაძემ ითამაშა.
სპექტაკლის მუსიკაც ძალიან მომწონს და ზოგადი “ფერიც”. თვალით შეუგრძნობი სიბნელე. კარგად ხვდები, რა “ფერი” და განცდა იმალება გახუნებული ფერების მქონე დეკორაციების მიღმა. წვიმისფერი ატმოსფერო, თითქოს ომის შედეგად მიმოფანტული დეკორაციები. თითქმის არავითარი მინიშნება იმაზე, რომ მოქმედება XV საუკუნეში ვითარდება. ყველას გვიანდელი ეპოქის ტანსაცმელი აცვია, ძალიან სადა. სპექტაკლის მუსიკა კი, რომელიც მძაფრი მომენტების შემდეგ ირთვება, ირონიით არის სავსე. ყოველ შემთხვევაში, მე ასე დავინახე. ამ მუსიკით, თითქოს, რიჩარდის დამოკიდებულებაა გამოხატული თავისი მტრების მკვლელობის მიმართ, კმაყოფილი ღიმილი და ერთგვარი უგრძნობელობა… “მერე რა” (დააჭირეთ და გადმოწერეთ). მეორე მუსიკას რაც შეეხება, იგი წვიმას მაგონებს, სევდიან წვიმას. თითქოს გაუდაბნოებული ციდან წამოცვენილი ცივი წვეთების შხეფები ორთქლს ადენენ ადამიანთა ხოცვისგან დაღლილ საომარ იარაღებს… (დააჭირეთ და გადმოწერეთ)
და, საყვარელი ფრაზა:
ცხენიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!….
ცხეეეეეეეეეეეენიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!…. ერთ ცხენში ვაძლევ მთელ ჩემს სამეფოს!…
რიჩარდი, რიჩარდი… იმდენის დაწერა მინდა ამაზე, მაგრამ ვიცი, არ წაიკითხავთ. მართალიც იქნებით: დიდ პოსტებს არც მე ვკითხულობ.

















May 12, 2009 at 8:37 pm
ახლა ამას ჩემი კომენტარი რად უნდა? მაგარი ნერვები გაქვს რა! პრინციპში, ნერვები რა შუაშია, როცა ნიჭი ბობოქრობს!
May 12, 2009 at 9:24 pm
ნერვები უნდა იმდენად, რამდენადაც ნერვებს არავინ უნდა გიშლიდეს. მეტი არაფერი
May 24, 2009 at 8:09 pm
ზუუუუუუუუ, რა მაგარი ხააააააააარ :O
არც კი გრცხვენია :O
November 15, 2009 at 8:44 pm
[...] სტურუამ ყველაფერი ეს ისე დადგა და ყანჩელმაც ისეთი მუსიკა დაადო, რომ გეგონება, [...]